მაფემინიზირებელი ვაგინოპლასტიკა

მაფემინიზირებელი ვაგინოპლასტიკა – ეს არის MtF-ტრანსსექსუალებისთვის (მამაკაციდან ქალას „გადაკეთების“ მსურველი ტრანსსექსუალები) სქესის შეცვლისთვის სახასიათოა ოპერაცია. ოპერაციის დროს შორდება სათესლეები, პენისის ნაწილი, ყალიბდება ვაგინა სასირცხვო ბაგეებითა და კლიტორით, როგორც ბიოლოგიურ ქალებშია. როგორც წესი, ეს ოპერაცია ერთმომენტიანია, მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი მას ორ  მოემნტად ატარებს: პირველი – მამაკაცის ნიშნების მოცილება და ვაგნის ჩამოყალიბება; მეორე – კლიტორის და სასირცხვო ბაგეების ფორმირება.

ვაგინოპლასტიკა კეთდება პაციენტის სურვილით. მაფემინიზირებელი ვაგინოპლასტიკის მიზანი არის არა მხოლოდ გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირება, არამედ მგრძნობელობის შენარჩუნება და საშარდე მილის ფორმირება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს დამჯარზე მოშარდვა (შარდის ნაკადი უნდა იყოს მტკიცე და ქვევით მიმართული).

სხვადსხვა მიზეზის გამო ახალი საშო შეიძლება იყოს არასაკმარისი სიგრძის, მაგ, 5-7 სმ, მაშინ როცა სქესობრივი აქტისთვის საშოს სიგრძე 10-12 სმ უნდა იყოს. თანამედროვე ინტიმური ქირურგია მაგის საშუალებას იძლევა, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პენიალურ ქსოვილს და ტრანსსექსუალის სხეულის შენების თავისებურებებს. იმ შემთხვევაში, როცა პენისის ზომა არ იძლევა საკმარისი სიღრმის ნეოსაშოს ფორმირების საშუალებას, შესაძლოა სათესლის კანის, ან ნაწილავის ქსოვილის გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში MtF-ტრანსსექსუალები მზად უნდა იყვნენ, რომსაშოს სასურველი ზომის მისაღწევად საჭიროა ხშირი, მათ შორის მტკივნეული, სქესორბივი აქტების ქონა და საშოს ბუჟირების ჩატარება.

მეორე მიზეზი ნეოვაგინის არასაკმარისი სიღრმის არის MtF-ტრანსსექსუალის სკელეტის თავისებურება. უმეტესად MtF-ტრანსსექსუალების მენჯი და სიმფიზის რკალი ვიწროა, ხოლო მენის შესავალი სივრცე პატარა და შეზღუდული. მენჯის ასეთი შენება შესაძლოა ხელს უშლიდეს პენისის შესვლას და/ან მოძრაობას.

MtF-ტრანსსექსუალების უმტესობას არც უნდა საშოს 10სმ-იანი სიღრმე, მათთვის პრიორიტეტი ესთეტიური მხარეა და სექსის სახეებშიც ანალურ სექსს ანიჭებენ უპირატესობას.

გარდა სიღრმისა საყურადღებოა საშოს სეკრეტი, რომელიც ბიოლოგიურ ქალებს გამოეყოფათ სექსის დროს ხახუნის ძალის შესამცირებლად. თანამედროვე ლუბრიკანტები კარგად ანაცვლებს მათ, მაგრამ თუკი MtF-ტრანსსექსუალს აქვს სურვილი ლუბრიკაცია ბუნებრივი იყოს, ვაგინოპლასტიკისთის იყენებენ სიგმოიდური ნაწლავის ნაწილს.

ბიოლოგიურ ქალებს აქვს საშოს ირგვლივ მძლავრი კუნთები. ეს კუნთები სექსის დროს ხშირად იკუმშება გაუცნობიერებლად, მაგრამ ქალების უმრავლესობას შეუძლია მათი მართვა. ტრანსსექსუალებს ასეთი კუნთები არა აქვთ, მაგრამ სპეციალური ვარჯიშების საშუალებით შეიძება მათი განვითარება.

ვაგინოპლსტიკის მეთოდის არჩევა მეტწილად დამოკდებულია თავად MtF-ტრანსსექსუალსა და ექიმის შეხედულებაზე. ხდება არჩევანის გაკეთება და ტარდება ოპერაცია. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია პენისის ინვერსია – პენისის მფარავი კანისგან ფორმირდება ნეოვაგინა. პენისის თავის ნაწილისგან კეთდება კლიტორი, ხოლო სათესლეების კანისგან დიდი სასირცხვო ბაგეები, მცირე კი ფორმირდება – უშუალოს პენისის ქსოვილისგან.

ოპერაციამდე პაცინეტი ერთ დღეს ატარებს საავადმყოფოში, მას უკეთდება ანალიზები. დგინდება გულისა და ფილტვების მდგომარეობა, სუფთავდება ნაწლავები.

ოპერაციაა ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

ოპერაციის შემდგომ 7-8 დღეს პაციენტი ატარებს საავადმყოფოში, ეკრძალება ადგომა და აქვს წოლითი რეჟიმი. პაცინეტი იღებს რიგ მედიკამენტებს, მათ შორის ანალგეტიკებს, ანტიბიოტიკებსა და თრომბის წარმოქნის საწინააღმდეგო საშუალებებს.

ვაგინის ფორმირების შემდეგ საშოში თავსდება სპეციალური პროთეზი, ხდება შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და ორივე მათგანი ამოიღება ოპერაციიდან მე-5 დღეს.

ოპერაციისგან ორ კვირაში პაციენტი უკეთ გრძნობს თავს. ტკივილი შესაძლოა აწუხებდეს მას კიდევ დიდხანს. კვირაში ერთხელ ის აკითხავს ქირურგს კონსულტაციაზე. ჭრილობების შეხორცებასთან მიმართებაში ექიმთან ვიზიტები ხდება იშვიათი, მაგრამ რეგულარული.

ოპერაციის შემდგომი ორი კვირის მანძილზე პაციენტმა მუდმივად უნდა ატაროს საშოში პროთეზი, მისი გამოღება დასაშვებია კვირაში მხოლოდ ერთხელ, ბანაობის დროს. დროთა განმავლობაში ეს პროთეზი აღარ იქნება საჭირო, მაგრამ აუცილებლობად დარჩება თითების, სპეციალური ინსტრუმენტებით ან პენისის საშუალებით საშოს რეგულარული გაჭიმვა.

ოპერაციიდან თვენახევრის შემდეგ ადამიანს უკვე შეუძია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა თავი უნდა მოარიდოს ზედმეტად ფიზიკურად დატვირთვას.