მეტი სიახლოვისთვის

photo-is-your-spouse-sexually-satisfied

წყვილის ურთიერთბა დროსთან ერთად შედარებით უარყოფითი და მოსაწყენი ხდება,  ხშირად პრბლემები ჩნდება, როგორც საწოლში ასევე ემოციურ ინტერპერსონალურ ურთიერთბებში, თუმცა არსებობს გზები, რომლებითაც ამ პრობლემების დაძლევა შესაძლებელია:

  •  მოსმენა  (გამორთული მედია საშუალებების ფონზე) – ექსპერტები თანხმდებიან, რომ პარტნიორებს შორის  ყურადღებიანი საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და საკუთარი პრობლემების თუ იდეების გაზიარება ამცირებს პარტნიორებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტს. მოსმენა მარტივად ჟღერს, თუმცა ის მეტია ვიდრე ორი ადამიანის ერთ ოთახში ყოფნა. მნიშვნელოვანია სხვა საშუალებები ტელევიზორი, რადიო, კომპიუტერი საუბრიასას არ იქცევდნენ ყურადღებას,  იყოს პარტნიორებს შორის თვალებით კონტაქტი, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.  მოსმენას მაშინ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც პარტნიორი გაღიზიანებული ან აღელვებულია.  თუ მოუსმენთ მას ყურადღებით, პრობლემის დიდ ნაწილს უკვე  მოაგვარებთ.
  • ურთიერთბის დადებით მხარეებზე ფოკუსირება –  როდესაც ადამიანი ხვდება პირველად თავის მომავალ პარტნიორს, როგორც წესი ყურადღებას ამახვილებს დადებით მხარეებზე, ნაკლებ ყურადღებას აქცევს მის უარყოფით ნაწილს,  დროსთან ერთად ადამიანი გადაერთვება დადებითიდან უარყოფითზე და უკვე იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას რაც არ მოსწონს ან აღიზიანებს,   ეს მდგომარეობა ურთიერთობაში ქმნის დაძაბულობა, თუ ნეგატიური ტალღა ზღვარზე ძლიერი იქნება, შეიძლება ურთიერთბა დაანგრიოს, ამიტომ საჭიროა ძველებურად, ადამიანი ეცადოს პარტნიორის დადებით მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება, ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რაც უყვარს პარტნიორში და რაც ყოველთვის ხიბლავდა.
  • კრიტიკის შეწყვეტა – ფსიქოლოგების ხედვით ადამიანზე  მუდმივი კრიტიკა პარტნიორისგან ძალზედ ცუდად მოქმედებს,  შეიძლება ადამიანი ფიქრობს, რომ თუ გაუმახვილებს ყურადღებას უარყოფით მხარეებზე, ამით პარტნიორს დააფიქრებს საკუთარი ქმედების სიზუსტეზე, თუმცა  რეალურად ეს გზა არ მუშაობს. არ უთხრათ პარტნიორს, რომ არ არ მოგწონთ მისი ქცევა, როცა შენიშვნის მიცემა გინდათ უთხარით, რომ მეტად მოგეწონებათ, ან ხომ არ ჯობია, რომ ასე გაეკეთებინა. კრიტიკა უნდა იყოს ძალიან რბილი და ზომიერი. კრიტიკას ყველთვის ბალანსირებულად თან ახლდეს დადებითი უკუკავშირი, ანუ  უთხარით 20 დადებითი წინადადება და ერთი კრიტიკა, როცა გინდათ, რომ მან საკუთარი ქცევა შეცვალოს.
  • მეტი დროის გატარება ერთად – წყვილის ემოციური ინტიმურობის ამაღლებისთვის კარგი საშუალებაა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეში რამოდენიმე წუთის მაინც ერთმანეთისთვის დათმობა. დილით -გაღვიძებისას და საღამოს- დაძინების წინ.
  •  მეტი შეხება – პარტნიორთან შეხებას, მოფერებას, ჩახუტებას, კოცნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური კონტაქტი გამოხატავს სითბოს, ზრუნვას, ამცირებს სტრესს და დაძაბულობას, მას ურთიერთობაში უდიდესი „ყინულის“ გალღობაც კი ძალუცს.