რეტრო-ეროტიკა

პირველი ეროტიული სურათები უსიუჟეტო იყო, ფოტოგრაფი უბრალოდ აფიქსირებდა ცხოვრებისეულ ინტიმურ სცენებს. ამ სურათზე არსებული მომენტები შეიძლებოდა ნებისმიერ ადგილას გენახათ და მასზე შეიძლებოდა გამოსახული ყოფილოყო ნებისმიერი ადამიანი. იმისთვის, რომ შიშველი სხეულის დემონსტრირება მოეხდინა, ქალს ჯერ სირცხვილის გრძნობა უნდა დაეძლია.  თუმცა ქალის სირცხვილის გრძნობა მალე შესუსტდა და საზოგადოების ფარგლებიდან პირად საქმედ გადაიქცა. ეროტიული ფოტოგრაფიის ძირითადი სიუჯეტი იყო “საზოგადოებრივი სახლებიდან” აღებული სიუჟეტები: სიყვარულს დახარბებული ადამიანები, გამონაყარიანი სტუდენტები, წესიერი ბიურგერები. XX საუკუნის ფოტოგრაფების შემოქმედებაში იგრძნობა როდენის გავლენა.