პენეტრაცია და დომინაცია

Erotic Fresco Painting From Pompeii

სექსის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა დროში განსხვავებული იყო,  განსხვავებული იყო  სექსუალური ორიენტაციის, და განსხვავებული სექსულური ქცევის მიმართ დამოკიდებულებაც.  მაგ.  მეცნიერების ნაწილი მიიჩნევდა , რომ ანტიკურ ხანაში ჰომოსექსუალობა არ იყო , მერე აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალობის მიმართ ძველ დროში მეტად ტოლერანტული იყო საზოგადოება, ვიდრე მეოცე საუკუნეში (განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებამდე).  განსხვავებული იყო თვით სექსუალური პოზიციების მიმართ დამოკიდებულებაც კი. მაგ. დასავლურ სამყაროში დღეისთვის ყველაზე გავრცელებული მისიონერული პოზიციაა, წარსულში კლასიკურ ერაში  მეტად პოპულარული იყო  „a tergo“ (უკანა მხრიდან პენეტრაცია) პოზიცია. 

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ პენეტრაცია დომინაციის ტოლფასი იყო, ადამიანების ნაწილი დღესაც იგივეს  ფოქრობს, პენეტრაციით ხდებოდა  დომინაციის მოპოვება რეციპიენტზე (მიმღებზე).  მაგ. რომაელი  მამაკაცისთვის პენეტრაცია უპირატესობის გამოხატვის საშუალება იყო. მაგ. დაუქორწინებელი ქალებზე, არამოქალაქე მამაკაცებზე და  მონებზე .

რომაელები განასხვავებდნენ ორალური სექსის ორ ფორმას, ფელაციოს და ირუმინაციოს.  ფელაციოს დროს დომინანტი იყო რეციპიენტი (მიმღები), ხოლო ირუმინაციის დროს დონორი წარმოადგენდა დომინანტს.

დღეისთვის მსგავისი შეხედულებები ეწინააღმდეგება განვითარებული სამყაროს ფასეულობებს, თუმცა დღევანდელ სამყაროშიც გვხვდება მსგავსი მოვლენები, მაგ.  ოჯახური ძალადობის დროს მამაკაცები ზოგჯერ იყენებენ სექსუალურ აქტს დომინაციის მოპოვების მიზნით. ასევე  ციხეებში პატიმრები ერთმანეთზე დომინანტობის და სუბორდინაციის გამოკვეთის მიზნით იყენებენ პენეტრაციას.