სექს – ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

spilo

ცხოველთა სამყარო დიდი სექსუალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იმის ფონზე, რომ გართობის და სიამოვნების მიღების მიზნით სექსი თითქმის არც ერთ ცხოველს არ აქვს (გამონაკლისები არსებობს მაგ. დელფინი და  ბონობო).  ჩვენ გთავაზობთ ფაქტებს, რომელიც  წარმოაჩენს ცხოველთა სამყაროს განსაკუთრებით საინტერესო და უცნაურ სექსუალურ მახასიათებლებს :

  • თევზ კლოუნს (რომელიც დისნეის ფილმში მთავარი გმირია – „ნემოს ძიებაში“ )  შეუძლია სქესის შეცვლა.
  • გორილა, რომელიც ორას კილოზე მეტს იწონის და ყველაზე დიდი და მძლავრი პრიმატია  პენისის სიგრძე მხოლოდ 4 სანტიმეტრი აქვს.
  • არგენტინული ტბის იხვის პენისის სიგრძე 42 სანტიმეტრი სიგრძისაა. რაც ფრინველებში რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო ცხოველთა სამყაროში ერთ- ერთი გამორჩეული.
  • მდედრ აფთარს აქვს ფსევდოპენისი, რომლის ერექციაც ხდება.  მდედრები არიან უფრო დიდები და ძლიერები მამრებთან შედარებით.
  • მამრი ჟირაფები ამოწმებენ მდედრი ჟირაფების  ესტროსის (მენსტრუალური) ციკლის მდგომარეობას მათი შარდის მიხედვით.
  • ცხოველების უმეტესობა  შვილს ზრდის მარტო, მამისგან დამოუკიდებლად, თუმცა არსებობს  განსხვავებული მდგომარეობებიც, სადაც მამის როლია მნიშვნელოვანი ვიდრე დედის, მაგ.  თევზების, ფრინველების გარკვეული სახეობები. თევზის ზოგიერთ სახეობებში მამრი არის პარაზიტული დანამატი მდედრისთვის, და შერწყმულია მდედრის სხეულს.
  •  მწერები და ობობების ნაწილი  მამრს მდედრები  კლავენ და ჭამენ კოპულაციის შემდგომ.
  • ორაგულები, რვაფეხები და სხვა თევზები მრავლდებიან ე.წ. დიდი აფეთქების რეპროდუქციით, რომელიც   გულისხმობს რეპროდუქციის შემდგომ გეგმიურ სიკვდილს.
  • ცხოველების დიდ ნაწილში მამრებს შორის არის კონკურენცია მდედრისთვის, კოპულაციის შემდგომ მამრი ტოვებს მდედრს და  დედა შვილებს მარტო ზრდის.
  • ჩრდილო ევროპის და ჩრდილო ამერიკის ჩიტების უმეტეს სახეობაში, მდედრი და მამრი არიან ერთად ერთ სეზონზე ან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
  • ბონობოებს და შიმპანზეებს   აქვთ სექსი რეკრეაციული მიზნით. ისინი ადამიანებისგან განსხვავდებიან მხოლოდ გენომის 1,6 % -ით.
  • ორანგუტანები ცხოვრობენ განცალკევებით და მხოლოდ კოპულაციის დროს აქვთ ურთიერთბა მდედრს და მამარს.
  • გორილებში ერთ მამრს ჰყავს რამოდენიმე მდედრი და ყველა მათგანთან აქვს სექსი (ზევით განხილული ფაქტი ამ  ფაქტთან აშკარა კავშირშია, გორილას არ ჰყავს კონკურენტები).
  • ფუტკრების პენისი კოპულაციის შემდგომ ნადგურდება.
  • სპილოს პენისის  სიგრძე საშუალოდ  1,5 მეტრი სიგრძისაა.
  • ცისფერი ვეშაპის პენისის სიგრძე 2,5 მეტრია.
  • გველებს და ხვლიკებს ორმაგი პენისი აქვთ, ანუ აქვთ პენისი ერთი ფუძით რომელიც  იყოფა ორ ტოტად.
არგენტინული ტბის იხვი, რომლის პენისის სიგრძე 42 სანტიმეტრია.

არგენტინული ტბის იხვი, რომლის პენისის სიგრძე 42 სანტიმეტრია.