Coming-out

Coming-out (ინგლ. „გამხელა“, „გამოსვლა“) – ადამიანს მხრიდან ნებაყოფლობითი აღიარება, რომ ეკუთვნის სექსუალურ უმცირესობას. ტერმინი Coming-out იხმარება უპირატესად ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მიმართ (ლგბტ-საზოგადოება), რომლების არ უმალავენ საზოგადოებას საკუთარ ორიენტაციას.

ტერმინი Coming-out არის ძველი ინგლისური გამონათქვამის coming out of the closet -ის (განჯინიდან, გარდერობიდან, ანუ ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლა) შემოკლებული ფორმაა.

აუტინგი (outing) – ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისი სექსუალური ორიენტაციის ძალადობრივი გამოვლენა. აუტინგი გულისხმობს ადამიანს სურვილის საწინააღმდეგოდ მისი ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის სახალხოდ გამჟღავნებას.

პოპ-კულტურის ზოგიერთი წარმომადგენელი Coming-out-ს იყენებს საკუტარი პერსონისადმი ინტერესის გასამძაფრებლად.

პირველად Coming-out კონცეფცია წამოყენებული იქნა 1869 წელს გერმანელი ადვიკატის, ჟურნალისტისა და უმცირესობის უფლებების დამცველი კარლ ჰენრიხ ულრიხსონის მიერ. ის თვლიდა, რომ სექსუალური უმცირესობის არსებობის დამალვა ამცირებდა მათ გავლენას საზოგადოების აზრზე, ამიტომაც მოუწოდებდა ჰომოსექსუალებს, ყოფილიყვნენ მეტად შესამჩნევები Coming-out-ს საშუალებით.

1960-იან წლებში ფრენკ კამენი (Frank Kameny) გახდა პირველი ადამიანი, ვინც გახდა გეი-აქტივისტი და დაიწყო აშშ-ში ჰომოსექსუალების უფლებებისთვის ბრძოლა. კამენი სამსახურიდან (ის ასტრონომი იყო) გაათავისუფლეს ჰომოსექსუალური ქცევის გამო. მან იბრძოლა და საქმე ამერიკის უმაღლეს სასამართლომდე მიიყვანა.

ზოგიერთი ადამიანი ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ჰომოსექსუალად და აქვს შესაბამისი განცდები, მაგრამ არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს სექსუალურ უმცირესობებს და იწყებს ჰეტეროსექსუალურ ცხოვრებას, ქმნის ოჯახს საპირისპირო სქესის ადამიანთან. ამას შენიღბული, კამუფლირებული ჰომოსექსუალობა ეწოდება.

სხვები, აცნობიერებენ რა საკუთარ ორიენტაციას, არ იწყებენ ჰეტეროსექსუალრ ურთიერთობებს, მაგრამ არც Coming-out-ს მიმართავენ – ეშინიათ დისკრიმინაციისა და საზოგადოების რეაქციის.

ერიქსონმა აჩვენა, რომ ადამიანი ფსიქოლოგიური განვითარების პროცესში გადის რვა სტადიას და თითოეულ სტადიაზე ასრულებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დავალებას. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური იდენტობის ფორმირების პროცესში „მე -ში“ სექსუალობის ინტეგრაცია. ამასთან ერიქსონი ამტკიცებდა, რომ ჩამოყალიბება წარმოადგენს პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის კომპლექსურ პროცესს.

1970-ანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა შეიმუშავეს Coming-out-ის უამრავი მოდელი: Grace, 1977; de Monteflores, Schultz, 1978; Kimmel, 1978; Cass, 1979; Troiden, 1979; Woodman, Lenna, 1980;  Coleman, 1981-82;  MacDonald, 1982; Minton, MacDonald, 1983-84; Troiden, 1989. ამერიკელმა სოციოლოგმა რიჩარდ ტრიოდმა საზოგადოებას შესთავაზა ჰომოსექსუალის სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის მოდელი:

  • წინათგრძნობა – სხვა ადამიანებისგან გასხვავებულობის განცდა, რომელიც უვითარდება ბავშვს სქესობრივ სიმწიფემდე;
  • ეჭვი – ჰეტეროსექსუალურ იდენტობაში ეჭვის შეტანა, ეს ხდება მოზარდობის პერიოდში;
  • მიღება – საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის მიღება, რომელიც შეიძლება არ იქნას მიღწეული სოცილაური გარემოებების გათვალისწინებით;
  • იდენტიფიკაცია – საკუთარი თავის, როგორც სექსუალური უმცირესობის იდენტიფიცირება.

Coming-out რთული პროცესია, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგი მისი განმახორციელებელი ადამიანისთვის.