სისხლდენა მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ

მედიკამენტოზური აბორტის შემდგომ მთელი თვე სისხლდენა მიჩნეულია ჩვეულებრივად, მაგრამ ჭარბი სისხლიანი გამონადენი უკვე სიგნალია, რომ ქალმა მიმართოს ექიმს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიკამენტოზური აბორტი ყველაზე უსაფრთხოა და სწორედ ეს მეთოდია მთელს მსოფლიოში რეკომენდებული მეან-გინეკოლოგების მიერ. თუმცა კი „ყველაზე უსაფრთხო“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობისთვის მას არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია. მედიკამენტოზური აბორტის დროს ხდება სერიოზული ჰორმონალური ჩარევა, ამიტომაც გართულებებიც ხშირად აქვს, მათ შორის პათოლოგიური სისხლდენა, რამაც შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.

ეს მეთოდი უსაფრთხოა მხოლოდ კლინიკის ფარგლებში, სახლის პირობებში, ექიმის კონტროლის გარეშე სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება!!!

იმისთვის, რომ გართულებების არსი იქნას გაგებული, მარტივად განვიხილოთ მედიკამენტური აბორტის დროს მიმდინარე პროცესები. მედიკამენტი, რომელსაც ქალი იღებს კლინიკაში, არის გარკვეული დოზით. ეს დოზა საკმარისია, რომ საშვილოსნო აღარ იყოს მგრძნობიარე ჰორმონ პროგესტერონის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ორსულობის დროს ნაყოფის დაცვას, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კარგ სისხლმომარაგებას და მის ჩამოფრცქვნას უშლის ხელს. ამ მედიკამენტის გავლენით საშვილოსნოს ედომეტრიუმის მკვებავი სისხლძარღვები დეგრადირდება, არ მიეწოდება სისხლი ემბრიონს და იგი კვდება. ამავდროულად იზრდება საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი და იწყება მენსტრუაციის მსგავის სისხლდენა, რომლის დროსაც გარეთ გამოდის ენდომეტრიუმის ქსოვილიც და ემბრიონიც. მედიკამენტური აბორტის შემდეგ სისხლდენა იწყება საშუალოდ 24 საათში.

წამლის მიღებიდან 2 დღეში ქალი ისევ მიდის გინეკოლოგთან, რომელიც აზუსტებს, მოხდა აბორტის თუ არა, საკმარისად შეიკუმშა საშვილოსნო თუ არა. თუკი საშვილოსნო არ დაუბრუნდა ჩვეულებრივ ზომებს, ინიშნება პროსტაგლანდინები – ჰორმონალური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ საშვილოსნოს კუმშვადუნარიანობას. პროსტაგლანდინების მიღების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა და ტკივილიც მეტი იყოს. უშუალოდ ემბრიონის გამოყოფის დროს ქალი შეამჩნევს მოვარდისფრო მკვრივ 2-სმ ზომის წარმონაქმნს. ამის შემდეგ გამონადენის რაოდენობა იკლებს.

გამონადენის არსებობის ხანგრძლივობა ქალებში ინდივიდუალურია და საშუალოდ 9-12 დღეს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სისხლიანი გამონადენი ლაქების სახით შეიძება შემდეგ მენსრუაციამდეც კი გაგრძელდეს.

აუცილებელია იმის ცოდნა, რომ სისხლდენის ინტენსივობა უნდა კონტროლდებოდეს. მაგ, სისხლდენა, რომლის დროსაც ერთი საათის განმავლობაში ქალს ორი ღამის საფენის გამოცვლა უწევს, არ არის მედიკამენტოზური აბორტისთვის სახასიათო. თუკი ასეთი სისლხდენა გრძლედება ორი საათი და ამას ემატება სისუსტე, სიფერმკრთალე, გულისცემის გახშირება, თავრუსხვევა – ქალი უნდა დაწვეს, მუცელზე დაიდოს ყინულის პაკეტი და დარეკოს სასწრაფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილის ალბათობა იზრდება.