ქალის ეაკულაცია – სქვირთი

სქვირთი

ქალის  ეაკულაცია არის სითხის გადმოსვლა შარდსადენიდან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ასოცირებულია ორგაზმთან.  ვარაუდობენ, რომ სითხე ქალის ეაკულაციის დროს გამოიყოფა ან შარდის ბუშტიდან ან სკენეს (პარაურეთრული) ჯირკველბიდან, რომლებიც მდებარეობენ G წერტილის საპროექციო არეში და სადინრით იხსნება შარდსადენში.  შეიძლება ეაკულატის  წყარო იყოს, როგორც შარდის ბუშტი, ასევე სკენეს ჯირკვლები ერთდროულად.

ეაკულატი შეიძლება გამოიყოფოდეს საშოდანაც. ასეთ ეაკულატს cum(„გათავება“, „გასხმა“) -ს ეძახიან. ასეთი ეაკულატი შარდსადენიდან გამოყოფილ ეაკულატთან შედარებით არის უფრო სქელი, მოთეთრო  და წარმოადგენს ლუბრიკანტს, რომელიც გამოიყოფა საშოს კედლების ლუბრიკაციის დროს, სექსუალური აგზნების დროს.

ქალის ეაკულაციის  ხსენების დროს ძირითადად გულისხმობენ შარდსადენიდან გამოსულ სითხეს და არა საშოდან.

წარსულში ვარაუდობდნენ, რომ ქალის ეაკულატი იყო შარდი, თუმცა მისი ანალიზის საფუძველზე  დადგინდა, რომ ასე არ არის.  ეაკულატი არის ბლანტი, აქვს სასიამონო სუნი,  შეიცავს გლუკოზას დიდი რაოდენობით, შეიცავს ფერმენტს – პროსტატის მჟავის ფოსფატაზას (ეს ფერმენტი მამაკაცებში პრეეაკულატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია – გამოიყოფა პროსტატიდან) ქალის ეაკულატი შეიცავდა ურეას და კრეატინინსაც, რომელიც შარდის შემადგენელი ნაწილია, თუმცა შარდთან შედარებით წარმოდგენილია მცირე რაოდენობით. პარაურეთრული ჯირკვალი (სკენეს ჯირკვალი) ასინთეზირების ტუტე სითხეს, რომელიც მსგავსი შემცველობისაა რაც პროსტატის სითხე(წვენი).  შესაბამისად სავარაუდოა, რომ ქალის ეაკულატის შემადგენლობა არის პროსტატის სითხის და მცირე კონცენტრაციით შარდის ნაზავი.

სავარაუდოა, რომ ქალების უმეტესობას აქვს იმის შესაძლებლობა გამოყოს ეაკულატი,  თუმცა რეალურად სექსის დროს ეს მხოლოდ ქალების მცირე ნაწილს შეუძლიათ.

ეაკულატის შემადგენლობა ძირითადად მსგავსია თუმცა, ინდივიდუალური სუნი, ფერი  და გემო შეიძლება ჰქონდეს, ისე როგორც ადამიანის ნებისმიერ სხვა  სითხეს. ეაკულატის შემადგენლობაზე მოქმედებენ :

  • კვება
  • მენსტრუალური ციკლი
  • სითხის მიღება

ქალების ნაწილი აღწერს საკუთარ ეაკულატს, როგორც სითხეს სუნის და ფერის გარეშე, ზოგი უფრო მძაფრი სუნით და მეტად ბლანტს.  ასევე ვარიაბელურია ეაკულატის რაოდენობაც, ქალების ნაწილი აღნიშნევს, რომ შეიძლება მან 200 მლ-მდე მიაღწიოს, ზოგისთვის ეს რიცხვი ცოტაა, ზოგისთვის პირიქით.

რაც შეეხება ეაკულაციის სიხშირეს, ესიც მკვეთრად ვარიაბელურია, არსებობენ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ საათში რამდენჯერმე ეაკულაცია, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ერთი ეაკულაციის შემდგომ აღდგენისთვის რამოდენიმე საათი სჭირდებათ.