აგზნების მნიშვნელობა

ქალის აგზნება

როგორც წესი ადამიანების უმრავლესობისთვის და სექსუალური რეაქციის ციკლიდან გმომდინარეც ორგაზმი წარმოადგენს სექსუალური რეაქციის პიკს, ყველაზე დიდ სიამოვნებას და სქესობრივი კონკრეტული ქცევის დასასრულს. ხშირად ორგაზმს, მის განცდას მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე სქესობრივ აქტს, მისგან მიღებულ სიამოვნებას და ვიდრე სექსუალურ აგზნებას, რომელიც ჯანსაღი სექსუალური რეაქციის დასაწყისია და რომლის გარეშეც ორგაზმის დადგომა წარმოუდგენელია.

აგზნებას წინ უსწრებს და თითქმის თანხვედრაშია სექსუალურ სურვილთან და სტიმულთან. აგზნება განსხვავებულად გამოიხატება ქალებში და მამაკაცებში. მამაკაცებში აგზნების ნიშანი ძირითადად ერექციაა, ქალებში კი კერტების (ძუძუს თავების)ერექცია, კლიტორის და გარეთა სასქესო ორგანოებისკენ სისხლის ძლიერი მიდინება, მათ სისხლით გაჯერება, საშოს ლუბრიკაცია. ეს ნიშნები ძირითადად მიუთითებს ქალის სექსუალურ აგზნებაზე, თუმცა შეიძლება აგზნება მათ გარეშეც მიმდინარეობდეს.  აგზნება -ფიზიოლოგიური ნიშნების გარეშე.

ადამიანის ფსიქოსექსუალობის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგზნებას, ზოგჯერ მას შხაპის წყალსაც ადარებენ – თუ წყალი არ გათბა, რაღაც დონემდე, შხაპის მიღება არ არის სასიამოვნო. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაა ქალებშიც  – იმისთვის, რომ  მან შეძლოს და ჯეროვანი სიამოვნება მიიღოს სექსისგან, აუცილებელია აგზნების სათანადო დონის მიღწევა.

ქალების სექსუალური დაუკმაყოფილებლობის და ანორგაზმიის გავრცელებული  ფსიქოლოგიური მიზეზი სწორედ აგზნების დეფიციტია,  ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს თვით ტრანსფორმაციას ისეთ დონეზე, რომ შეძლოს საკმარისი აგზნება, შესაბამისად მცირე ნაწილი ახერხებს სექსისგან განსაკუთრებული სიამოვნების მიღებას.

ნაომი ვოლფმა წარმოადგინა  ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც არსებობს  დოფამინ-ოქსიტოცინ-ოპიატ რგოლი, როცა ეს რგოლი დარღვეული არ არის, ქალის სექსუალურ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ის ახერხებს სათანადო აგზნებას და სექსისგან სიამოვნების მიღებას, როცა ეს კავშირი ირღვევა, და დარღვევაში მონაწილეობს სტრესი, შიში, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაშინ ქალი ვერ ახერხებს აგზნებას და ეს ყვლაფერი შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ თავად ვერც კი აცნობიერებდეს სად არის პრობლემა.

ამიტომ სასურველია ქალმა გააცნობიეროს აგზნების მნიშვნელობა,  შეძლოს საკუთარი განცდებზე და იმ ფიქრებზე კონცენტრირება რაც აღაგზნებს, შეძლოს გათავისუფლდეს დამატებით შემაკავებელი ფაქტორებისგან და ეცადოს არ გაიხადოს სექსუალური აქტის უპირობო მიზნად ორგაზმი, ვინაიდან სექსუალური აგზნება გაცილებით უფრო შეუზღუდავი და  ხანგრძლივი სიამოვნებაა, ვიდრე ორგაზმი,  აგზნების გარეშე ორგაზმის მიღწევა შეუძლებელია,  ქალები, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვანი აგზნება და სიამოვნების მიღება სექსისგან, არიან უფრო ლაღები, კრეატიულები და პროდუქტიულები.