ორსულობა და ინფექციები

გაციება ორსულობისას

ინფეციები ადამიანის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როცა ქალი ორსულადაა.  ორსულობისას ინფექციების მიმღებლობა იზრდება და მათი მიმდინარეობაც უფრო მძიმე ხდება, ვიდრე სხვა ადამიანებში.  გარკვეულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩანასახის/ნაყოფის სიკვდილი და სპონტანური აბორტი.

გაციება და გრიპი

არასასურველია ორსულობაში, თუმცა   ზოგ შემთხვევაში ვერ ხერხდება მისი პრევენცია. ასეთ დროს სასურველია სითხეების დიდ რაოდენობით მიღება, სიცხის და ტკივილის შემთხვევაში პარაცეტამოლის გამოყენება უსაფრთხოა ნორმალური  დოზით. თუ ხველა გახდა პროდუქციული და თან ახლავს მომწვანო ნახველი, შეიძლება სახეზე იყოს ბაქტერიული ინფექცია, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა ანტიბიოტიკებით ჩარევა, ორსულმა (არც სხვა ადამიანმა) არ შეიძლება საკუთარი ინიციატივით შეარჩიოს ანტიბიოტიკი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სოკოვანი ინფექციები

ძირითადად თეთრი კანდიდა იწვევს სოოვან ინფექციას. საშოში სოკო ისედაც შეიძლება იყოს  და არ იწვევდეს სიმპტომებს. მას მკურნალობა სჭირდება მხოლოდ მაშინ თუ იწვევს სიმპტომებს (წვის შეგრძნება, ქავილი, თეთრი გამონადენი).  სოკოვან ინფექციას ძირითადად მკურნალობენ ადგილობრივი კრემებით (მაგ. კლოტრიმაზოლი), არსებობს ტაბლეტებიც, თუმცა მისი მიღება პორსულებისთვის არ არის რეკომენდირებული.

მიხედავად იმისა, რომ სოკო არ ითვლება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, ზოგჯერ ასოცირებულია სქესობრივ აქტივობასთან, ამიტომ შეიძლება სოკოვანი ინფექციის სიმპტომები კაცებშიც იმავე პერიოდში განვითარდეს, როგორც ქალში.

სტერპტოკოკი

ბ- ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს საშოში ინფექცია.  ამან შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობისას ახალშობილის  დაინფიცირება. ამიტომ გარკვეულ ჰოსპიტალებში ხდება  სკრინინგი ამ ბაქტერიაზე.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

ქლამიდია და გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის თვალების ინფექცია. ქალმიდიის და გონორეის მკურნალობა ორსულს შეუძლია ორსულობაშივე, თუმცა აუცილებელია მისი გადამოწმება მკურნალობის შემდგომ.

მრავალ ჰოსპიტალში ხდება აივ ინფექციაზე (შიდსი) სკრინინგი.  თუ ორსული დაინფიცირებულია აივ-ინფექციით, მაშინ ახალშობილს დაინფიცირების  15 % იანი შანსი აქვს, მკურნალობის ფონზე ეს რისკი შეიძლება განახევრდეს  .

ორსულებს საკმაოდ ხშირად აქვთ საშარდე გზების ინფექციები, რომელიც ინფექცია შეიძლება გავრცელდეს აღმავალი გზით,  თუ განვითარდა პიელონეფრიტი და სეპტიცემია, მაშინ შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვეს: ტკივილი, ღებინება, ცხელება, ნაადრევი მშობიარობა. ამიტომ საშარდე გზების ინფექციების ეჭვისთანავე სასურველია ექიმის კონსულტაცია. ასევე პრევენციის ერთ-ერთი კარგი მექანიზმია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.

ტოქსოპლაზომოზი, მისი გადაცემა ხდება ძირითადად კატის ფეკალიებით, ზოგადად ტოქსოპლაზმა გავრცელებულია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა ორსულობის პერიოდში მისით დაინფიცირება არის საშიში ნაყოფისთვის, იწვევს ნაყოფში განვითარების დეფექტებს, ამიტომ ორსული ქალის ცხოველებთან კონტაქტი არ არის მიზანშეწონილი.

ჩუტყვავილა –  საკმაოდ იშვიათია ორსულებში, შეიძლება შექმნას ნაყოფის განვითარების პრობლემები (პირველ ტრიმესტრში), თუმცა ესიც საკმაოდ იშვითია. ყველა შემთხვევაში ორსული უნდა მოერიდოს  ჩუტყვავილათ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს.

წითურა –  ნაყოფისთვის სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს წითურამაც, თუ ორსული ინფიცირდა ორსულობის ოც კვირამდე.  ამ მხრივაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველგვარი ინფექცია არასასურველია ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბავშვთა ინფექციები, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.   ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვირუსულ ინფექცეიებს მეტი საშუალება აქვთ გააღწიონ პლაცენტაში, ვიდრე ბაქტერიულს და სოკოვან ინფექციებს. ამიტომ მათ მეტად უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლიათ ჩანასახი/ნაყოფისთვის, ვიდრე სხვა ინფექციებს.