ქორწინება და ჯანმრთელობა

ქორწინება და ჯანმრთელობა

ზოგადად მიიჩნევა, რომ დაქორწინებული ადამიანები ცხოვრობენ უფრო ხანგრძლივად,  არიან უფრო ჯანმრთელები და თავს გრძნობენ უფრო ბედნიერად, ვიდრე  მარტო მცხოვრები ადამიანები.   ამ საკითხზე მრავალი კვლევაა ჩატარებული.  შედეგები შემდეგია:

  • დაოჯახებულები ადრეულ ასაკში ნაკლებად კვდებიან, განსაკუთრებით მამაკაცები.
  • შედარებით იშვიათად აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და  გართულებები, ინსულტი, ინფარქტი.

ამ საკითხებზე არსებობს სხვა მოსაზრებაც, მაგ. ის, რომ ჯანმრთელი ადამიანები უფრო ხშირად ქმნიან ოჯახებს, ამიტომ ჯანმრთელო ცხოვრება წინასწარ არის განსაზღვრული  ოჯახის გავლენის გარეშე.

მეცნიერების მეტი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხარდაჭერას სიყვარულს და ახლო ინტიმურ ურთიერთბებს შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაძლიერება.  მაგ. S. Robert Davis  ოჰაიოს უნივერსიტეტსი პროფესორი ამობობს, რომ მხარდამჭერი ურთიერთობების არ არსებობა თვითონ რისკ ფაქტორს წარმოადგენს მრავალი დაავადებისთვის.

არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ქორწინებაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის გაძლიერებაში:

  • მეტად უსაფრთხო ქცევა – ადამიანების რომლებიც დაოჯახებულნი არიან ნაკლებად ეტანებიან ნარკოტიკებს, პროფესორ   Christopher Fagundes  – ის ცნობით.
  • დაქორწინებული ადამიანები მეტად ზრუნავენ ერთამენთზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე.
  • სოციალური კონტაქტი – დაოჯახებული ადამიანები სოციალურად უფრო აქტიურები და კონტაქტურები არიან, მარტო მყოფი ადამიანები შედარებით მიდრეკილები არიან ეულობისკენ და სოციალური იზოლაციისკენ.
  •   ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების მცდელობა – მეუღლეები, როგორც წესი, ცდილობენ მეორე ნახევარში დანერგონ ჯანსაღი ცხოპვრების წესი და სხვა ქცევები რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობას. მაგ. „დალიე ცოტა“, „არ შეჭამო ცხიმიანი“ და ა.შ.
  • ადამინები, რომლებიც არიან წარმატებულ ქორწინებაში მეტად ემორჩილებიან ექიმის რეკომენდაციებს.

კოჰაბიტაციას –  ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებასაც აქვს დადებითი ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა არა იმ დონით რაც ქორწინების შემთხვევაში.

მეცნიერების კვლევების უმეტესობა წარმოებულია ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე დაყრდნობით, ჰომოსექსუალურ ქორწინებებსაც შეიძლება ჰქონდეთ დადებით გავლენა ჯანმრთელობაზე მარტო ცხოვრებასთან შედარებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ წარმატებული და ბედნიერი ქორწინებაა ჯანმრთელი ცოხვრების მომტანი, წარუმატებელ ქორწინებებს ეს დადებით მაჩვენებლები არ ეხება.  ამის მიზეზია ქრონიკული სტრესი, რომელიც იმუნურ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამიტომ წარუმატებელ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს, პირიქით შეიძლება უარყოფითი დამატებით რისკ ფაქტორები ჰქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

წარუმატებელი ურთიერთბა ქალების ჯანმრთელობაზე მეტად უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებისაზე.

რათქმაუნდა მარტო მცხოვრებ ან განქორწინებულ ადამიანებსაც შეუძლიათ ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრება, უბრალოდ ამის ალბათობა წარმატებულ ურთიერთბაში მყოფ ადამიანებთან შედარებით ნაკლები აქვთ.  მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ განქორწინებული ადამიანების უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე მხოლოდ მარტო მცხოვრები ადამიანები.  მარტო მცხოვრებ ადამიანებს შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მამაკაცებს მეტი პრობლემები ექმნებათ,  ვიდრე ქალებს.