პორნო მსახიობები – როგორც ქალები

პორნო ვარსკვლავი

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პორნო მსახიობებს უწოდებენ ე.წ. „დაბრაკულ საქონელს“ ,   ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი არიან მუდმივად სექსუალური ძალადობის ქვეშ, რომ მათი უმეტესობა ბავშვობაში სერიოზული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა მრავალი ინფექციების გამო და ისინი როგორც ქალები დაბალი ქულით ფასდებიან.  ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად  ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ასზე მეტი პორნო მსახიობი ქალი და მაგდენივე მათი შესაბამისი (ასაკი, ფიზიკური აღნაგობა და ა.შ.) ჩვეულებრივი ქალი.   კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა რომ:

  •  პორნო მსახიობები მცირედ უფრო ხშირად ყოფილან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 36%  –  29%  (თუმცა ეს სხვაობა არ არის არსებითი).
  • პორნო მსახიობებს მეტი ჰქონდათ თვითშეფასება, ვიდრე სხვა ქალებს.
  • ცხოვრების პირობებით, პორნო მსახიობები უკეთესად ცხოვრობდნენ ვიდრე სხვა ქალები.
  • ალკოჰოლს თთქმის თანაბარი რაოდენობით მოიხმარდნენ, თუმცა სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უფრო მაღალი იყო პორნო მსახიობებს შორის.
  • ნარკოტიკების მოხმარებისას პორნო მსახიობების ძირითად ნარკოტიკს წარმოადგენდა მარიხუანა.
  • პორნო მსახიობებმა უფრო ადრე დაიწყეს სექსუალური ცხოვრება და ჰყავდათ მეტი სექსუალური პარტნიორი.
  • შემთხვევით კავშირები აქვთ პონო მსახიობებს მეტი ვიდრე სხვა ქალებს

ამ კვლევის შედეგებით ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ   ჯანმრთელობის (როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა)  მხრივ პორნო მსახიობები უკეთესი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, თუმცა ეს მოსაზრება რათქმაუნდა საკამათოა მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ისეთი როგორიცაა  მორალური კოდექსი, ერთგულების იდეა, კულტურული და რელიგიური ფასეულობები და ა.შ.