ფაქტები სექსუალურ ლტოლვაზე

ტესტოსტერონი
სქესობრივი ლტოლვა – ეს არის სურვილი, რომელიც უკავშირდება სექსს. ცნობილია, რომ ორივე სქესში ლიბიდოს (სქესობრივ ლტოვას) განაპირობებს მამაკაცის სასქესო ჰორმონი – ტესტოსტერონი. თუმცა ჰორმონების გარდა ლიბიდოზე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკა და გარემო პირობები.

აფროდიზიაკები

ადამიანები სქესობრივი ლტოვის გასაძლიერებლად საშუალებეის ძებნას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში შეუდგნენ და დაასკვნეს, რომ ყველაფერი რაც იჭმეოდა და სასქესო ორგანოს ფორმა ჰქონდა, გარდა ამისა, ცხოველების „ცხოველური ძალის“ მატარებელი ნაწილები შეჭმის შემდეგ იწვევს სქესობრივი ლტოლვის გაძლიერებას.

დაბალი ლიბიდო – ნორმა

2006 წელს ისრაელში მეცნიერების ჯგუფმა დაასკვნა, რომ სუსტი სექსუალური ლტოლვა შესაძლოა იყოს ნორმალური და არა პათოლოგია. ამ კვლევაში მონაწილე პირებმა აღწერეს საკუთარი სქესობრივი ცხოვრება და მეცნიერებმა ისინი დაყვეს ორ ჯგუფად: დაბალი და მაღალი სექსუალური ლტოლვის მქონენი. შემდეგ მოხდა მათი გენეტიკური მასალა. აღმოჩნდა, რომ სხვადსხვა ადამიანს D4 რეცეპტორის გენის სხვადასხვა ვარიანტი აქვს. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მაღალი სექსუალობის გენი მუტაციის შედეგია, რომელიც მოხდა 50 000 წლის წინ. ამიტომაც დაბალი ლიბიდო აბსოლუტურად ნორმალურია.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ ლიბიდოს

ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა ამ საკითხზე და შედეგები ურთიერთგამომრიცხავია: ზუსტად არ არის დადგენილი, რა მექანიზმით ახდენს გავლენას  ჰორმონალური კონტრაცეპტივები სექსუალურ ლტოლვაზე.

პარტნიორის ღალატი აძლიერებს ლიბიდოს

2000 წელს ჟურნალ Personality and Individual Differences-ში გამოქვეყნდა მასალა, სადაც გამოთქმული იყო მეცნიერების  ვარაუდი, რომ პარტნიორის ღალატი შესაძლოა გახდეს სექსუალური ლტოლვის გაძლიერების მიზეზი. ეს აკომპენსირებს ღალატს.

ლიბიდომეტრი

2005 წელს ისრაელის მეცნიერებმა გამოიგონეს ლიბიდომეტრი. ეს ხელსაწყო ზომავს გამოსაკვლევი პირის ჰორმონალურ მაჩვენებლებს და ტვინის აქტივობას. ლიბიდომეტრი ელექტროდების საშუალებით უერთდება ადამიანს. კვლევის პროცესში ადამიანს აჩვენებენ ფილმს. შედეგების საფუძველზე დგინდება სექსუალური ლტოლვა.