ქრონიკული პროსტატიტი

Acupuncture

მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი /ქრონიკული პროსტატიტი

მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი გვხვდება, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. კაცებში მას ზოგჯერ ქრონიკულ პროსტატიტსაც უწოდებენ.  ეს მდგომარეობა განსხვავდება ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტისგან და მწვავე პროსტატიტისგან.  ზოგჯერ მას პროსტატოდინიასაც უწოდებენ (პროსტატის ტკივილი).

ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს: შორისის მიდამოში ტკივილი, მენჯის ღრუს მიდამოში ტკივილი, პროსტატის საპროექციო არეში შეხებისას ტკივილი,  დისურია (ტკივილი შარდვისას), მიალგია(კუნთების ტკივილი), ართრალგია(სახსრების ტკივილი).  ტკივილი შეიძლება ირადირებდეს ზურგის მიდამოშიც. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი -დაწყებული უბრალო დისკომფორტის შეგრძნებიდან – მძიმე ტკივილამდე.  შეიძლლება ახასიათებდეს მუცლის ტკივილიც, პენისზე გამუდმებული წვის შეგრძნება, ტკივილი ეაკულაციისას (ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სიმპტომი).  მამაკაცების ნაწილი აღწერს ლიბიდოს დაქვეითებას, სექსუალურ დისფუნქციას და ერექტიულ დისფუნქციასაც.

მიზეზები;

  •  ენდოკრინული – სტრესის შედეგად, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის გამომუშავებულმა ჰორმონებმა, შეიძლება გამოიწვიონ ანთებითი პროცესები მენჯის ღრუში
  • ნეიროგენული – ნერვული  სისტემის დაზიანებამ, ტრავმამ, ტრავმის შემდგომ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესით გამოწვეული გენიტოურინარული  ანთებითი რეაქციის მსგავსი პროცესები.
  • ბაქტერიული ანთებითი რეაქციები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა გამომწვევ მიზეზად, თუმცა დღეისთვის მიიჩნევა, რომ მათი როლი არ არის არსებითი.  მიუხედავად ამისა ექიმების ნაწილი მაინც იყენებს ანტიბიოტიკებს, მათი გამოყენების სისწორე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
  •  კლიმატი -სიცივეს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სინდრომის განვითარებაში,  კვლევებმა ცხადჰყო, რომ იმ ქვეყნებში სადაც უფრო ცივი კლიმატია, მეტია ამ სინდრომის გავრცელება.

ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოზისთვის არ არსებობს კონკონკრეტული სპეციფიური ტესტები,  ვინაიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ამ დაავადების ეტიოპათოგენეზის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ  პროსტატიტების დიაგნოზის 90-95 % -ს სწორედ ეს სინდრომი შეადგენს.  ქრონიკული პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირია 35-45 წლის ასაკში.  შეიძლება იყოს ანთებითი ან არაანთებითი, ამას განსაზღვრავენ პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტების რაოდენობით.

დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია:  შარდის ბუშტის ყელის ჰიპერტროფიიასთან, ურეთრის სტრიქტურასთან,   საშარდე გზების რეფლუქსთან. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ცისტოსკოპიის და უროდინამიკური ტესტების ჩატარება.

ქრონიკული მენჯის ტკიცვილის სინდრომის გავრცელება პოპულაციაში არის საშუალოდ 6 % -ია.

მისი მკურნალობა ძლიერ ძნელია, ვინაიდან ამ სინდრომის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის ნაკლებობაა მედიცინისთვის.

მკურნალობა მოიცავს: ფარმაკოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ელემენტებს

  •  გამოიყენება: ალფა ბლოკერები, ანტიბიოტიკები, ყველაზე ეფექტურია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები (იბუპროფენი);
  •  ალფა ბლოკერების და ანტიბაქტერიების ეფექტურობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას;
  • ზოგ შემთხვევაში ნაჩვენებია ტრანსურეტრული პროსტატის აბლაცია;
  • ფსიქოლოგიურ მკურნალობას წარმოადგენს შფოთვის და პანიკური შეტევების (თუ ასეთები არსებობს) შემცირება;
  • ფიზიო რელაქსაციური თერაპიები;
  • აერობული ვარჯიშები;
  • ანტიდეპრესანტები, ბენზდიაზეპინები;
  • ფსიქოთერაპიები.