მასტურბაცია – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

masturbation

  • რა არის მასტურბაცია?

–         მასტურბაცია არის  გენიტალიების (სასქესო ორგანოების)  სექსუალური სტიმულაცია, სექსუალური სიამოვნების ან ორგაზმის განცდის მიზნით.

–          სტიმულაცია ხდება ძირითადად ხელით ან სხვა საგნით (ვიბრატორი, დიდლოთი და სხვა ნებისმიერი ნივთით). მასტურბავია, როგორც წესი არის საკუთარი გენიტალიების სტიმულაცია, თუმცა არსებობს ურთიერთ(ორმხრივი) მასტურბაცია, ჯგუფური კონტაქტი, არაკონტაქტური ჯგუფური მასტურბაცია და არაკონტაქტური ორმხრივი მასტურბაცია.

  • მასტურბაცია ნორმალურია?

–         მასტურბაცია ადამიანის  ნორმალური ქცევის ნაწილია და არ წარმოადგენს პათოლოგიას.

  • მასტურბაცია მავნებელია ორგანიზმისთვის?

–          მასტურბაცია მავნებელი არ არის  ორგანიზმისთვის.

  • მასტურბაცია უსაფრთხოა?

–         მასტურბაცია ადამიანის სექსუალური ქცევის ყველაზე უსაფრთხო გზაა,  თუ  მასტურბაცია არ არის იმდენად უხეში, რომ ფიზიკური ტრავმა გამოიწვია.

  • ხშირი მასტურბაცია მავნებელია?

–         ხშირი მასტურბაცია არ არის მავნებელი, თუ ადამიანს მისი მართვა შეუძლია, ასევე თუ არ უქმნის პრობლემას ყოველდღიურ სოციალურ აქტივობაში. მამაკაცების შემთხვევაში ხშირი მასტურბაციის დროს გასათვალისწინებელია სპერმის ხშირი დანაკარგი, რომელიც  დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ამ შემთხვევაში ვიტამინების და მინერალების დანაკარგის კომპენსირებაა საჭირო.

  • რა სიხშირით მასტურბაციაა ნორმა?

–         მასტურბაცია შეიძლება ნებისმიერი სიხშირით თუ ადამიანს ყოველდღიურ სოციალურ აქტივობაში ხელს არ უშლის და   არ არის კომპულსური (აკვიატებული, დაუძლეველი, დამოკიდებული) ხასიათის.  შეიძლება ადამიანი წელიწადში ერთხელ მასტურბირებდეს, ან საერთოდ არ მასტურბირებდეს, ან მასტურბირებდეს ყოველ დღე.

  • მასტურბაციის შედეგად დაორსულება შესაძლებელია?

–         არა.

  • მასტურბაციით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადება შესაძლებელია?

–         არა.

  • ყველა ადამიანი მასტურბირებს?

–         ყველა არა, დიდი უმრავლესობა. (მამაკაცების 80 % ზე მეტი, ქალების 78 % ზე მეტი ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებით, ქართული პოპულაციისთვის).

  • რა ასაკში იწყებენ ადამიანები მასტურბაციას?

–         ადამიანების დიდი ნაწილი მასტურბაციას იწყებს საშუალოდ 12 წლის ასაკში, ზოგი უფრო ადრე, ზოგი უფრო გვიან.

  • მასტურბაციით შესაძლებელია ქალიშვილობის დაკარგვა?

–         გააჩნია მასტურბაციის ტექნიკას, უმეტეს შემთხვევაში არა.

–         თუმცა, თუ თითების ან სხვა საგნის მოთავსება მოხდა საშოში, საქალწულე აპკის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს. ასევე თუ მოხდა საშოს კარიბჭის განსაკუთრებით უხეში სტიმულაცია, შეიძლება აპკი დაირღვეს.

  • მასტრუბაცია სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

–         მრავალ შემთხვევაში სასარგებლოა: კარგი საშუალებაა დაძაბულობის მოხსნისთვის, სტრესის შემცირებისთვის, მოდუნებისთვის,  ორგაზმის განცდის სასწავლად კარგი გზაა, აუმჯობესებს სექსუალური დაკმაყოფილების უნარს, აუმჯობესებს ძილს,  აუმჯობესებს თვითშეფასებას და სხეულის წარმოსახვას, გამოიყენება სექსუალური პრობლემების სამკურნალოდ, ამცირებს კუნთების დაძაბულობას,  აძლიერებს მენჯის კუნთებს, რაც შარდის შეუკავებლობის რისკს ამცირებს.

  • მასტურბაცია რაიმე რისკის მატარებელია?  

– თუ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება არა.  სხვა შემთხვევაში შეიძლება მოყვეს კანის გაღიზიანება გენიტალიებზე,  ან ფიზიკური ტრავმა.

  • როგორ მასტურბირებენ ქალები და კაცები?

–         ქალების მასტრუბაცია ძირითადად მოიცავს თთების ან სხვა საგნის შეხებას და სტიმულაციას კლიტორზე, დიდ და მცირე სასირცხვო ბაგეებზე, შორისის მიდამოში, და ანუსის მიმდებარედ.   ქალების დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს კლიტორის გარშემო თითების წრიული მოძრაობით მასტურბაციას, ან კლიტორის თავის სტიმულაციას.

–         მამაკაცების მასტურბაცია მოიცავს ხელით პენისზე, სკროტუმზე (სათესლეებზე), საზარდულის და შორისის მიდამოში შეხებას და სტიმულაციას.

–         ქალებიც და კაცებიც ეხებიან და ეფერებიან საკუთარ სხვა  ეროგენულ ზონებს მაგ. მკერდს, კერტებს (ძუძუს თავებს), მუცელს, ფეხებს, დუნდულოებს და სხვა.

–         გოგონების და ბიჭების (ქალების/კაცების) დიდი რაოდენობა მასტურბაციისას წარმოიდგენს სხვადასხვა სექსუალურ ფანტაზიებს, რაც ასევე ნორმალური მოვლენაა.

მასტურბაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

  • მასტურბაცია არ იწვევს ჭარბთმიანობას.
  • არ იწვევს გამონაყარს
  • არ იწვევს სიბრმავეს
  • არ იწვევს სასქესო ორგანოების დაპატარავებას ან ფერის შეცვლას.
  • არ აჩერებს ზრდას.
  • არ იწვევს უნაყოფობას.
  • არ იწვევს დამოკიდებულებას.
  • არ იწვევს სხეულის დაზიანებას.
  • არ იწვევს გონებრივ დარღვევას
  • არ  მოქმედებს სექსუალურ ორიენტაციაზე.