“ცხელი” ფაქტები

cxeli faqtebi

·          სექსის გახანგრძლივება  –  The Journal of Sexual Medicine – ის ცნობით,  ლუბრიკანტი წარმოადგენს სექსის გახანგრძლივების კარგ საშუალებას, ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით  მამაკაცები, რომლებიც იყენებდნენ პრეზერვატივს და დამატებით ლუბრიკანტს, მათი  სექსის დრო ხანგრძლივდებოდა, იმატებდა სექსუალური გამძლეობა და ეაკულაცია დგებოდა გვიან.
·         ქალების დაკმაყოფილების ხარისხი – ქალების სექსუალური დაკმაყოფილების ხარისხი ასაკთან ერთად იზრდება.  800 გამოკითხული ქალიდან, რომელიც 40 წელს იყო გადაცილებული, მათი 70 % აღნიშნავდა, რომ სექსის დროს რეგულარულად განიცდიან ორგაზმს.
·         პრელუდია და ერექცია – კვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცებს, რომელთაც ხშირად აქვთ  პრელუდია  (ალერსი კოიტუსამდე) ორჯერ ნაკლებად  აწუხებთ ერექტიული დისფუნქცია.
·         ნიგოზი და სპერმის ხარისხი –  ჟურნალ Biology of Reproduction – ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დღეში 75 გრამი ნიგოზის ჭამა მკვეთრად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს.  უმჯობესდება სპერმატოზოიდების ფორმა და  მოძრაობის უნარი.  ნიგოზის ეს დადებითი თვისება ასოცირებულია ომეგა სამი ცხიმების შემცველობასთან, რომელსაც ასევე დიდი  შეიცავს თევზეულობა.
·         ვიბრატორის გამოყენება – ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სექს-სათამაშოების, კერძოდ ვიბრატორის გამოყენება ქალებში არ იწვევს მამაკაცის ჩანაცვლების განცდას, პირიქით, მათი  უმეტესობა აღნიშნავს, რომ ვიბრატორის გამოყენებით პარტნიორთან  სექსის ხარისხი, აგზნება  და სიამოვნება უმჯობესდება.
·         კარგი სექსი და სინანული – კარგი სექსი თითქმის არასდროს იწვევს სინანულის განცდას, ვინაიდან  ორგაზმის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს ინტერპერსონალური მიჯაჭვულობის შეგრძნებას.  შესაბამისად ქალს რომელსაც მამაკაცთან სასიამოვნო სექსი ჰქონია,  ამ მოვლენისადმი არ ექნება უარყოფით დამოკიდებულება.
·         ძილის პოზა და ეროტიული სიზმრები –  მამაკაცის ძილის პოზა შეიძლება დაკავშირებული იყოს ეროტიული სიზმრების სიხშირესთან,  მეცნიერების  კვლევებით, მამაკაცები, რომელთაც სძინავთ მუცელზე, თავით ქვევით, გაშლილი ხელებით თავს ზევით, უფრო ხშირად ხედავენ ეროტიულ სიზმრებს ვიდრე ის მამაკაცები, რომელთაც სხვა პოზაში ძინავთ.
·         ქალები და სექსუალური ფანტაზიები – ქალები ხშირად უკავშირებენ თავის სექსუალურ ფანტაზიებს საკუთარ პარტნიორს ან იმ ადამიანს, რომელსაც იცნობენ.
ვარჯიში და ორგაზმი – ქალების ნაწილში  ვარჯიშს შეუძლია ორგაზმის გამოწვევა.