მამაკაცისთვის აუცილებელი ვიტამინები და მინარალები

ქალებსა და მამაკაცებს სჭირდებათ მინერალები და ვიტამინები, რომელებიც საერთოა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ეაკულაციის დროს კარგავს ვიტამინების და მინერალების რაღაც ნაწილს, აუცილებელია მათი რეგულარული შევსება.

თუთია – ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, რომლის ბაზაზეც იქმნება ტესტოსტერონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუთიის გარეშე ტესტოსტერონის მოლეკულა არ წარმოიქმნება. თუთია აგრეთვე აუცილებლია იმუნიტეტის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. თუთიას ჭარბად შეიცავს ზღვის პროდუქტები, ხამანწკებში, თხილეულში, ბარდასა და ლობიოში.

დღე-ღამური ნორმა: 15 მგ.

სელენი – მონაწილეობს ტესტოსტერონის ბიოსინთეზში, შლის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს, ხელს უწყობს მამაკაცის სასქესო ორგანოების ფუნქციონირებას და აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. სელენს შეიცავს ზღვის პროდუქტები, პომიდორი, ნიორი, შავი პური.

დღე-ღამური ნორმა – 55-70 მკგ.

В ჯგუფის ვიტამინები – მამაკაცისთვის განსაკუთრების სასარგებლოა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი В6 და В 12. ისინი პასუხს აგებენ ენერგეტიკულ ცვლასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, ზრდის ტესტოსტერონის დონეს, იცავს ღვიძლს. В ჯგუფის ვიტამინებს შეცავს რძე, ხაჭო, ყველი, თევზი, კვერცხი, სტაფილო, თხილეული.

დღე-ღამური ნორმაB6 – 2 მგ, B12 – 2 მკგ.

ვიტამინი Eაუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და უჯრედული სუნთქვისთვის. ვიტამინი E იცავს ტესტოსტერონს დაშვილისგან. ვიტამინი E-ს დიდი რაოდენობით შეიცავს თხილეული, სტაფილო, კვეცხი, ჰერკულესი.

დღე-ღამური ნორმა – 30 მგ.

კალციუმი – აუცილებელია კბილებისა და ძვლების გასამყარებლად. ბევრი კალციუმია რძის პროდუქტებსა და თხილეუში.

დღე-ღამური ნორმა – 1000 მგ.

ვიტამინი C – აძლიერებს ტესტოსტერონის სინთეზს, აუცილებელია იმუნიტეტის გამტკიცებისთვის. რაც ზრდის გაციებისა და ინფექციების მიმართ მდგრადობას. ვიტამინი C დიდი რაოდენობით შეიცავს ციტრუსები, კომბოსტო, ასკილი, ლიმონი, შავი მოცხარი, წითელი წიწაკა, პირშუშხა.

დღე-ღამური ნორმა – 100 მგ.

მაგნიუმი – მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ბევრ პროცესში. აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ცილის ფორმირებსა და უჯრედების დაყოფას. მაგნიუმს შეიცავს თხილეული, მზესუმზირა, მარწყვი, მაყვალი.

დღე-ღამური ნორმა – 400 მგ.