კამა-სუტრას ტაძრები

ინდოეთის შტატის მადხია-პრადეშის ცენტრში მდებარეობს მცირე დასახლებული პუნქტი კხარჯურახო. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 19 000 ადამიანს, მაგრამ ეს ადგილი მთელს ინდოეთში მაინც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრად ითვლება. კხაჯურახოს ასეთ კოლორიტად აქცევს ტაძრების კომპლექსი, რომელიც აშენებულია დაახლოებით 1000 წლის წინ.

კხაჯურახოს ტაძრებია აშენებულია ჩვ.წ.აღ. 950-დან 1050-წლამდე ჩანდელას დინასტიის მმართველობის დროს. ეს ტაძრები შუა საუკუნეების ინდური არქიტექტურის პიკად ითვლება. თავიდან იყო 85 ტაძარი, ახლა კი მხოლოდ 22 მათგანი არსებობს. ჩანდელების დინასტიის „ჩაქრობასთან“ ერთად ეს ტაძრები მიივიწყეს და ისინი ბუნების დამანგრევლი ძალისთვის გახდა ადვილად ხელმისაწვდომი. მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხდა გადარჩენილი ტაძრების რესტავრირება და კუთვნილი დიდების მინიჭება.

ეს ტაძრები მიუთითებს არა მხოლოდ ინდოელი ხუროთმოძღვრების სიდიადეზე, არამედ ჩანდელების მსოფლმხედველობის სიგანეზეც, რომელთა მფარველობითაც შენდებოდა ეს კომპლექსი. სტილი ამ ტაძრებში აგრეთვე თავისებურია.

ტაძრები ისეთი ოსტატობით არის გაკეთებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთი მონოლითისგან არის გამოთლილი. სინამდვილეში ტაძრები აგებულია ქვიშაქვისგან, ბეტონის გამოყენების გარეშე. მონოლითები სპეციალური კონსტრუქციებით ედებოდა ერთმენეთს და სიმძიმის ძალით მაგრდებოდა. მშენებლობის ასეთი ფორმა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს.

4

ტაძრების გარეთა კედლები დამშვენებულია ათასობით რეალისტური სკულპტურით, რომელთა საშუალებითაც ტაძრები გახდა ცნობილი მსოფლიო მასშტაბით. სკულპტურული კომპოზიციები გამოხატავენ ეროტიულ სცენებს. მათი ნაწილი სექსუალური კავშირების ინსცენირება და ატარებს ეროტიულ ხასიათს. თუმცა კი ტაძრების შიგნით პორნოგრაფიული არაფერია.