ბიოლოგიური ბაზარი და პოლიგამია

პოლიგამია

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ   ბიოლოგიური ბაზარი ადამიანებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა. ის თავისთავში არ მოიაზრებს ადამიანებით ვაჭრობას, თუმცა არაპირდაპირ ადამიანები დაქორწინების დროს  არჩევნის გაკეთებისას  ხშირად ითვალისწინებენ  საკუთარ მდგომარეობას და ბაზარს, სადაც მათ უწევთ კონკურენცია. მაგ.  თუ  ქალი ცხოვრობს გარემოში, სადაც გაცილებით მეტი მამაკაცია  ვიდრე ქალი, მისი „საბაზრო  ღირებულება“ უფრო მაღალია ვიდრე საპირისპირო შემთხვევაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევები ამსტერდამის თავისუფლი უნივერსიტეტის  ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორმა ტომას პოლეტმა და  ნიკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა დენიელ ნითლმა.

ბიოლოგიური ბაზრის იდეა გულისხმობს შემდეგ მოსაზრებას: ბიოლოგიური ბაზარი  მართავს განსხვავებულ ინდივიდებს შორის განსხვავებული „საქონლის“, პირობების, შემოთავაზების გაცვლას.  მაგალითად. უგანდა სადაც პოლიგამიაა. ქალი სთავაზობს მამაკაცს ნაყოფიერებას,  მაშინ, როცა მამაკაცის ძირითადი შეთავაზება არის რესურსები(ქონება/სიმდიდრე).   „საქონლის“ ღირებულებას არ განსაზღვრავს მხოლოდ ხარისხი, ამას ემატება სიმდიდრე და რაოდენობა მსგავსი ადამიანების, რომელთა შორისაც უწევს კონკურენცია.  ამ შემთხვევაში სიტუაცია ემსგავსება ფერმერულ ბაზარს, მაგ. ხილი იაფდება სეზონზე, ეგზოტიკური ხილი ძვირია და ა.შ.

შესაბამისად მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მათი რესურსები და შესაძლებლობები (რომელსაც შემდგომში შესთავაზებენ ქალს), არამედ ის ფაქტი, თუ რა რაოდენობით არის ისეთი მამაკაცი ვისაც აქვს მსგავსი ან მეტი შესაძლებლობები.

პოლეტმა და ნითლმა მოახდინეს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შეჯერება-შეჯამება, განიხილეს 1 მილიონზე მეტი მამაკაცი, უგანდაში მცხოვრები. მათ ნაწილი დაქორწინებული იყო მრავალ ქალზე, ნაწილი კი დარჩენილი იყო ცოლის გარეშე.

ბიოლოგიური ეკონომიკის თანახმათ, მამაკაცისთვის მომგებიანია ერთზე მეტ ქალზე დაქორწინება, ყოველი ახალი ცოლი  მისი გენების გამრავლების და გავრცელების საშუალებას იძლევა,  ქალებისთვის პირიქით, მრავალცოლიანობა წამგებიანი გარიგებაა, ვინაიდან მათი მეუღლის რესურსები ნაწილდება, რაც მეტი შემზიარებელი ეყოლებათ, მით ნაკლები წილი შეხვდებათ მათ.  ასევე, მონოგამურ ურთერთბებში ქალებს მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე პოლიგამურ ქორწინებებში, შესაბამისად მამაკაცისთვის ყოველი ახალი ცოლი საკუთარი შთამომავლობას ზრდის, ქალისთვის, კი მისი ქმრის დამატებითი ცოლი საკუთარ გენერაციას ამცირებს .  ზოგ შემთხვევაში ქალებს ურჩევნიათ „გადასახადის“ გადახდა  ჰყავდეს მას ერთ ქმარი, რომელსაც არ ექნება მაღალი შემოსავალი, თუმცა მისთვის იქნება ერთი და არა მაგ. მესამე ან მეოთხე.

ლოგიკურად  ბიოლოგიური ბაზრის მიხედვით  პოლიგამია  გავრცელებულია მეტად იქ, სადაც მეტია ქალი, ვიდრე მამაკაცი.  კაცები წარმოადგენენ „მყიდველებს“  ბაზარში, როდესაც კაცების რაოდენობა იზრდება, იზრდება ქალების ფასიც, მამაკაცს სჭირდება მეტი რესურსი, რომ შესთავაზოს პოტენციურ მეუღლეს.  რაც მეტად იზრდება მამაკაცების ოდენობა, მით ნაკლები შანსი აქვთ ღარიბ მამამკაცებს  ცოლის შერთვისთვის.

პოლეტმა და ნითლმა დაასკვნს, რომ იგივე პრინციპია სხვა ქვეყნებში, რაც   წარმატებულია მამაკაცი, მით მეტად აქვს შანსი „უკეთეს“ ქალზე დაქორწინებისთვის.