სექსის “მიზეზები” ქალებში

რატომ აქვთ ქალებს სექსი? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს სინდი მესტონმა და დევიდ ბასმა. ისინი არიან ავტორები წიგნისა „Why Women Have Sex“. მესტონმა და ბასმა სცადეს დაეწერათ მიზეზები, რომელთა გამოც ქალს აქვს სექსი. მიზეზებს შორის მოხვდა – გახდომის სურვილი, თავის ტკივილის გაქრობის სურვილი, უბრალო თავაზიანობაც კი. თუმცა სექსის სურვილის განმაპირობებელი მიზეზები იმაზე მეტად უცნაურია, ვიდრე უმრავლესობას ჰგონია.

უკეთესია, ვიდრე იბუპროფენი

ბევრი კაცს ეუბნებიან: „დღეს არა, საყვარელო, თავი მტკივა“. მართლაც, სექსის დროს თავისა და კისრის კუნთები იძაბება,ორგაზმის დროს იმატებს სისხლის წნევა, რაც აძლიერებს თავის ტკივილს, რაც კოიტალური ცეფალგიის სახელით არის ცნობილი.

მესტონისა და ბასის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ ქალების ნაწილი სწორედ თავის ტკივილის გასაყუჩებლად მიმართავს სექსს. მეცნიერულად დადგენილია, რომ სექსის, კერძოდ კი ორგაზმის დროს გამოიყოფა „ბედნიერების ჰორმონები“ – ენდორფინები, რომლებიც ქიმიურად მორფინის ანალოგიურები არიან. სწორედ ისინი მოქმედებენ ქალების ამ ჯგუფში ტკივილიგამაყუჩებლად.

მან (კაცმა) კარგი კოცნა იცის

მეორე გავრცელებული მიზეზი, რომელსაც ქალები ასახლებენ არის ის, რომ მამაკაცებმა კარგი კოცნა იციან. კულტურების 90% სქესობრივ აქტს ახლავს კოცნა.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტუჩები კარგად არის ინერვირებული და სიამოვნების განცდაც ადვილად მიიღწევა მათთან შეხებისას. დადგინდა, რომ კოცნა ამცირებს კორტიზოლის – „სტრესისი ჰორმონის“ დონეს, ეს კი ადამიანს ამშვიდებს და ადუნებს.

ქალებისთვის კოცნა არის ემოციური ლაკმუსის ქაღალდივით, ის აჩვენებს, ღირს თუ არა შემდეგ ეტაპზე გადასვლა. მამაკაცებისთვის კოცნა არ ატარებს ამხელა აზრს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მამაკაცების 53%ბ უპირატესობას ანიჭებს კოცნის გარეშე სექსს და ქალების მხოლოდ 13% თანხმდება ამაზე.

შურისძიება

ქალების ნაწილმა აღიარა, რომ სექსი გამოიყენეს, როგორც შურისძიების იარაღი, მათ უღალატეს არაერთგულ პარტნიორებს.

გახდომა

ქალების ნაწილს ხშირი სექსი გახდომის მიზნით აქვს. კვლევების მონაცემებით საშუალოდ ერთი სქესობრივი აქტის დროს 100-250 კკალ იხარჯება.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 18-59 წლის პერიოდში ქალებს საშუალოდ თვეში 6-ჯერ აქვთ სექსი, 20-30 წლის ასაკში ეს ციფრი მეტია და 7-8 აღწევს. 50-60 წლისთვის კი მკვეთრად იკლებს და საშუალოდ 4-ის ტოლია.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კილო ცხომი 7 000 კკალ არის, საშუალო ასაკის ქალი სექსის გზით წელიწადში წვავს 1,7 კგ ცხიმს.

მოვალეობა

ბევრი ქალი, განსაკუთრებით დაქორწინებული, სექსის მიზეზად ასახელებს მოვალეობას და არა სურვილს. ქალი, უყურებს რა მამაკაცს ოჯახის მარჩენლად, თავს ვალდებულად გრძნობს შეასრულოს თავისი ცოლ-ქმრული ვალი და იქონიოს სექსი არა საკუთარი, არამედ მეუღლის სურვილის შესაბამისად.

თანაგრძნობა

ქალებს ძლიერ თანაგრძნობის უნარი აქვთ. ამის გამო ისინი ავად გამხდარ ადამიანს უკეთებენ ბულიონს, უცხობენ ღვეზელებს და … აქვთ სექსი უბედურ მამაკაცთან.

ქალების ნაწილმა წიგნის ავტორებთან საუბრისას აღიარა, რომ გამოუყენებია სექსი ნუგეშის საშუალებად, ჰქონია სექსი მამაკაცთან, რომელსაც არ უმართლებს ქალებში, მამაკაცთან, რომელის განიცდის განქორწინებას და ა.შ.

პრაქტიკა

ბასისა და მესტონის სიტყვებით, ბევრი ქალი, მათ შორის ახალგაზრდები, სექსის მიზეზად ასახელებს პრაქტიკის მიღება. კვლევებმა აჩვენა, რომ რაც მეტი აქვს ქალს პრაქტიკა, მით მეტია ალბათობა, რომ ორგაზმი განიცადოს.