ფალოპლასტიკა

ფალოპლასტიკა – პენისის აღდგენა. პენისის აღდგენა დღემდე ითვლება პლასტიკური ქირურგიის რთულ პრობლემად. ტოტალური ფალოპლასტიკა, როგორც წესი ესაჭიროებათ, სასქესო ასოს სერიოზული ტრავმის შედეგად, სიმსივნური პროცესის გამო პენექტომიის შედეგად, გენიტალიების თანდაყოლილი ანომალიის გამო, აგრეთვე ტრანსსექსუალიზმის გამო.

ფალოპლასტიკის მიზანი

ფალოპლასტიკის მიზანი არის ფუნქციური ნეოფალოსის (ახალი პენისის) შექმნა, რომლიც გამოდგება როგორც ნორმალური (ფეხზე მდგომარედ) შარდვისთვის, ასევე სქესობრივი აქტისთვის.

დღესდღეობით პენისის აღდგენა ხდება თორაკოდორსალური, ან სხივის ლისკუტის (კანის ნაფლეთის) საშუალებით. ამ დავალების ადექვატურად შესრულებას უზრუნველყოფს მიკროქირურგიულად ქსოვილების აუტოტრანსპლანტაცია.

ტოტალური მიკროქირურგიული ფალოპლასტიკა

თორაკოდორსალური ლოსკუტი

თორაკოდორსალური ლოსკუტი აიღება გულმკერდის გვერდითი ზედაპირიდან, ჩვეულრბივ მარცხენა მხარეს. ზურგის უგანიერესი კუნთის მიდამოში, რომლიც ლოსკუტის ასაღებ უბანს შეესაბამება, ხდება მონიშვნა და შემდეგ ლოსკუტის აღება საერთაშორისოდ მიღებული მეთოდით.

შემდგომი რეინერვაციის მიზნით სისხლძარღვოვანი ფეხის შემადგენლობაში შედის თორაკოდორსალური მოტორული ნერვი, რომლეიც აინერვირებს ზურგის უგანიერეს კუნთს. შესაბამისი მოდელის მიხედვით აღებული ლოსკუტი იხვევა მილის სახით და ხდება პენისის ფორმირება. ასაღები ლოსკუტის ზომები შეეადგენს 11х18-დან 14х22-მდე სმ-ს. გულმკერდის გვერდითა ზედაპირზე ღიად დარჩენილი უბანი იკერება კანის როტაციული პლასტიკის მეთოდით (ქვედა-გევრიდითი კან-ფასციური ლოსკუტის გაადგილებით).

პენისის აღდგენის შემდეგი ეტაპისთვის მზადდება ფალოსის ფიქსაციის უბანი ბოქვენის მიდამოში. ნეოფალოსის კუნთი ფიქსირდება ბოქვენის ძვლის ძვლისაზრდელაზე. ტრანსსექსუალიზმის დროს შესაძებელია კლიტორის გადაადგილება ნეოფალოსის ფუძის მიდამოში, მიკროფალიის დროს კი პენისის თავის გადაადგილება ეროტიული მგრძნობელობის შესანარჩუნებლად.ნეოფალოსის ფიქსაციის შემდეგ აწარმოებენ სისხლძარღვოვანი მიკროანასტომოზების ჩამოყალიბებას.

მიკროქირურგიული ანასტომოზები ედება ნეოფალოსის ვენებსა და არტერიებს და ქვედა ეპიგასტრალურ ვენებსა და არტერიებს შორის ცალკეული კვანძოვანი ნაკერებით. თორაკორსალური ნერვი უერთდება თეძოს კუნთის მამოძრავებელ ნერვს.

ანასტომოზების ფორმირებისა და ნეოფალოსის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, ბარძაყსა და მუცლის წინა ზედაპირზე კანი იკერება.

