შესრულების შფოთვა

შესრულების შფოთვა

ზოგჯერ ადამიანები სექსს  განიხილავენ, როგორც წარმოდგენას, რომელიც წარმატებით უნდა შეასრულონ, ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამუდმებით ფიქრობს საკუთარი თავის რომელიმე კომპონენტზე: გარეგნობაზე, პოტენციაზე, სხვა შესაძლებლობებზე, ეს ფიქრი და შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი მასზეა კონცენტრირებული სექსის დროს და არათუ ვერ იღებს მისგან სიამოვნებას, არამდე კრახს განიცდის აქტის დროს, ან დაწყებამდე.

სექსუალური შესრულების შფოთვის ქართულ რეალობასთან მორგებული მაგალითია:  თინეიჯერი ბიჭი მიდის მეძავთან, მას იმდენად უნდა, რომ მალე არ „გაათავოს“, გამუდმებით კონცენტრირებულია ამ საკითხზე და საპასუხოდ  სექსის დაწყებამდე დგება ეაკულაცია.

როდესაც ადამიანი ფოკუსირებულია სექსის გარდა სხვა საკუთხზე (მაგ. როგორ გამოიყურება, ფიქრობს, რომ ჰქონდეს ძლიერი ერექცია ან სხვა)  ის ვერ ახერხებს აგზნებასაც კი.

შესრულების შფოთვის მიზეზები:

  • პარტნიორის დაუმაყოფილებლობის შიში
  • შიში რომ საწოლში არ არის „მაგარი კაცი“
  • დაბალი თვითშეფასება
  • დაბალი სხეულის წარმოსახვა, მაგ.  გამუდმებით საკუთარ ჭარბ წონაზე ფიქრი.
  • პენისზე, ერექციაზე, ან მის ზომაზე შფოთვა.
  • გამუდმებით ფიქრი, რომ მალე არ დადგეს ეაკულაცია (უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ დროს დგება ეაკულაცია ნაადრევად).

შფოთვა ორგანიზმისთვის სტრესია, სტრესულ სიტუაციებში ირთვება სტრესული რეაქცია, ე.წ. ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია, რომლის დროსაც ორგანიზმში გამოთავისუფლდება სტრესული ჰორმონები ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, ზრდის ჰორმონი და აქტივდება სიმპატიკური ნერვული სისტემა, რომელიც პირდაპირ  დამთრგუნველად მოქმედებს პენისის  ერექციაზე. ერექციაზე და სექსუალურ სიამოვნებაზე პასუხისმგებელია პარასიმპატიკური ნერვული სისტემა, რომელიც სიმპატიკურის საპირისპიროა.  სტრესული ჰორმონები ისწვევენ სისხლძარღვების სპაზმს და პენისს მიეწოდება ნაკლები რაოდენობის სისხლი.

შესრულების შფოთვა შეიძლება განვითარდეს, როგორც კაცებში, ასევე ქალებში, თუმცა ქალებში იშვიათია და  მისი გამოხატულებაა სათანადოდ ვერ აღგზნება და ლუბრიკაციის ნაკლებობა.

სექსუალური შესრულების შფოთვის მკურნალობა სხვადასხვაგვარია

თუ არსებობს ორგანული დარღვევა, რომელიც იწვევს სქესობრივ დისფუნქციას, მაშინ მედიკამენტური ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო.

თუ მხოლოდ შესრულების შფოთვაა, მაშინ უნდა მოიძებნოს ის მიზეზი რაც იწვევს ადამიანში შფოთვას, თუ სხეულის წარმოსახვაა, მაშინ ადამიანმა უნდა ისწავლოს და შეეგუოს ისეთი სხეულით ცხოვრებას, როგორიც მას აქვს,  თუ ნაადრევი ეაკულაცია დგება ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინ შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკის სწავლა, რაც მამაკაცს ააცილებს ამ პრობლემას.

პარტნიორთან ღია (გახსნილი) ურთიერთობა – ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გზაა. ამ დროს პარტნიორის დახმარებით შესაძლებელია იმ პრობლემის დაძლევა რაც დგას წყვილის წინაშე.

ინტიმურობის ჩამოყალიბება სექსის გარეშე – მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან წყვილს სრულფასოვანი ურთიერთობისთვის ესაჭიროება, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური სიახლოვე და ინტიმურობა,  ამ საკითხის მოგვარებით შფოთვა შესუსტდება.

ვარჯიში – არა მარტო ზოგად ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს არამედ გაზრდის საწოლში გამძლეობასაც.

დისტრაქცია – ყურადღების გადატანა ეროტიულ და რომანტიულ საკითხებზე. მაგ  ეროტიული ფილმის ყურება სექსის დაწყების წინ ან მის პარალელურად.  ასევე სტრესის მოხსნის კარგ საშუალებას წარმოადგენს, სასიამოვნო გარემოს შექმნა და რომანტიული მუსიკის მოსმენა.