დათვების გეი-კულტურა

დათვები (ინგლ.gay bear – გეი-დათვი) – ჰომო და ბისექსუალი ზრდასრული მამაკაცების სუბკულტურა, რომლებიც გამორჩევიან სხეულის თმიანობით (უპირველესად მკერდის, მუცლისა და ბოქვენის თმიანობით), აგრეთვე წვერისა და ულვაშების არსებობით. დათვებს ხშირად მიაკუთვნებენ „ჩაბებს“ (ინგლ.Chub) – გეები ჭარბი წონით, რაც არ არის რადგანაც დათვებს შეიძლება ჰქონდეთ ჭარბი წონა, ან არ ჰქონდეთ.

დათვების გეი-კულტურა წარმოიშვა 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ში (კალიფორნიის შტატში), როგორც პასუხი ტრადიციულ საზოგადოებრივ სტერეოტიპულ შეხედულებას არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე (ნაზი, ქალების მსგავსი მამაკაცები).

ჰომომასკულინობა (კუნთებიანი ჰომოსექსუალი მამაკაცები) გეი-კულტურის მიმდევრების სურვილებს შორის მალე გახდა ლიდერი და თითქმის (მაგრამ არა სრულყოფილად) გამოაძევა შეხედულება, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცი უნდა იყოს ნაზი. ამ ყველაფრის შემდეგ გამოიყო დათვების სუბკულტურა გეი-საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომლებიც სწორედ ნაზი მოქვევისა და ქალურობის მომხრენი იყვნენ.

დღისთვის დათვების გეი-კულტურა არის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სუბკულტურა, რომელშიც უკვე გამოუშავდა საკუთარი სტერეოტიპები და ატრიბუტები სოციალური და სექსუალური როლებისთვის.

ტიპიური დათვები – ეს არის ზრდასრული, შემდგარი მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ჯმუხი შესახეოდაობა, თმიანი სხეული, ატარებენ წვერსა და ულვაშს. ისინი მოკლებულნია არიან ქალურ სინაზეს.

სოციალური როლის, ასაკისა და სხეულის ფრომის მიხედვით დათვების გეი-კუტურაში გამოიყოფა „ბელები“ (ახალგაზრდა დათვები, 35 წლამდე), „ლეკვები“ (პასიური როლის ხშირად შემსრულებელი, წვერიანი ახალგაზრდა დათვები), „მგლები“ (მაღალი, აქტიური გეები, ნებსიმეირი ასაკის, სახეზე თმების გარეშე), „წავები“ (გამხდარი, მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ხშირი თმიანობით) და ა.შ.

90-იანი წლებიდან დაწყებული დათვების გეი-საზოგადოება აქტიურად ავრცელებს საკუთარ გავლენას სხვა ქვეყნაში.

მათ შორის კანადაში, მექსიკაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. მათ საერთაშორისო ცენტრად ითვლება სან-ფრანცისკო.