რატომ სურთ ადამიანებს სექსი?

რატომ სურთ ადამიანებს სექსი

ისტორიულად ცნობილია სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებს აქვთ სექსი არის: გამრავლება, სიამოვნება და სიყვარული.  თუმცა ადამიანებს სექსი შეიძლება მრავალი მიზეზის გამო ჰქონდეს, მკვლევარების ჩატარებული კვლევების შედეგად ცხადია, რომ ადამიანებს ასეულობით განსხვავებული მიზეზის დასახელება შეუძლიათ, რატომაც აქვს სქესობრივი აქტივობა, თუმცა მათი ნაწილი საზიაროა  ადამიანების უმრავლესობისთვის, ნაწილი მკვეთრად ინდივიდუალურია.

 სექსუალური აქტივობის ძირითადი მიზეზებია:

  • გენეტიკური მდგომარეობა – ადამიანისთვის სექსი ისეთივე  ფიზიოლოგიური მოვლენაა, როგორც კვება, სუნთქვა, დეფეკაცია და ა.შ. ეს ფიზიოლოგიური პროცესი განვითარდა ევოლუციურად,  ადამიანისთვის გარდაუალი იყო სექსის არ ქონა, ვინაიდან უნდა გამრავლებულიყო.  სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელობანესი მახასიათებელი არის გამრავლება.
  •  სექსის მოტივები – ქცევას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოტივი (მოტივაცია), ეს მოტივები ძირითადად ოთხ კატეგორიად იყოფა:

ფიზიკური მიზეზები – სტრესის მოხსნა, სექსუალური ცნობისმოყვარეობა,  გამოცდილების მიღება.

მიზანზე ორიენტირებული მიზეზები – შვილის ყოლა, სოციალური სტატუსის გაუმჯობესება, შურისძიება და ა.შ.

ემოციური მიზეზები –  სიყვარული, მოვალეობის გრძნობა, სიბრალურლი, მადლიერების გამოხატვა.

დაუცველობის მიზეზი – თვითშეფასების მომატება,  შიში, რომ სექსის გარეშე პარტნიორი უღალატებს, პარტნიორის ინტერესი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

  • განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის – კაცებს აქვთ სექსი ძირითადად იმიტომ, რომ სიამოვნებთ. მის მიღმა სექსს ნაკლები დატვირთვა აქვს, ხოლო ქალებისთვის სექსი ურთიერთობის გაუმჯობესების, ემოციური სიახლოვის ინტიმურობის ამაღლების საშალებაა, ამიტომ ქალები სექსს მეტ დატვირთვას ანიჭებენ ვიდრე მამაკაცები, თუმცა მამაკაცებს მეტი სიხშირით და  ნაკლები პირობებით სურთ სექსი.

„ეგო“ ცენტრული სექსი –  ადამიანი ორიენტირებულია თვითონ მიიღოს სიამოვნება  – მამაკაცების შემთხვევა

პერსონ ცენტრული სექსი – ადამიანი ორიენტირებულია სექსით დაუკავშირდეს სხვა ადამიანს, მოხდეს ემოციური სიახლოვის ჩამოყალიბება – ქალების შემთხვევა. თუმცა ეს მიდგომა სწორია, ურთიერთბების ადრეულ ეტაპზე, შემდგომ კი ქალებიც იწყებენ ფოკუსირებას საკუთარი თავის  სიამოვნებაზე.

სექსის სხვა მიზეზები:

  • გუნება-განწყობის გაუმჯობესება და დეპრესიის მოხსნა
  • მოვალეობა
  • ენერგიის შერგრძნების გაძლიერება
  • თვითშეფასების ამაღლება
  • გამოცდილება
  • სიყვარულის განცდის სურვილი
  • ეჭვიანობა
  • რეპუტაციის გაუმჯობესება
  • ფულის შოვნა
  • პროკრეაცია (ბავშვის ყოლა)
  • სიყვარულის საჭიროება
  • დადებითიი ემოციების სურვილი
  • სიახლის განცდა
  • ახალი პარტნიორი
  • საზოგადოების წნეხი (მაგ. თანატოლები თინეიჯერებისთვის)
  • სიამოვნება
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • ცნობისმოყვარეობა
  • სიყვარულის გამოვლინება პარტნიორისთვის
  • რელიგიური მოსაზრებები