ერექტიული დისფუნქციის მიზეზები

ერექციის პრობლემები

მამაკაცის ცხოვრებაში სხვადასხვა ფაქტორები გავლენს ახდენს მის სექსუალურ ჯანმრთელობას. არსებობს ერექციისთვის განსაკუთრებით მავნე ფაქტორები:

  • დეპრესია – მას შეუძლია დათრგუნოს თავის ტვინში ეროგენული ზონები, ანუ ის ადგილები, რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის სექსუალობაზე, ეს კი უარყოფითად მოქმედებს სექსუალურ სურვილზე, სექსუალური სურვილის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვბიოს ერექციის გაუარესება.
  • ალკოჰოლი –  მცირე ოდენობით ალკოჰოლმა შეიძლება სექსუალური სურვილი გააძლიეროს და ორგანიზმის ინჰიბიცია მოხსნას, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება პირდაპირ მოქმედებს ერექციაზე, თავიდან ორგაზმის დადგომა რთულდება, შემდგომში შესაძლოა საერთდ დაითრგუნოს ერექცია.
  • მედიკამენტები –  არტერიული წნევის წამლებს, ანტიდეპრესანტებს, სხვადასხვა ანალგეტიკებს შეუძლიათ გამოიწვიონ ერექტიული დისფუნქცია.  ქუჩის წამლებს და ნარკოტიკებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონს სქესობრივი დისფუნქცია: ამფეტამინები, კოკაინი, მარიხუანა და ა.შ.
  • სტრესი – სტრესის დროს გამოთავისუფლდება სტრესული ჰორმონები რაც პირდაპირ უარყოფითად მოქმედებს ერექცია.  ერექციაზე პასუხისმგებელია პარასიმპატიკური ნერვული სისტემა, ხოლო სტრესის დროს აქტივდება სიმპატიკური ნერვული სისტემა, რომელიც  პარასიმპატიკური სისტემის საწინააღმდეგო მოემედება აქვს.
  • სიბრაზე – განსაკუთრებით პარტნიორის მიმართ, გამოუხატავი, ან ცუდად გამოხატულ სიბრაზეს შეიძლება უარყოფით შედეგები მოჰყვეს საწოლში.
  • შფოთვა – შფოთვა მამაკაცებს ხშირად იპყრობთ, განსაკუთრებით საწოლში, ახალგაზრდები ხშირად შფოთავენ იმაზე თუ როგორი იქნება მათ „შესრულება“, როგორ ასიამოვნებენ პარტნიორს და ა.შ. შფოთვა ორგანიზმისთვის ძლიერი სტრესია, სტრესის გავლენა ერექციაზე კი ზევით არის განხილული.
  • ასაკი და სიმსუქნე – ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცებს  შეიძლება მოემატოთ წონა, ეს უარყოფითად მოქმედებს, როგორც თვითშეფასებაზე, ასევე  მამაკაცის სასქესო ჰორმონებზე. ასევე სიმსუქნე ხშირად მაღალი არტერიული წნევის რისკ ფაქტორსაც წარმოადგენს, ყველა ეს ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალობაზე.
  • დაბალი ლიბიდო – დაბალი ლიბიდო არ არის ერექციის დისფუნქციის სინონიმი, თუმცა ხშირად მსგავსი გამომწვევი მიზეზები აქვთ, განსაკუთრებით ფსიქოგენური. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა დაბალი ლიბიდოს გამომწვევი ჰორმონული მდგომარეობაა.