პრელუდია

sexy.com-II

პრელუდია არის სექსუალური მოფერება/ალერსი, რომლის მიზანია სექსუალური სიამოვნების მიღება და პარტნიორის აგზნება, პრელუდიის დროს ხდება ადამიანის ეროგენული ზონების სტიმულირება, ის არ მოიაზრებს კოიტუსს.   პრელუდიის დროს ხდება სექსუალური ინჰიბიციის მოხსნა, რის შემდეგაც ადამიანი ხდება სექსუალურად უფრო ღია და აქტიური.  პრელუდია ზრდის პატნიორებს შორის  ემოციურ სიახლოვეს.  პრელოდიის საწყისი იდეა წარმოადგენს კოიტუსამდელ ალერსს, თუმცა რეალურად აქვს მას უფრო დიდი დატვირთვა. ვინაიდან სექსუალური აქტივობა შესაძლებელია არ დასრულდეს კოიტუსით.  

ადამიანები პრელუდიას, ან უბრალოდ სექსუალურ ალერსს იყენებენ პარტნიორის სექსუალური აგზნების , სიამოვნების მიღების მიზნით, თუმცა ადამიანის სექსუალური აგზნება შეიძლება მოხდეს, როგორც ფიზიკური სტიმულაციით , ასევე მის გარეშე, შესაბამისად ეს არ არის პარტნიორის აგზნების ერთადერთი გზა, ყველაფერი დამოკიდებულის დროსა და სიტუაციაზე. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ფიზიკური სტიმულაციით შეუძლიათ ადვილად აღგზნება,  აგზნების ეს ფორმა ძირითადად ქალებისთვის არის დამახასიათებელი. კაცები მეტად აღიგზნებიან ვიზუალური სტიმულით.

სექსუალური ალერსი შეიძლება წარმოადგენდეს კოცნას, შეხებას, ჩახუტებას, კბენა და სხვა.  პრელუდიას ხშირად წინ უძღვის ფლირტი, საუბარი, ჩურჩული,  გაჯავრება/თამაში და სხვა არა ფიზიკური ჟესტიკულაცია, რომელიც გამოხატავს სექსუალურ სურვილს და ინტერსს პარტნიორის მიმართ.

პრელუდია შეიძლება დაიწყოს პირდაპირ მაგ.  დიდი ხნის დაქორწინებულ წყვილებს შორის, რომელიმე პარტნიორის სექსუალური სურვილის შედეგად, ზოგ შემთხვევებში კი საჭირო ხდება  სექსუალური ინტერესის გამოხატვა, მაგ ჩაცმულობით, ფლირტის სხვადასხვა ფორმებით, სიშიშვლით, რომანტიული, ინტიმური და სექსუალური ატმოსფეროს შექმნით. სექსუალური ალერსი იწყება ძირითადად ხელის ან ტუჩების შეხებით (კოცნა) პარტნიორის ეროგენული ზონების მიმართ. ეროგენულ ზონებს წარმოადგენს  მკერდი, მუცელი, ზურგი, დუნდულოები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები,  ტუჩები და სხვა.

პრელუდიას შეიძლება წარმოადგენდეს ვერბალური აქტივობაც. მაგ კომპლიმენტები,  ნაზი და ალერსიანი კომენტარები,  ორმაგი თანხმობა, ინტიმური საუბარი და სხვა.

პრელუდიის ფორმებია სექსუალური თამაშები, მასაჟი, სხვადასხვა ფანტაზიები და როლების თამაში.   პრელუდიის შემადგენელ ნაწილებს შეიძლება წარმოადგენდეს, სატელეფონო გზავნილები, ტელეფონზე საუბარი, ონლაინ ჩატაობა,  და სხვა ფორმის კომუნიკაციები, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა შემთხვევებზე.

წყვილების ნაწილი სექსუალური აგზნებისთვის იყენებს პორნო-ეროტიულ ვიდეოებს, სექს-სათამაშოებს, თვალის ახვევას,  სადო-მაზოხისტურ, ფეტიშიზმის და სხვა ელემენტებს.

ტანტრული პრელუდია საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია ხალხებს შორის. მისი ძირითადი პრინციპია ფოკუსირება მოხდეს  პრელუდიაზე და კოიტუსამდე ალერსზე, ვინაიდან  ამ პერიოდში უნდა მოხდეს პარტნიორების სულიერი და ფიზიკური ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება,  მისი მიხედვით სექსუალური ალერსის დროს უნდა მოხდეს ორი სხეულის და სამყაროს დაკავშირება და ერთიანობის შექმნა.  ტანტრული პრელუდია შეიძლება წარმოადგენდეს სექსუალურ შხაპის მიღებას ერთად,  ატმოსფეროს შესაქმნელად შეიძლება გამოყენებულ იყოს არომატული ზეთები, სანთლები და სხვა დამატებითი საშუალებებით რაც წყვილს  მოდუნების და გახსნის საშუალებას მისცემს.