პროსტიტუცია მსოფლიოს ქვეყნებში

prostitucia

პროსტიტუცია წარმოადგენს ბიზნესს, რომელიც მოიცავს სექსუალური მომსახურეობის სერვისს. პროსტიტუცია, როგორც მოვლენა ოდითგანვე იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, ძველ დროში პროსტიტუტებს ძირითადად ქალები წარმოადგენდნენ. პროსტიტუციის სინონიმებია: სხეულით ვაჭრობა, სექსუალური მომსახურეობა.  პროსტიტუტის სინონიმია მეძავი, სექს-მუშაკი.  პროსტიტუცია ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც მსოფლიოს უძველესი პროფესია.  მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში (ნაწარმოებებში, მხატვრობაში, ფილმებში და ა.შ.)  პროსტიტუციის შესახებ ცნობები არის სხვადასხვა რელიგიებშიც მაგ.  მარიამ მაგდალინელი, რომელსაც ქრისტიანობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს ქალებს შორის,  წარსულში იყო  მეძავი (ქრისტიანების ნაწილი უარყოფს ამ ფაქტს).  

საქართველოს კანონმდებლობით პროსტიტუცია აკრძალულია, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ის ლეგალურად ითვლება.  პროსტიტუციასთან დამოკიდებულებით  კანონმდებლობას შეიძლება ჰქონდეს სამი ძირითადი პოზიცია. შეიძლება იყოს აკრძალული, დაშვებული , მაგრამ არა რეგულირებული და დაშვებული და რეგულირებული.  არარეგულირებული ნიშნავს, რომ სუტენიორობა, ბორდელი პატრონობა და მართვა აკრძალულია, თუმცა პირადი შეთანხმებით სექსი  ფულის სანაცვლოდ დაშვებულია.

აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში პროსტიტუცია აკრძალულია, თუმცა ის არსებობს და შიდსით (აივ) ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მეძავებზე და მათ კლიენტებზე მოდის.

აზიაში მრავალ ქვეყანაში პროსტიტუცია აკრძალულია კანონით, თუმცა  ბევრ ქვეყანაში მის მიმართ საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულია და მაგ. ტაილანდი სექს ტურიზმით ცნობილი ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ კანონით პროსტიტუცია აკრძალულია.  პროსტიტუცია ლეგალურია : ბანგლადეშში,  ჰონგ-კონგში,  ინდოეთში,  იაპონიაში არალეგალურია, თუმცა არაკოიტალური მომსახურეობა დაშვებულია, ისრაელში ლეგალურია,  სინგაპურში;  ევროპაში პროსტიტუცია თვითონ ლეგალურია, თუმცა უმეტესად მართვადი არ არის.  გაერთიანებულ სამეფოში ლეგალურია, ასევე ჰოლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში,  ავსტრიაში,  ჩეხეთში,  დანიაში,  ესტონეთში,  გერმანიაში,  უნგრეთში,  ირლანდიაში,  პორტუგალიაში,  ესპანეთში.

პროსტიტუცია ლეგალურია  კანადაშიც.

აშშ-ში პროსტიტუცია მხოლოდ ერთ შტატშია (ნევადაში) კანონიერი.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში პროსტიტუცია ლეგალურია.