სექსის 10 დადებით ეფექტი

სექსი და ჯანმრთელობა

სექსს აქვს დადებით გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეფექტს,  რომლითაც სექსი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

1)      სექსი ამცირებს სტრესს და სისხლის არტერიულ წნევას.   შოტლანდიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცდები, რისი მიხედვითაც ადამიანები, რომლებსაც რეგულარულად აქვთ სექსი, უკეთესად მოქმედებენ სტრესულ სიტუაციებში, ასევე უკეთესი სისხლის წნევა  აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენებს.  უკეთეს სისხლის წნევაში იგულისხმება ის, რომ ნორმალური სისხლის წნევის  ქვედა ზღვარი უფრო დაბლა აქვთ და ნაკლები აქვთ ჰიპერტენზზიის განვითარების რისკი.

2)        სექსი აუმჯობესებს იმუნიტეტს – განსაკუთრებით იმუნოგლობულინ A- ს რაოდენობაზე მოქმედებს დადებითად. კვირაში ორჯერ ან ერთხელ სექსი  საკმარისია ამ დადებით ეფექტისთვის. იმუნიტეტის გაუმჯობესება განსკუთრებით გამოიხატება გაციების და გრიპის მიმართ მდგრადობით.

3)      სექსი წვავს კალორიებს – შესაბამისად სექსის შედეგად ხდება წონაში კლება. სექსის დროს საშუალოდ წუთში 85 კალორია იწვება.

4)      სექსი აუმჯობესებს გულის მუშაობას –  ბრიტანეთში ოც წლიანი კვლევების ჩატარებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც  კვირაში 2 ჯერ ან მეტჯერ ჰქონდათ სექსი, გაცილებით ნაკლები სიხშირით ემართებოდათ გულის შეტევები და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის  რისკი გაცილებით მცირდებოდა.

5)   სექსი ამაღლებს თვითშეფასებას.

6)      აღრმავებს ინტიმურობას – სექსი და ორგაზმის შემდგომ გამოიყოფა ოქსიტოცინი (სიყვარულის ჰორმონსაც ეძახიან), ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სიახლოვის და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში.

7)      სექსი ამცირებს ტკივილის განცდას.  –  სექსის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ანალგეტიკები, სექსი ამცირებს: თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, პრემენსტრუალურ სინდრომს და სხვა ტკივილებს.

8)      მამაკაცებში ხშირი ეაკულაცია პროსტატის კიბოს რისკს ამცირებს –   ადამიანს რომელსაც თვეში 21 ჯერ ან მეტჯერ აქვს ეაკულაცია გაცილებით დაბალი აქვს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.

9)      აძლიერებს მენჯის კუნთებს, ამცირებს შარდის შეუკავებლობას ქალებში.

10)  ამცირებს ძილის პრობლემებს.  ოქსიტოცინი, რომელიც სექსის დროს გამოიყოფა აწესრიგებს ძილის პრობლემებს.