ნეოფალოსის მიკერებიდან 6 თვის შემდეგ პაცინეტის სურვილით ტარდება მიკროქირურგიული რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპები:

–        ურეთროპლასტიკა (შარდსადენი მილის ფორმირება);

–        ნეოფალოსის რიგიდულობის აღდგენა (ერექციის იმიტაციისთვის იმპლანტანტების ჩადგმა);

–        პენისის თავის ფორმირება.

სხივის ლოსკუტი

სხივის ლოსკუტი არის კან-ფასციური, რომელიც აიღება მკვებავი სისხლძარღვებით წინამხრის ზედაპირიდან. ამ ლოსკუტი განმასხვავებელი თავისებურება არის ფალოპლასტიკასთან ერთად ნეოურეთრის ფორმირების შესაძლებლობა, ანუ ერთდროულად ტარდება ფალოურეთროპლასტიკა. ეს ამცირებს რეაბილიტაციის პროცესის ხანგრძლივობას.

ოპერაცია ტარდება ქირურგების ორი ბრიგადით.

მარცხენა წინამხრიდან სხივის სისხლძარღვოვან კონაზე ხდება რთული შემდგენლობის კან-ფასციური ლოსკუტის აღება. ლოსკუტი შედგება კანის ორი ნაწილისგან, რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან დეეპიდერმიზებული კანით. ამ ნაწილებს შორის თავსდება ნაწილი, რომლიდანაც იქმნება ურეთრა.

ნეოფალოსი ნეოურეთრით და სავარაუდო პენისის თავით ფორმირდება წინამხარზე.

ამის შემდეგ ტრანსპლანტანტი გადაიტანება რეციპიენტ ზონაში. ნეოურეთრა უკავშრდება პაციენტის ურეთრას, ლოსკუტის სხვის ნერვი – პენისის დორსალურ ნერვს, კანის ნაკერები იდება ჭრილობის პერიმეტრზე. ტრანსპლანტანტის არტერია და ვენა ანასტომოზირებს ქვედა ეპიგასტრულ სისხლძარღვებთან. დონორი ზონა იფარება აუტოდერმით, რომელიც აიღება დერმატომით ბარძაყის წინა გარეთა ზედაპირიდან.

ოპრაციის შედეგად არის კარგი ესთეტიური შედეგი. ასეთი ოპერაციის ჩატარება საშყუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს ფალოსის და ურეთრის ჩამოყალიბება და ჰიპოთეზურად შენარჩუნდეს ეროგენული მგრძნობელობა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პაცინეტის სოციალური და სექსუალური რეაბილიტაციისთვის.

ფალოპლასტიკის მეთოდიკა

ოპერაციის პირველი ეტაპი სრულდება ფალოპლასტიკის გაკეთებიდან 3 თვეში. ეს ეტაპი გულისხმობს კავერნოზული სხეულების იმიტირებას. ამისთვის გამოიყენება ჰეგარის გამაფართოებელი, რომლთაც აყალიბებენ არხებს.

თორაკოდორსალური ლოსკუტის დროს სისხლძარღვოვანი პროთეზები იმპლანტიორდება კუნთში, სხივის ლოსკუტის დროს – კანქვეშ. მათი დისტალური ნაწილი ბრმად იხურება, პროქსიმალური კი პროლინი 2-0-ით ფიქსირდება ბოქვენის ძვლის ძვლისაზრდელაზე. ორი თვის შემდეგ სისხლძარღვოვანი პროთეზები შეხორცდება.

მეორე ეტაპზე ტარდება სრული ქირურგიული რეაბილიტაცია. ნეოფალოსის ფუძეზე ტარდება განაკვეთი და იმპლანტირდება პენისის ნახევრად მყარი იმპლანტანტები.

ფალოსის ორეტაპიანი პროთეზირების მეოთოდი საშუალებას იძლევა მინიმალურამდე იქნას დაყვანილი პოსტოპერაციული გართულებები.

მეთოდი იძევა საუკეთესო ესთეტიურ და ფუნქციურ შედეგებს და ზოგავს ფულს, რომელიმ სამეტაპიანი ოპერაციის დროს რეპროთეზირებისთვის იხარჯება.