ქალების უარყოფითი ტიპები

make-money-online-girl-money-cash-smell-smile

არსებობს ქალის  განსხვავებული ტიპები, მათი ნაწილი პარტნიორისთვის სასურველი და საოცნებოა, ნაწილთან ურთიერთობას კი მამაკაცები ხშირად გაურბიან.  წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ქალების დადებითი  ტიპები, მოცემული სტატია კი ეხება იმ ქალის ტიპებს, რომელთან ურთიერთობა შედარებით ნაკლებ პერსპექტიული და სასურველია.

  • მის ფემინისტი –  ასეთი ქალები მამაკაცების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან , მიიჩნევენ, რომ  ქალია უპირველეს ყოვლისა, მათი ხედვა მეტია ვიდრე თანასწორობისკენ სწრაფვა.  ასეთი ქალების ხედვით ქალებს შეუძლიათ იდეალურად მართონ ქვეყნიერება კაცების გარეშე.  ასეთი ქალები მარტივად იცნობიან, ვინაიდან ისინი გამუდმებით იმეორებენ ფრაზას : „ ყველა კაცი, მხოლოდ პენისზე ფიქრობს“
  • მის მფლანგველი – ასეთი ტიპის ქალებს ღრმად სჯერად, რომ მთელი მათი ცხოვრება მამაკაცმა უნდა დააფინანსოს,   მათ უსასრულოდ შეუძლიათ  ფულის ხარჯვა,  ამ მოვლენას კი იმით ხსნიან, რომ ბიოლოგიურად ქალები არიან.  ასეთ ქალები საკუთარ საშოს მილონ დოლარზე ძვირად აფასებენ.  დაინტერესებული არიან  მხოლოდ იმით, რომ მიიღონ, ის რაც სურთ.
  • მის რომანტიკა – ასეთი ტიპის ქალები ცხოვრობენ ფანტაზიაში,  მათი ცხოვრება აბსოლიტურად კავშირშია ფილმებთან და რომანებთან,  ოღონდ  უარყოფითი გაგებით, მთელი დრო შეუძლიათ საქორწილო ჟურნალების თვალიერებას მიუძღვნან,  მოკლეთ, რომ ვთქვათ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან.
  • მის გაუგებარი – ახლოს დგას მის რომანტიკასთან რეალობასთან კავშირით, თუმცა მუდმივად არის შეშინებულ, დაბნეული, თავდაუჯერებელი, სევდიანი. ასეთ ქალებს  ზოგჯერ „მოსიარულე  იარას“-აც უწოდებენ ხოლმე.
  • მის სიბრაზე – წააგავს  ფემინისტს, კაცებს აყენებს ქალებზე ქვევით, ხშირად ბრაზობს, ზოგჯერ უმიზეზოდაც,  ასეთი ქალისთვის ყველა კაცი „ღორია“, „მხოხავი“ და „ნაძირალაა“.
  • მის უნდობლობა –  ქალები, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან კარგები არიან, გამოიყურებიან კარგად, აქვთ კარგი ინტელექტიც, თუმცა ღრმა ურთიერთობაში მამაკაცების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთან თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ, ის ურეკავს წუთში რამდენჯერმე მამაკაცს,  ეკითხება საით მიდის მთ ურთიერთბა, ან სურს გაიგონოს საყვარელი მამაკაცის ხმა. ასეთ ქალებს მუდმივი დიდი ყურადღება სჭირდებათ/მოითხოვენ.  მუდმივად უნდა გაუმეორონ, რომ ძალიან ლამაზია,  დაეხმარონ ყველა დეტალის გაანალიზებაში და შერჩევაში.  გამუდმებით აქვს იმის შიში, რომ მამაკაცი მიატოვებს, ვიღაც უკეთესის გამო.  ასეთ ქალებს მამაკაცების ნაწილი მართლა ტოვებს საკმაოდ სწრაფად. თუმცა ნაწილი მამაკაცისთვის სრულიად მისაღები და სასურველია ასეთი ქალი.
  • მის ძუკნა –  გვანან მის მფლანგველებს, ოღონდ უფრო გამძაფრებული ეგოცენტრული ტიპაჟით, არ აინტერესებთ საკუთარი თავის და სიამოვნების გარდა არავინ და არაფერი.  ასეთი ქალები ძირითადად კარგად გამოიყურებიან, ასევე კარგად აცვიათ. მათი  ცნობა ადვილად შეიძლება სახის გამომეტყველებით, ჩაცმულობით, მედიდური ქცევებით მაკიაჟით, ვარცხნილობით და სხვა.
  • მის მე  – მის ძუკნას ტიპაჟთან ახლოს მდგომი ქალი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ეგოცენტრულია.  ფოკუსირებულია საკუთარ თავზე,  ის მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, სადაც მიდის ცენტრალურ ფიგურას უნდა წარმოადგენდეს, შეუძლია ნებისმიერი ხერხი გამოიყენოს ამისთვის,  ნარცისი ქალი, ხშირად იზრდებიან, როგორც „მამიკოს პატარა გოგონები“ , შემდგომში ყველა მამაკაცისგან იგივეს მოითხოვენ, მიუხედავად ეკუთვნით თუ არა ის მამაკაცი მათ.
  • მის სასოწარკვეთილი –   ქალი, რომელიც მომენტალურად მზად არის ქორწინებისთვის,  შეუძლია ამისთვის მახეების დაგებაც,  მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია ვინ არის ბიჭი, ან რას აკეთებს.
  • მის  რენეგატი -ასეთი ქალების  100 %-იანი ცვლლება ხდება მას შემდეგ რაც ურთიერთბა ღრმა ფაზაში შედის (ქორწინება), სანამ ურთიერთბის დასაწყისია, ყველაერს იდეალურად აკეთებს, მამაკაცს ესმის მისგან მხოლოდ ის რისი გაგებაც უნდა,  შემდგომში ყველაფერი რადიკალურად იცვლება.
  • მის მაცდური – ძლიერ სექსუალური ქალები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ იმით, რომ მამაკაცები დასდევენ, მათ შეუძლიათ მრავალი მამაკაცის მოხიბვლა, არიან სექსუალურები, იცვამენ შესაბამისად, იქცევიან სათანადოდ, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს.. იზიდავენ მამაკაცებს, როგორც ყვავილი ფუტკარს,  მისი გულის მოგებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, შენარჩუნებას კიდევ უფრო დიდი რესურსები. ვინაიდან  შეუძლია მალე გადაერთო „უკეთეს“ მამაკაცზე.
  • მის კონტროლი – მამაკაცის ცხოვრებაში ნებისმიერ სადავეს საკუთარ ხელში იღებს, განსაზღვრავს რას ჩაიცმევს,სად წავა, რამდენ ხანს დარჩება, რას შეჭამს,  როდის ექნებათ სექსი და ა.შ. მამაკაცის ყველა დეტალს აკონტროლებს და თავად ღებულობს „საუკეთესო“ გადაწყვეტილებებს.

მოცემული ჩამონათვალი წარმოადგენს ქალების ტიპაჟების ყველაზე უარყოფით ნაწილს, თუმცა კაცების ნაწილისთვის ასეთი ქალებიც კი შეიძლება იყვნენ ძლიერ სასურველი და სასიამოვნო. სტატია მომზადებულია  „ასქმენ“-ის „12 ქალის ტიპი, რომელიც  უნდა აირიდო“ -ს მიხედვით.