სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ

სექსი საკეისროს შემდეგ

ორსულობის თითქმის მეოთხედი ნაწილი საკეისრო კვეთით სრულდება, შესაბამისად ქალებისთვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს საკეისროს შემდგომ სექსი.  ზოგადად თუ საკეისრო კვეთა შესრულდა პრობლემების და გართულებების გარეშე ჩაიარა, შეხორცებითი პროცესები 4-6 კვირის განმავლობაში სრულდება, შესაბამისად ამ პერიოდის გავლის შემდგომ სექსი დასაშვებია. თუმცა ინფექციის განვითარების პრევენციისთვის სასურველია ქალმა შეიკავოს თავი მანამ სანამ საშოდან გამონადენი ექნება.  ექიმების ნაწილი მეტი ხნის განმავლობაში ურჩევენ ქალებს თავშეკავებას, თუმცა ამან შეიძლება ინტიმურ ურთიერთბაში პრობლემები შექმნას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სექსის სუროგატული ფორმების გამოიყენება.

ქალების ნაწილში ორსულობის შემდგომ სექსის სურვილი დროებით მცირდება და ეს ნორმალურია. საკეისრო კვეთს შემდგომ კი ამას ემატება ტკივილის შიში, ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექსის დროს შეიძლება ეტკინოს ნაკერების ადგილზე სხეული. ეს ნაწილობრივ მართალია, ვინაიდან როდესაც საკეისრო კვეთიდან ცოტა დროა გასული წყვილმა უნდა შეარჩიოს ისეთი პოზა, რომლის დროსაც მუცლის კუნთების დაძაბვა და დაჭიმვა ქალს არ მოუხდება.  ასეთ პოზაა მაგ. ქალი ქვევით ზურგით პარტნიორისკენ.

საკეისრო მშობიარობის შემდგომ ქალს შეიძლება ჰქონდეს დაღლილობის გრძნობა, რომელიც თავის მხრივ ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, ასევე არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ორსულობას, ზემდეტ კილოგრამებს, ჩატარებულ ოპერაციას და ა.შ.  ამ შემთხვევაში პარტნიორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ძუძუთი კვების დროს საკმაოდ ხშირია ლიბიდოს დაქვეითება, ამ პერიოდის შემდგომ ეს მდგომარეობა როგორც წესი გაივლის.  მეძუძურობის პერიოდში სექსის ან სექსუალური აგზნების დროს შეიძლება დაიწყოს რძის დენა,  თუ ეს რომელიმე პარტნიორს დისკომფორტს უქმნის, შესაძლებელია სექსის დაწყებამდე აჭამოს დედამ ბავშვს. ან გამოიყენოს სპეციფიური საფენები, რომელიც მეძუძური დედებისთვის გამოიყენება.