ორალური სექსი (ფაქტები)

ორალური სექსი

კაცობრიობისთვის ორალური სექსის ფორმა ოდითგანვე ცნობილი იყო, თუმცა გარკვეული კულტურული, რელიგიური და საზოგადოებრივი წნეხით დიდი ხნის განმავლობაში ის ტაბუს წარმოადგენდა.  ორალური სექსი ნებისმიერ საზოგადოებაში გავრცელებულია მიუხედავად იმისა მაზე საუბარი შესაძლებელია თუ არა იმ კულტურაში.

სექსუალური რევოლუციის შემდგომ (70 წლები) ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტაბუ მოეხსნა დასავლეთის ქვეყნებში.  აშშ-ს სტატისტიკით 24-25 წლისთვის ადამიანების 90 % გამოცდილი აქვს ორალური სექსი, საპირისპირო ან მსგავსი სქესის წარმომადგენელთან.

ორალური სექსი წარმოადგენს ნორმალური ურთიერთბის შემადგენელ ნაწილს და როგორც წესი ადამიანები მისგან დიდ სიამოვნებას იღებენ, თუმცა არსებობს ფაქტები, რომლის შესახებ საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია:

  • ორალურმა სექსმა შეიძლება გაზარდოს ყელის კიბოს (ოროფარინგსის)განვითარების რისკი.  მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პაპილომა ვირუსი, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და რომელიც მონაწილეობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში, შესაძლებელია მისი საშუალებით ოროფარინგსის (ყელის შუა ნაწილ, ცხვირხახა) დაინფიცირება და შესაბამისად მისგან კიბოს განვითარების რისკი არსებობს.  ამ საკითხზე მეცნიერებმა მუშაობა გააძლიერეს მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ ყელის კიბო ვითარდებოდა არა მხოლოდ მწეველებში და ალკოჰოლიკებში, არამედ ჯანმრთელ ადამიანს 40-50  წლისთვის შეიძლება დამართნოდა კიბო.  ყელის კიბოს დიაგნოსტირებულმა შემთხვევებმა შედარებით მოიმატა  90-იანი წლებიდან მოყოლებული. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კიბოს იწვევს პაპილომავირუსი 16 და იმ ადამიაენბში ვითარდებოდა, რომელთაც ორალური სექსი ჰქონდათ სულ მცირე ექვს განსხვავებულ პარტნიორთან. ყელის კიბო შეიძლება დაემართოს, როგორც კაცს ასევე ქალს. თუმცა დაავადებულების რაოდენობა ძირითადად წარმოადგენდა  40-50 წლის მამაკაცებს.   პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბო უფრო ადვილი სამკურნალოა, ვიდრე ალკოჰოლის და თამბაქოს მოწევის შედეგად გამოწვეული.
  • ორალური სქესი მრავალი წყვილის ურთიერთობაზე მოქმედებს დადებითად და აძლიერებს მას, ნაწილში კი პირიქით იწვევს ძლიერ სტრესს და ურთიერთბაში შეიძლება შექმნას პრობლემები. ორალური სექსის წინააღმდეგობას შეძლება წარმოადგენდეს ჰიგიენა, ჩამოყალიბებული შეხედულებები მასზე, სპერმის მიმართ ან გენიტალური სეკრეტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულება და ა.შ. იმ წყვილებში კი, რომლებშიც ასეთ პრობლემები არ არსებობს როგორც წესი ორალურ სექსს ურთიერთბობების გაუმჯობესება მოჰყვება.
  • ორალური სექსით შეიძლება გადავიდეს სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: აივ , სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტი, გონორეა და ა.შ. ინფექციის გავრცელების რისკი მაღალი არ არის.  ასეთ შემთხვევაში პრევენციას შეიძლება წარმოადგენდეს პრეზერვატივის გამოყენება.
  • განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში თინეიჯერებს შორის გავრცელებულია ორალური სექსი იმდენად, რომ გოგოების დიდ ნაწილს ვაგინალური სექსის გარეშე ხშირად აქვთ ორალური სექსი.  კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბიჭებისთვის ორალური სექსი იყო ძირითადად სიამოვნების საშუალება, ხოლო გოგოებისთვის ურთიერთბის გაუმჯობესების მეთოდი.

მსგავსი თემები:

* ორალური სექსის ტექნიკა

* კუნილინგუსი