ანალური მძივი

ანალური მძივი, ანალური მძივის მარცვლები – ანუსის სტიმულაციის მიზნით შექმნილი სექსუალური სათამაშოა. ანალური მძივი წარმოადგენს ერთნაირი ან განსხვავებული დიამეტრის მქონე ერთმანეთთან მყარი ან დრეკადი მილებით დაკავშირებულ რამდენიმე ბურთულას. როგორც წესი, ეს მძივები მზადდება სილიკონის ან ლატექსისგან.

გამოყენება:

ანალური მძივი შეიყვანება სწორ ნაწლავში ანალური ხვრელიდან და შემდეგ თანდათანობით უნდა გამოცურდეს. მსგავსი ტაქტიკა იწვევს სფინქტერის ახლოს მდებარე ეროგენული ზონების სტიმულაციას.

ანალური მძივი შეიძლება გამოიყენონ, როგორც სექსუალური აგზნებისთვის, ასევე ორგაზმის მისაღწევად. არსებობს ანალური მძივი განსხვავებული დიამეტრის ბურთულებით, ანალური სექსის წინ სფინქტერის მოსადუნებლად. ზოგიერთი სახეობა ანალური მძივების დამატებით ვიბრაციის უნარით არის დატვირთული.

ანალური მძივების გამოყენება უნდა მოხდეს ლუბრიკანტით. ეს წესი ემყარება იმას, რომ ანალურ ხვრელს არა აქვს საშოსგან განსხვავებით ბუნებრივი ლუბრიკაცია. ლატექსისგან თუა მძივი დამზადებული ლუბრიკანტი აუცილებლად წყალზე უნდა იყოს დამზადებული.

როგორც წესი, ანალურ მძივებს ბოლოში აქვთ რგოლი, ან რაიმე თითის გამოსადები, რომ ამძივი არ ჩავარდეს სწორ ნაწლავში. იმის გამო, რომ ეს მძივი გამოყენების შემდეგ ძნელად იწმინდება, მწარმოებლები იძლევიან მისი პრეზერვატივთან ერთად გამოყენების რეკომენდაციას.