სექსუალური სურვილების უთანაბრობა

მეტი სექსი

ყოველი წყვილის ურთიერთობა თავიდან გაჯერებულია მეტი ვნებით, მეტი სურვილით,  მეტი სექსით..  ლიბიდო(სქესობრივი ლტოლვა) საშუალოდ ერთ წელიწადში ქვეითდება და პარტნიორთან სექსი არ არის ისეთ მგზნებარე, როგორც თავიდან.  ეს მდგომარეობა თითქმის გარდაულალია ნებისმიერი წყვილის ურთერთბაში, ხშირად ამ ეტაპიდან იწყება სექსუალური პრობლემები, ვინაიდან წყვილის სურვლიებს შორის თანხვედრა უმეტესად არ ხდება. ერთ-ერთს მეტი სიხშირით უნდა სექსი, მეორეს ნაკლებად.  მეტი სექსი შემთხვევათა უმეტეს ნაწილში (2/3)  მამაკაცებს სურთ,  1/3 შემთხვევაში კი ქალებს.  ამ მდგომარეობას მამაკაცისთვის მოაქვს სტრესი, ამიტომ კაცები ზოგჯერ „პოულობენ გამოსავალს“ მეძავებთან  და/ან საყვარელთან განმუხტვით.   კაცების სექსუალური მოთხოვნილებები ჩვენი კულტურისთვის შედარებით მეტად მიღებულია, ვიდრე ქალების.  თუ ქალს მეტი სექსი უნდა ზოგჯერ მას „ნიმფომანს“ უწოდებენ.   თუმცა ფაქტია, რომ  ნებისმიერ შემთხვევაში სურვილების არათანაბრობა ქმნის  წყვილის ურთიერთბაში პრობლემას.

არსებობს ამ პრობლემის დაძლევის სხვადასხვა გზები:

  • პირველი, რაც წყვილმა უნდა გაარკვიოს, არის ის, რეალურად სურს თუ არა რომელიმეს მეტი სექსი, თუ სჭირდებათ სხვა ემოციური სიახლოვის და ზრუნვის გამოვლინება. მაგ. ჩახუტება, გულში ჩაკვრა, ემოციური სიახლოვე, თანაგრძნობა, თანადგომა, მხარდაჭერა.  ხშირად მეტი სიყვარულის გამოხატვა მარტივად აგვარებს წარმოქმნილ პრობლემას.
  • მეორე მხრივ აუცილებელია წყვილმა ისაუბროს არსებულ პრობლემაზე და აწარმოონ ერთმანეთში მოლაპარაკება და შეთანხმება, მაგ. თუ ერთ პარტნიორს უნდა კვირაში ორჯერ სექსი, ხოლო მეორეს მხოლოდ  თვეში ერთხელ, მათ შეიძლება ოპტიმალურ გამოსავალი მოძებნონ მაგ.  კვირაში ერთხელ სექსი.  ოღონდ შეთანხმების შედეგად მიღწეული გამოსავალი უნდა იყოს ორივე პარტნიორისთვის მისაღები იმდენად, რომ ხანგრძლივად შეძლონ ასეთ რეჟიმით კმაყოფილი თანაცხოვრება.
  • სექსის დაგეგმვა – კარგი გამოსავალია  წყვლიმა წინასწარ დაგეგმონ განრიგი, როდის ექნებათ სექსი, ვინაიდან ის პარტნიორი რომელსაც აქვს მაღალი ლიბიდო დარწმუნდება, რომ აუცილებლად ექნება სექსი, ხოლო მეორე პარტნიორიც კმაყოფილი იქნება იმით, რომ მხოლოდ განსაზღვრული კალენდრით მოუწევს სექსი. თუ სექსის დაგეგმვამ 6 თვის განმავლობაში არ გაამართლა, წყვილმა სხვა გამოსავალი უნდა იპოვნოს.  თუმცა ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ამ პრობლემის მოგვარებისას.  ასეთი შეთანხმებების დროს დაბალი სურვილების მქონე პარტნიორი უნდა ეცადოს და არ დაარღვიოს კალენდარი, ვინაიდან,  ორივე პარტნიორს შეთანხმების უნდა სჯეროდეს  და არ უნდა დაუშვან, რომ  რომელიმე პარტნიორმა, რომ ეს ნდობა დაკარგოს.

არსებობს სხვა გზებიც,  რომლითაც შეიძლება სურვილი უთანასწორობის აღმოფხვრა, მაგ. მასტურბაცია, აგზნების სწავლა და სხვა. რომელიც მეტად ინდივიდუალურია სხვადასხვა წყვილისთვის.  ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა წყვილმა ისაუბროს წარმოქმნილ პრობლემაზე, დაფიქრდნენ და გადაწყვეტილებები  მიიღონ  გააზრებულად და შეთანხმებულად.