ნაადრევი ეაკულაცია და მისი მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაცია – ნაადრევი გათავება მინიმალური აგზნების პირობებში, რომელიც ვითარდება სქესობრივ აქტამდე, ან მისი დაწყებისთანავე. ეს იწვევსორივე პარტნიორის უკმაყოფილებას,ფსიქოლოგიურ დისკომფორტსა და ურთეირთობებში პრობლემებს.

ნაადრევი ეაკულაცია ძალიან ხშირი პრობლემაა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ უროლოგიური პაციენტების 30% იტანჯება ამ პრობლემით.

ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი ვლინდება სქესობრივი ცხოვრების დაწყების პერიოდში და უხშირესად უკავშირდება მომატებული აგზნებადობასა და ნერვიულობას სქეობრივი აქტის დროს. მეორადი არის შეძენილი და გამოწვეული სხვადსხვა ანთებითი პროცესებით წინამდებარ ჯირკვალში, ურეთრასა ან სასქესო სისტემის რომელიმე ნაწილში. ეს დაავადებები ნეგატიურად აისახებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ძვრების მის ფუნქციონირებაში და აგრეთვე შესაძლოა გახდეს სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობის მიზეზი.

ნაადრევი ეაკულაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები აიძულებს მამაკაცს თანდათან საერთოდ უარი თქვას სქესობრივ კონტაქტებზე. საქმე იმაშა, რომ ასეთი პრობლემის დროს მამაკაცი მხოლოდ ეაკულაციაზეა კონცენტრირებული, სექსის დროს ვერ ფიქრობს სიამოვნებაზე და, როგორც წესი, ესეც თავის მხრივ ხელს უწყობს მალე გათავებას.

ეაკულაციაზე კონცენტრირება აგრეთვე ცუდად მოქმედებს ერექციაზე. შედეგი – ერექტიული დისფუნქცია.

მიზეზები

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი რომ გაირკვეს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება. ჩვეულებრივ გამოკვლევა იწყება პაცინეტის გამოკითხვით, შემდეგ გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერება, რექტალური  და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ამ მეთოდების საშალებით სპეციალისტს შეუძლია სხვადასხვა ინფექციის არსებობა დაადასტუროს-უარყოს. დამატებითი მეთოდების საშუალებით უნდა გამოიკვლიონ პენისის სისხლმომარაგებაც.

პირობითად გამოიყოფა 4 მიზეზი:

  1. პარაცენტრალური წილების არსებობის სინდრომი. ეს დაავადება შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ვლინდება თავის ტვინში ზეაგზნების უბნის გაჩენით, რაც იწვევს საშარდე სისტემის დისფუნქციას, პოლუციას ხშირი სქესობრივი კონტაქტების პირობებშიც კი;
  2. ანთებითი პროცესები სათესლე ბორცვაკში;
  3. მოჭარბებული სექსუალობა, მაღალი სქესობრივი აქტივობა მამაკაცში, რაც ვლინდება ხშირ, მაგრამ არახანგრძლივ სქესობრივ კონტაქტებში;
  4. ზურგის ტვინის გავა-წელის მიდამოში ეაკულაციის პროცესის რეგულაციის დარღვევა.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის კურსი ყველა პაცინეტისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამოკვლევების შედეგებზე. ჩვეულებრივ, მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მოხსნისკენ არის მიმართული.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის აუცილებლობას განაპირობებს მისინეგატიური გავლენა მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაზე. სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, თუმცა საშუალოდ 1-10 წთ მოიაზრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ნაადრევად ითვლება 1 წუთზე ადრე დამდგარი ეაკულაცია.

არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ნაადრევ ეაკულაციად ითვლება ყველა შემთხვევა, როცა მამაკაცს არ შეუძლია მისი გაკონტროლება.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა:

ნაადრევი ეაკულაციის მკურნნალობა უკავშირდება მიზეზების გამოვლენას. მათ მიეკუთვნება:

  • იშვიათი სქესობრივი აქტები;
  • სქესობრივი აქტის დროს შიში და ნერვიულობა;
  • ქრონიკული ნათებითი დაავადებები წინამდებარე ჯიკრვალში;
  • პენისის თავის ჰიპერმგრძნობელობა.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. გამოიყენება შემდგომი მეთოდები:

  • ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი დაავადებების მკურნალობა;
  • სექსუალური და ქვევითი თერაპია;
  • მედიკამენტების გამოყენება;
  • რეფლექსოთერაპია;
  • აკუპუნქტურა;
  • ქირურგიული ჩარევა.

ადგილობრივი მკურნალობა მოიცავს ადგილობრივად ანესთეტიკებისა და პრეზერვატივის გამოყენებას, რაც აქვეითებს პენისის მგრძნობელობას და ახანგრძლივებს ეაკულაციის დადგომას.

მედიკამენები უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ, დამოუკიდებლად მათი მიღება არ შეიძლება.

ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა საჭიროა ქირურგიული ჩარევით – ჩუჩის მოკვეთა, ლაგამის პლასტიკითა და პენისის დენერვაციით. ამავე მიზნით გამოიყენება პენისში ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობაში მეტად ეფექტურად ითვლება ქირურგიული არევა.

ნაადრევი ეაკულაცია – ნაადრევი გათავება მინიმალური აგზნების პირობებში, რომელიც ვითარდება სქესობრივ აქტამდე, ან მისი დაწყებისთანავე. ეს იწვევსორივე პარტნიორის უკმაყოფილებას,ფსიქოლოგიურ დისკომფორტსა და ურთეირთობებში პრობლემებს.