ურთიერთობის გაუმჯობესება

Happy-Couple

წყვილის ურთიერთბა, როგორც წესი, არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსით, არამედ ის მოიცავს ურთიერთ ზრნუვას,  ემოციურ სიახლოვეს- ინტიმურობას. რომელიმე ამ კომპონენტის დაზიანება/ჩავარდნა იწვევს წყვილის ურთიერთბის გაუარესებას და ზიანი ადგება სხვა კომპონენტებსაც. მაგ. ცნობილი ფაქტია, თუ წყვილს აქვს ურთიერთობაში პრობლემები, ეს აისახება საწოლშიც. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ გზებს, რომლითაც  შესაძლებელია ურთიერთბის შენარჩუნება/გაუმჯობესება.

  • ერთად მხიარულება/სიცილი – კარგი საშუალებაა ურთიერთბის გახალისების და გაუმჯობესების, ასევე სტრესის მოხსნისთვის. მაგ. წყვილს შეუძლია ერთად უყუროს კომედიურ ფილმებს,  კომედიურ გადაცემებს და დაესწროს შესაბამის საღამოებს. უფრო მარტივად და იაფად კი, გაატაროს დრო ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად.
  • ფიზიკური აქტივობა ერთად – ერთად წასვლა სალაშქროდ, სირბილი ერთად, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება უფრო აახლოებს წყვილს და ემოციურ კავშირს ამტკიცებს.
  • ყოველდღიურ წვირმანებში ზრუნვის გამოხატვა – დიალობით ყავის მოდუღება, კვერცხის შეწვა, ან უბრალოდ დილით ჩახუტებით და ნაზი კოცნით გაღვიძება აძლიერებს წყვილის ინტიმურობას.  ეს მცირე დეტალები საერთო ჯამში დიდ დადებით ეფექტს ქმნის წყვილის ურთიერთობაში.
  • მოსმენა – აუცილებელია პარტნიორებმა მოუსმინონ ერთმანეთს, თუნდაც დაძაბული დღის შემდგომ, თუნდაც მაშინ, როცა ერთ-ერთ მიიჩნევს, რომ თემა უინტერესოა, მაშინაც როცა უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მსმენელი ვიდრე მთხრობელი. სასურველია ნებისმიერი საქმის კეთება შეწყვიტოს პარტნიორმა და მოუსმინოს მეორეს. მრავალი წყვილი ურთიერთობის ამ კომპონენტს არ აქცევს ყურადღებას, სინამდვილეში ბევრი  მრავალი პრობელემის არიდებაა შესაძლებელი ურთიერთბაში.
  • განსაკუთრებულის გაკეთება – განსაკუთრებული არ ნიშნავს სასწაულს, ურთიერთობაში საკმარისია თეატრის ბილეთები, სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსაწვევი, კინოთეატრში წასვლა, სულაც ყვავილების ერთი  თაიგული, ან რომანტიული ვახშამი რესტორანში.
  • დღესასწაული – წყვილმა სასურველია აღნიშნოს სხვადასხვა დღესასწაულები ან მიღწევები, ოჯახურად ან პომპეზურად სურვილის და შესაძლებლობების შესაბამისად. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ურთიერთობის განმტკიცებისკენ.  წყვილს ასეთი მომენტებით  უჩნდება საერთო ბედნიერი დღეების მოგონებები.
  • კომპლიმენტები – მას შეუძლია დადებით ემოციების გამოწვევა ადამიანში, შესაბამისად საკმარისია ადამიანმა ყურადღება გაამახვილოს პარტნიორის ნებისმიერ დადებით მხარეზე, ეს დიდ სიამოვნებას მოუტანს მეორეს,  ასევე მოუმატებს თვითშეფასებას და კიდევ უფრო დააკავშირებს მისთვის ძვირფას ადამიანთან.

 

 

ზოგადად, ადამიანმა შეუძლია დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რითი გამოხატავს სიყვარულს და ზრუნვას საყვარელი ადამიანის მიმართ? რისი გაკეთება შეუძლია მისთვის დამატებით? რა სჭირდება მათ ურთიერთობას შესავსებად? ამ კითხვებზე დაფიქრების შედეგად მიიღებს დამატებით პასუხებს რომლებიც ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა და რომელიც ყველა წყვილისთვის ინდივიდუალურია.