საკვები და სექსი

სექსი და საკვები

საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ არსებობდა საკვები, რომელსაც შეეძლო  გავლენის მოხდენა ადამიანის სექსუალობაზე, ასეთ საკვებს აფროდიზიაკებს უწოდებენ,   ამ საკვების გავლენა ორგანიზმზე სხვადასხვაგვარია, ზოგი ჰორმონულ მდგომარეობას ცვლის, ზოგი სექსუალურ ინჰიბიციაზ ხსნის, ზოგიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს სასქესო ორგანოებისკენ.

ხილი და ბოსტნეული

ადამიანების ნაწილი სექსუალურ ასოციაციებს აკეთებს სხვადასხვა ხილთან და ბოსტნეულთან, ბანანი, სატაცური, კიტრი, სტაფილო.   აცტეკები ავოკადოს სექსუალურ ხილად მიიჩნევდნენ, ვინაიდან წყვილად იზრდებოდა. ძველი რომეალები და ბერძნები ლეღვს ჭამდნენ პოტენციის ასამაღლებლად.  ასევე ბროწეული იყო ცნობილი თავისი სასიყვარულო გავლენის შესაძლებლობებით.

წარსულის ეს შეხედულებები ნაწილობრივ მართალია, ვინაიდან ხილი და ბოსტნეული შეიცავენ იმ მინერალებს და ვიტამინებს რაც აუცილებელია ჯანსაღი  სექსუალური ცხოვრებისთვის.

თაფლი – თაფლობის თვესაც კი მისი სახელი ჰქვია, ვინაიდან წარსულში ახალად დაქორწინებულები ქორწინების პირველი თვის განმავლობაში სვავდნენ თაფლის ღვინოს (თაფლუჭი – თაფლიანი ალკოჰოლიანი სასმელი)  სექსუალური გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით.  თაფლი შეიცავს  რიბოფლავინს(B2), ნიაცინს(B3), პანტონის მჟავას – B5, ვიტამინ  B6,  ფოლიუმს –  B9,    ვიტამინ – C -ს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს,  ნატრიუმს, თუთიას. ეს შემადგენლობა განსაკუთრებით დადებიად მოქმედებს მამაკაცის სასქესო სისტემაზე. თაფლი ასევე კარგი იმუნოსტიმულანტი და ანტიოქსიდანტია. შესაბამისად სექსუალურ ჯანმრთელობაზე (და არა მარტო) აშკარა დადებითი გავლენა აქვს.

შოკოლადი

აცტეკების იმპერატორის მონტესუმას შოკოლადის სიყვარულზე და მოხმარებაზე ლეგენდებია შექმნილი.   არსებობს მოსაზრებები, რომ ის 50 ჭიქა შოკოლადიან-თაფლიან სასმელს სვავდა დღის განმავლობაში, მეტი მხნეობისთვის ვ“აჟკაცობისთვის“ და სექსუალური პოტენციისთვის.

შოკოლადი მართლაც ითვლება აფროდიზიაკად, ის შეიცავს ფენილეთამინს, მისი მიღება კი იწვევს ენდორფინების გამომუშავებას და ადამიანში სიამოვნების შეგრძნებას, ასევე შოკოლადი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ამცირებს ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვებზე.  რაც უფრო მუქია შოკოლადი მით უფრო მეტ  კაკაოს შეიცავს.

ხამანცკები

ხამანცკები აძლიერებენ დოფამინის გამომუშავებას, შესაბამისად მოქმედებენ ადამიანის სექსუალობაზე. ამაღლებენ სექსუალურ სურვილს.  ასევე შეიცავენ დიდი რაოდენობით მინერალებს.  მათ შორის თუთიას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

ორაგული

დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, შეიცავს დიდი ოდენობით D ვიტამინს, მოქმედებს თავის ტვინზე, როგორც ანტიდეპრესანტი.

ნიორი

მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.  თუმცა მისი გამოყენების წინ პარტნიორის სურვილი და დამოკიდებულების გათვალისწინება აუცილებელია.

ალკოჰოლი

მისი მცირე ოდენობით მიღება სასარგებლოა, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ასევე ლიბიდოს ასამაღლებლად. ალკოჰოლის მიღება თრგუნავს სექსუალურ ინჰიბიციას.

აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ალკოჰოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით გამოყენება პირიქით დამანგრევლად მოქმედებს სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

გოგრის ნამცხვარი, ყველის პიცა, კარაქიანი ბატიბუტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს პენისის მიმართულებით.