ქორწინების შემდეგ

ქორწინების შემდეგ

ქორწინების შემდგომ ხშირად ურთიერთბა იცვლება, არსებობს სხვადასხვა  კომპონენტები, რომელთა არ ცოდნამ, ან არ გათვალისწინებამ შეიძლება ურთიერთბა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს, მაგ. თუ მეუღლეს არ ეტყვის პარტნიორი თავისი სურვილების შესახებ, მას მოუწევს „იფრინოს ბრმად“ , მაღალი ალბათობით ვერ გამოიცნობს პარტნიორის სურვილს და ამას მოყვება უსიამოვნება ჯერ ურთიერთბაში, შემდგომ შეიძლება საწოლშიც.   შესაბამისად  ჩვენ შემოგთავაზებთ ძირითად შეცდომებს, რომელსაც უშვებენ წყვილები  ქორწინების შემდგომ ურთიერთბაში.

  • პატივისცემა – ორივე პარტნიორისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პატივისცემა უნდა გამოიხატოს მეგობრებთან ურთიერთობისას, ოჯახის წევრებთან, შვილებთან, საზოგადოებაში და ა.შ.  მეუღლემ ყოველ ნაბიჯში უნდა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და დასაფასებელია.
  • სექსუალური ინტიმურობის ნაკლებობა –  ურთიერთობაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.  სრულაფსოვანი სექსი და სექსუალური დაკმაყოფილება აუცილებელია  მყარი ქორწინებისთვის. თუ რომელიმე პარტნიორის სექსუალური მოთხოვნები და სურვილები არ ემთხვევა მეორისას, აუცილებელია პრობლემების მოგვარების გზის ერთობლივად  ძიება.  სექსუალური შეუთავსებოლობა ხშირად  ურთიერთობის მომავალზე უარყოფითად მოქმედებს.
  • ბოლო სიტყვის უპირატესობა – ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო სიტყვა კამათისას თუ მათი იქნება, ისინი იქნებიან „გამარჯვებულები“ ან თავის შეცდომებს გაამართლებენ. სინამდვილეში  მეუღლეებს შორის სადაც სიყვარულია ურთიერთბაზე გაცილებით დადებითან მოქმედებს შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა და არა ყოველ სიტყვაზე გამოკიდება და მასზე სადისერტაციო ვრცელი სიტყვის მიყოლება.
  • ბნელი ოთახი – ოთახის ჩაბნელება წყვილისთვის თავისთავად კარგია, მაგრამ კაცებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქალს სექსუალურ კავშირამდე სჭირდება ემოციური და ინტიმური კავშირის დამყარება პარტნიორთან, შესაბამისად აუცილებელია მისი აგზნება, რაც პრელუდიით გამოიხატება და ქალთან  სრულფასოვანი  ურთიერთბისთვის თითქმის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
  • საუბრის ტონი – მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორისთვის, თუმცა  განსაკუთრებით ხშირად ქალები არ აკონტროლებენ საკუთარი საუბრის მანერას და მათი ხმის ტონი გადადის გაღიზიანებულ და შეურაცმყოფელ ტონში, ამას მამაკაცები მძიმედ აღიქვავენ, ამიტომ ქალი უნდა ეცადოს ყოველთვის აკონტროლოს საკუთარი საუბარის სტილი და ტონი, რათა მეუღლეს თავი შეურაცყოფილად არ აგრძნობინოს და კამათს მოჰყვეს დადებითი შედეგი.
  • სექსის პრიორიტეტულობა – ქალების დიდი ნაწილი სექსს არ თვლის პრიორიტეტულად ურთიერთბაში, დაღლილობის, დროის უქონლობით თუ სხვა მიზეზებით მას უკანა  პლანზე წევენს. სინამდვილეში წყვილის ურთიერთბაში როცა საწოლში ყველაფერი კარგადაა ურთიერთბაც მტკიცე და სტაბილურია, ამიტომ სექსის პროირიტეტულობა ქალებისთვის მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი საკითხია.
  • საკუთარი თავის უკანა პლანზე დაყენება –  ქალების მცირე  ნაწილი ქორწინების შემდგომ ანებებს თავს საკუთარ განვითარებას, საკუთარ სურვილებს მუდმივად უკანა პლანზე წევს და ამით იქცევა მეუღლის დანამატად და აქსესუარად და არა მის თანაბარ და თანასწორ პარტნიორად.  ქალების ნაწილი ამ მუდმივი დათმობითი და მეუღლის სურვილების გამუდმებული წინა პლანზე წამოწევით ფიქრობს, რომ  ურთიერთობას შეინარჩუნებს.  ამას მოყვება გამუდმებული დანაკლისის განცდა, რომელსაც მოჰყვება სიბრაზე, სიბრაზე ძლიერდება დროთა განმავლობაში და საბოლოოდ დუღილის დონეს მიაღწევს და ურთიერთობაში ძლიერ კონფლიქტს იწვევს.  ამ პრობლემის მოგვარების გზა არის საკუთარი სურვილების და მოსაზრებების რაციონალური გამოხატვა. მაგ. თუ მამაკაცს უნდა შაბათ- კვირას წავიდეს და მეგობრებთან ერთად გაერთოს,  მეუღლეს, კი უნდა სახლში დარჩეს და დრო ოჯახთან ერთად გაატაროს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოპტიმალური გამოსავლის პოვნა,  შეიძლება დრო რაციონალურად განაწილდეს ან გადაიდოს შეხვედრა, დაიგეგმოს და წინასწარ შეთანხმდეს  შეხვედრაც და ოჯახთან დროის გატარებაც.
  • ემპათიის ნაკლებობა – მამაკაცები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას ქალის საუბარს, ან მის გრძნობებს არ სცემენ სათანადო პატივს, როდესაც ქალი საუბრობს მნიშვნელოვანია ემპათიის, ყურადღების, თანაგრძნობის გამოვლენა. ხშირად ქალებს ფაქტებზე მეტად მათი გრძნობების გაგება და თანაგრძნობა სჭირდებათ.
  • წინასწარ შეთანხმება – მამაკაცი არ უნდა ეცადოს მეუღლესთან შეთანხმების გარეშე მიიღოს დიდი გადაწყვეტილებები, მაგ. იყიდოს მანქანა, დახარჯოს სოლიდური თანხა საკუთარ ნივთში.  ასეთ მოვლენას ხშირად  მოსდევს უკმაყოფილება, უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად კი მამაკაცები ამჯობინებენ მეუღლეს მოატყუონ. მაგ. „ქმარმა იყიდა თავისთვის 1000 $ მზის სათვალე და მეუღლეს ეუბნება, რომ  მეგობარმა აჩუქა“   ასეთი ტყუილების ერთობლიობას შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს ურთიერთობისთვის.  პრობლემის მოგვარების გზა: წინასწარი შეთანხმება და დისკუსია მეუღლესთან, ამ შემთხვევაში ან მეუღლე დარწმუნდება ნივთის შეძენის აუცილებლობაში და შეიძლება გაცილებით უკეთესი ნივთის ყიდვის იდეამდე მივიდეს წყვილი, ან მამაკაცი გადაიფიქრებს გაუაზრებელ, ზედმეტ ხარჯს.