ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი

ბაზალური ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ფართოდ გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში ბაზალური ტემპერატურა განსხვავებულია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტემპერატურის განმსაზღვრელი ჰორმონების დონე მენსტრუაციის სსხვადსხვა ფაზაში განსხვავებულია.

გრაფიკზე მოცემულია ნორმალური არაორსული ქალის ორფაზიანი მენსტრუალური ციკლის ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი.

  • ბაზალური ტემპერატურა იკლებს ოვულაციამდე 12-24ნ საათით ადრე და იმატებს ოვულაციის შემდეგ საშუალოდ 02-05 გრადუსით;
  • ფერტილურად ითვლება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან იქამდე, სანამ ტემპერატურა მოიმატებს 3 დღე გადაბმულად (ვინაიდან კვერცხუჯერდი კარგავს ნაყოფიერების უნარს და დაორსულბა შეუძლებელი იქნება);
  • იქიდან გამომდინარე, რომ ბაზალური ტემპერატუურა რეაგირებს ძალიან ბევრ ფაქტორზე, მისი ინტერპრეტაცია ძალიან ძნელია. საყურადღებოა მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადებები, ალკოჰოლური სასმელის გამოყენება, სტრესი, უძილო ღამე.