მოწევა და ქალის უშვილობა


უშვილობა ქალების დიდი ნაწილისთვის ტრაგედიაა, რამეთუ დედობის სურვილი თითქმის ყველა ქალს უჩნდება. ქალის უშვილობა შეიძლება ძალიან ბევრმა მიზეზმა განაპირობოს, მათ შორის მოწევამ.

მოწევა მავნებელია ქალის მთელი ორგანიზმისთის, მაგრამ ჩვენს პოსტში საუბარი იქნება თამბაქოსა და ქალის სასქესო სისტემის ურთიერთკავშირზე.

ინგლისელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს მასშტაბური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 17 000-მდე ქალი. კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა, რა გავლენა აქვს ქალის შვილოსნობაზე მოწევას. შედეგებმა გააკვირვა მეცნიერები – აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში ქალის მიერ მოწეული ყოველი ღერის სიგარეტი ქალის შვილის ყოლის შესაძლებლობის უკუპროპორციულია.

თამბაქოს კვამლში არის ნივთიერებები, რომლებიც აზიანებენ ქალის სასქესო უჯრედებს. ამ დაზიანებების შედეგად სპერმატოზოიდით განაყოფიერება ვერ მოხდება და თუკი მოხდება, ჩანასახი სიცოცხლისუნარიანი არ იქნება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რაც მეტი დროს გასული თამბაქოს მოხმარებიდან (ნიკოტინზე დამოკიდებულების პერიოდი), მით მეტი კვეცხურედია დაზიანებული.

გარდა ამისა, პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, რომლებიც ჭარბადაა თამბაქოს კვამლში, იწვევენ კვერცხუჯრედის სიკვდილს. ამ ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ირთვება კვერცხუჯრედების აპოპტოზი (პროგრამირებული კვდომა) და იწყება მათი ნაადრევი დაბერება-განადგურების პროცესი. ქალის მიერ სიგარეტის მოხმარების რამდენიმე წელი საკვერცხის ამოკვეთის ტოლფასად ითვლება.

კვერცხუჯრედების ასეთი ნაადრევი კვდომა განაპირობებს მწეველ ქალებში მენოპაუზის ნაადრევ დადგომას (დაახლოებით 3 წლით ადრე).

მხოლოდ კვერხუჯრედები არ ზარალდებიიან ქალის მწეველობით. სერიოზულად ზიანდება ფალოპის მილების ღრუ. საშვილონოს მილები ამოფენილია ნაზი, ქიმიური და ტოქსიური ნივთიერებებისადმი ძალიან მგრძნობიარე მოციმციმე (წამწამოვანი) ეპითელიუმით. ერთი ღერი სიგარეტის მოწევის დროს ქალის ორგანიზმში ხვდება რამდენიმე ათატის ტერატოგენული და მომწამლავი ნივთიერება, რომლებიც განაპირობებენ ფალოპის მილების ნაზი ეპითელიუმის კვდომას. ეს კი თავისთავად გულისმობს იმას, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) ვერ მოხვდება საშვილოსნოს ღრუში. ამ მიზეზით ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა და უშვილობა.

მოწევას ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ხელოვნურ განაყოფიერებაზეც. მწეველ ქალებში გაცილებით უფრო რთულია ნაყოფის შენარჩუნება და სპონტანური აბორტის სიხშირე ზალიან მაღალია.