სექსუალობა და წითელი ფერი

ქალი წითლებში

ფსიქოლოგიების ნაწილი მიიჩნევს, რომ წითელი ფერი უფრო სექსუალურია, ვიდრე სხვა დანარჩენი. მიიჩნევა, რომ ცხოველებიც, ძუძუმწოვრების  ნაწილი საკუთარ სექსუალურ მზაობას გამოხატავენ სხეულის სხვადასხვა ნაწილების სიწითლით.  მსგავსი მდგომარეობაა ადამიანებშიც მაგ. სექსუალური აგზნების დროს ქალს შეიძლება სახეზე, გენიტალიებზე გამოხატული ჰქონდეს სიწითლე.  შესაბამისად შეიძლება საკითხი დაისვას  წითელი ფერი  ატარებს თუ სექსუალობის გამოხატვის ევოლუციურ მნიშვნელობას.

როჩესტერის უნივერსიტეტსი ფსიქოლოგმა ადამ პაზდამ ჩაატარა კვლევა რომლის მიხედვითაც მამაკაცების უმეტესი ნაწილი სექსუალობის და მიმზიდველობის გამომხატველ ფერად წითელ ფერს ირჩევენ. ქალები თავადაც, როესაც საკუთარი სექსუალობის წარმოჩინება უნდათ, მეტად ირჩევენ წითელი ფერის ტანსაცმელს და  მაკიაჟის ელემენტებს.

ვარაუდობენ, რომ წითელ ფერს არა მარტო სექსუალურ დატვირთვა აქვს, არამედ ის მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკისთვის პოზიტიური მოვლენების გამოსახატავად მაგ. სანტა – წითელი სადღესასწაულო ფორმის გარეშე ადამიანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია, ასევე ვალენტინობის დღე – ასოცირებულია წითელთან. ამ თეორიის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს, ვინაიდან ადამიანებისთვის წითელი ხშირად ასოცირდება საშიშ, გამაფრთხილებელ, და მნიშვნელოვან მომენტებთან (მაგ. სისხლი, შუქნიშანი, წითელი ფერის მელანი და ა.შ.

კვლევების შედეგად ნათელი ხდება, რომ წითელი ფერი, არა იმდენად ბიოლოგიური, არამედ კულტურული დატვირთვის მქონეა.  სხვადასხვა კულტურის მამაკაცები წითელ ფერს სხვადასხვანაირად აღიქვავენ. ზოგისთვის მეტად სექსუალურია, ზოგისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს.