სქესობრივი თავშეკავება

გერმანელი მეცნიერი ეფერრენცი თვლიდა, რომ მამაკაცს მთლი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია 5400-ჯერ ეაკულაცია, ამიტომაც საჭიროა თავშეკავება, რომ საკმარისი იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში: 25 წლამდე თავშეკავება, შემდეგ კი სქესობრივი ცხოვრების დაწყება. თუმცა თანამედროვე ფიზიოლოგებმა ეს თეორია დაამსხვრიეს, რამეთუ სწორედ 25 წლამდე აქვს ადამიანს ყველა აქტიური სქესობრივი ცხოვრება. ცხოვრების განმავლობაში, რა ასაკშიც არ უნდა დაიწყოს ადამიანმა სქესობრივი ცხოვრება, რაღაც ეტაპებზე მაინც უწევს თავშეკავება.

10 დღიანი თავშეკევაბა უარყოფითად აისახება სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარზე. სპერმა, რომელიც დროულად არ გამოთავისუფლდა, იწყებს დაშლას, გახსნას და შეითვისება ორგანიზმის მიერ.

სექსუალური თავშეკავება მავნებელია დაავადებული პროსტატის მქონე მამაკაცებისათვის. ექიმების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ხშირი ეაკულაციების პროსტატიტის საპროფილაქტიკოდ შეუცვლელია.

სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ რაც ძლიერია მამაკაცის სქესობრივი კონსტიტუცია, მეტად რთულია მამაკაცისთის თავშეკავება.

არის მედიცინაში ე.წ. „ქვრივის სინდრომი“, ანუ ხანშიშესული მამაკაცი იმპოტენტდება, იმიტომ რომ მუდმივი თავშეკავება აქვს. საქმე იმაშია, რომ ფუნქციონირებისთის ორგანოებს სჭირდებათ ჟანგბადი, მით უმეტეს პენისს. სასქესო ასო ჯანმრთელ მამაკაცებში საკმარის ჟანგბადს იღებს ღამის ერექციების ხარჯზე. ასაკთან ერთად ხშირის სისხლძარღვოვანი დაავადებები, რის გამოც სისხლი ცუდად მიეწოდება პენისს. „ქსოვილებს, რომლებსაც არ მიეწოდება ჟანგბადი, – წერს უროლოგიის პროფესორი ირვინ გოლდშტეინი, – ვითარდება ბევრი უარყოფითი პროცესი, არც პენისია გამონაკლისი“.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სექსი ფიზიკური დატვირთვაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

აქედან გამომდინარე, სქესობრივი თავშეკავება შესაძლოა იყოს მამაკაცის ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა გრძელდებოდე 10 დღეზე მეტხანს, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა. თუმცა ეს ეხება იმ მამაკაცებს, რომლებსა აქვთ სექსის სურვილი და რაღაც მიზეზების გამო იძულებეულები არიან თავი შეიკავონ.