მამაკაცის G წერტილი – პროსტატა

პროსტატის მასაჟი

პროსტატა ადამიანის ეგზოკრინული ჯირკვალია, ის გამოყოფს პროსტატის სეკრეტს, რომელიც პენისის საშუალებით გამოიყოფა. პროსტატა მენჯის ღრუში მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ.  მამაკაცების  დიდ ნაწილს სმენია პროსტატის შესახებ ძირითადად უარყოფით კონტექსტში (მაგ. პროსტატიტი, პროსტატის კიბო), თუმცა პროსტატა მამაკაცის სექსუალობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.   პროსტატა მამაკაცების ორგანოა, თუმცა ქალებშიც არსებობს მისი ანალოგი, რომელსაც სკენეს ჯირკვალი (პარაურეთრული ჯირკვალი ) ჰქვია.  პროსტატის მასაჟი/ სტიმულაცია თითქმის ყველა მამაკაცისთვის ძლიერ სასიამოვნოა. ჰომოსექსუალური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სექსუალური აქტის დროს წარმოადგენს პროსტატის სტიმულაცია.

პროსტატას მამაკაცის G წერტილსაც უწოდებენ, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.   ავტორების ნაწილის მტკიცებით არსებობს პროსტატის ორგაზმი, რომელიც პენისის ორგაზმისგან განსხვავდება. პროსტატის ორგაზმს მამაკაცები აღწერენ მკვეთრად განსხვავებულს,  ვიდრე პენისის სტიმულაციით და ორგაზმით მიღებული სიამოვნებაა.

პროსტატის სტიმულაცია ეროტიული აღგზნების გარეშე შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, მეტიც მას შეიძლება ძლიერ უსიამოვნო განცდა ახლდეს თან თუ მამაკაცი აგზნებული არ არის. სწორედ ამიტომ ექიმის მიერ პროსტატის გასინჯვის პროცედურა შეგრძნებებით მკვეთრად განსხვავდება საწოლში პროსტატის სტიმულაციისგან, მიუხედავად იმისა, რომ  მოქმედება ორივე შემთხვევაში ერთნაირი შეიძლება იყოს.

პროსტატის სტიმულაცია ორი გზით ხდება 1) ანუსიდან (მაგ. ჰომოსექსუალური კავშირის დროს). 2) შორისიდან – შორისის მიდამოში არსებობს პროსტატის საპროექციო წერტილები.

პროსტატის პოვნისთვის საუკეთესო პოზიციაა, ზურგზე დაწოლა და ფეხების მუხლის სახსარში მოხრა. ან ფეხების მოხრა  მკერდისკენ.  ამ პოზიციაში ანუსიდან რამოდენიმე სანტიმეტრში წინ, პირდაპირ არის პროსტატა, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი, პროსტატას  ნიგოზის (კაკლის) ფორმა აქვს.  პროსტატა სწორი ნაწლავის კედელზე მიჭერით  შეიგრძნობა დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის  სიდიდის კაკლისებრ  ორგანოდ.  პროსტატის  სწორი ნაწლავის გავლით სტიმულაცია (ხახუნი, შეხება) იწვევს ძლიერ სასიამოვნო შეგრძნებას მამაკაცებში.

პროსტატის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ორგაზმი და ეაკულაცია,  პენისის სტიმულაციისგან განსხვავებით, პროსტატის სტიმულაციით  მიღებული ეაკულაცია არ გამოიტყორცნება პენისიდან, არამედ იღვრება სუსტი ინტენსივობით.   პროსტატის სტიმულაციით განცდილი ორგაზმი ძლიერ ინტენსიური და სასიამოვნოა.

შორისის მიდამოთი პროსტატის სტიმულაცია ოდითგანვე იყო ცნობილი, მას ტაოისტები სიკვდილის და სიცოცხლის კარიბჭეს უწოდებდნენ. დღევანდელობაში კი მილიონ დოლარიან წერტილსაც უწოდებენ,   მამაკაცებისთვის ეს წერტილი მდებარეობს უშუალოდ ანუსის წინ. ანუ ანალური ხვრელის წინ შორისის მიდამოს სტიმულაციით შესაძლებელია პროსტატის სტიმულაცია.  შორისის მიდამო წარმოადგენს რეგიონს  რომელიც მოთავსებულია ანალურ ხვრელს და სათესლეებს შორის.

პროსტატის მასაჟი გამოიყენება უროლოგების მიერ  რექტალური გასინჯვისას, რომლის მიზანია პროსტატის კიბოს არსებობის შემთხვევაში კვანძების არსებობის იდენთიფიცირება.

ასევე პროსტატის სეკრეტის გამოყოფა პენისიდან მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის.

პროსტატის მასაჟს შეიძლება ჰქონდეს თავისი სამედინო რისკები: პერიპროსტატული ჰემორაგია,  ცელულიტი (არა იმ გაგებით, რომელიც ცნობილია ქალების ფეხებზე ფორთოხლისებრი კანის აღსაწერად),  სეპტიცემია,  პროსტატის კიბოს არსებობის შემთხვევაში მისმა მასაჟმა შესაძლოა მეტასტაზების გავრცელება  გამოიწვიოს.  ხშირა ანალურმა სტიმულაციამ, კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოროი(ბუასილი).

პროსტატის სტიმულაციას (მასაჟს) ზოგ შემთხვევაში გამოიყენებდნენ პროსტატიტის სამკურნალოდ.

პროსტატის რექტალური მასაჟი

პროსტატის რექტალური მასაჟი