ფაქტები პენისის შესახებ

ფაქტები პენისზე

არის საკითხები, რომელთაც მამაკაცები ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა მათი ცოდნა ხშირად წარმატების, ან არ ცოდნა წარუმატებლობის მომტანია,  სწორედ ასეთ და სხვა რამოდენიმე საკითხს განვიხილავთ მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობიდან.

  • მამაკაცს სჭირდება რეგულარული ერექცია, ან სქესობრივი აქტივობა, რათა მისი პენისი „ფორმაში“ იყოს, არარეგულარულ სქესობრივ აქტივობას ახასიათებს სექსუალური წარუმატებლობები, მეტად ვიდრე სხვა შემთხვევებში. ეს მდგომარეობა აიხსნება იმით, რომ ერექციის დროს ხდება პენისის გლუვი კუნთების სისხლით გაჯერება და საკმარისი ოქსიგენაცია, როცა ეს მდგომარება ვითარდება რეგულარულად, მაშინ ამ კუნთების ფუნქციური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ზოგადად ადამიანს ღამე აქვს ერექცია რემ-ძილის ფაზაში. ეს მდგომარეობა ეხმარება პენისს სრულფასოვცანი ფუნქციის შენარჩუნებაში, თუმცა არის მდგომარეობები მაგ. ტრავმა და დიაბეტი, რომლის დროსაც ეს ფუნქცია ქვეითდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პენისის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნება რეგულარული ერექციით.  ზოგჯერ ამ მიზნისთვის გამოიყენებენ ვაკუუმ მოწყობილობები.
  • პენისის ზომა – ხშირად ექმნებათ ადამიანებს შთაბეჭდილება, რომ დიდი პენისი მოდუნებულ მდგომარეობაში, დიდი იქნება ერექციის დროსაც, თუმცა ეს მოსაზრება უმეტესად მცდარია, ვინაიდან პენისს დიდი ცვლილებების უნარი აქვს მოდუნებულიდან ერექციის მდგომარეობაში გადასვლის დროს. მაგ. პენისის სიგრძემ შეიძლება მოიმატოს, როგორც 2 სანტიმეტრით , ასევე 8 სანტიმეტრზე მეტით, ანუ ეს აბსოლიტურად ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული მოდუნებული პენისის ზომაზე. ალფრედ კინსმა კვლევების შედეგად დაასკვნა, რომ მოდუნებულ მდგომარეობაში პატარა პენისები ერექციის დროს თითქმის ორჯერ მეტად იზრდებიან ვიდრე შედარებით დიდი პენისები.
  • მამაკაცებში განსაკუთრებით ეროგენულ ზონას წარმოადგენს პენისის თავის ქვედა ნაწილი, ანუ ის ადგილი სადაც ლაგამი უკავშირდება პენისის თავს.
  • პენისი მგრძნობელობას კარგავს დროთა განმავლობაში. წლებთან ერთად ის ხდება ნაკლებ მგრძნობიარე, შესაბამისად მამაკაცებს, რომლებსაც ახალგაზროდბაში აქვთ პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა ასაკთან ერთად ეს პრობლემა გაუქრებათ. ამასთან ერთად ქვეითდება ერექცია და აგზნების ზღურბლი მაღლდება. ერექცია დგება შედარებით გვიან, გვიან დგება ეაკულაციაც.  პენისის მგრძნობელობის შესუსტება განსაკუთრებით იკვეთება 65-75 წლებში.
  • ვიბრატორით  პენისის სტიმულაცია ძლიერ სიამოვნებთ მამაკაცებს. განსაკუთრებით პენისის თავის და ჩუჩის ლაგამის საზღვრის სტიმულაცია სიამოვნების და ეაკულაციის მომტანია მამაკაცებისთვის.
  • მამაკაცის პენისი თითმქმის ორჯერ იმაზე გრძელია, ვიდრე ის გარედან ჩან. ამის მიზეზი ისაა, რომ პენისის დიდი ნაწილი მოთავსებულია სიღრმეში ისე, რომ გარედან მისი ნახვა შეუძლებელია. სამაგიეროთ ერეგირებული პენისის მაგნიტურ რეზონანსული  ტომოგრაფიით თუ იქნება გამოკვლეული,  გამოჩნდება, რომ ის გაცილებით დიდია, ვიდრე მის მფლობელს ჰგონია.
  • მამაკაცების 70 % -ს აქვს ჩუჩა, ხოლო 30 % წინდაცვეთილია.