მოწევა და მამაკაცის უშვილობა

უშვილობის პრობლემა მამაცებშიც ისეთივე აქტუალურია, როგოც ქალებში.

მამაკაცის უშვილობას, ისევე როგორც ქალის უშვილობას უამრავი მიზეზი აქვს. მათ შორის არის მოწევა. ამასთან რაც ადრე იწყებს მამაკაცი მოწევას, მით ადრე დაკარგავს შვილოსნობის უნარს. ისინი, ვინც მოწევა სიწყებს მოზარდის ასაკში, 30-35 წლისთვის უკვე დგანან უშვილობის პრობლემის წინაშე. მოწევა უდიდეს გავლენას ახდენს მამაკაცის ორგანიზმზე ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში. თუმცა ძირითადი დარტყმა მოდის მოწევის დაწყებიდან 10-15 წლის შემდეგ.

ნიკოტინი თავისი არსით უძლიერესი ნეიროპარალიზური შხამია. ნიკოტინის სისხლში რეგულარული მოხვედრით მცირდება მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა. დროთა განმავლობაში იკარგება, როგორც სპერმატოზიდების მოძრაობის უნარი, ასევე მათი მოძრაობის ტრაექტორია.

მოწევის ათწლიანი გამოცდილების შემთხვევაში, როცა მამაკაცი ეწევა დაახლოებით ერთ კოლოფ სიგარეტს, მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა იკლებს 30%-ით. 10 წელს ზევით კი – 60%.

ეს მაშინ, როცა მოწევა ერთადერთი მავნე ფაქტორია, რომელიც მოქმედებს სასქესო სისტემაზე უარყოფითად.

ნორმაში ჯანმრთელი მამაკაცის მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა არის 70% (არა უმცირეს 50%). მწველევ მამაკაცში ეს მაჩვენებელი ხანგრძლივი მწვეველობის შემთხევაში ფაქტიურად ნულს უტოლდება.

სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარზე მოქმედებს აგრეთვე სპერმის სიბლანტე. ნიკოტინი და თამბაქოს კვამლის შემადგელობაში არსებული ნივთიერებები ზრდიან სპერმის სიბლანტეს. მომატებული სიბლანტე (წებოვნება) კიდევ უფრო აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს და ცვლის მოძრაობის ტრაქეტორიას. მომატებული წებოვნების პირობებში სპერმატოზიდს სჭირდება დამატებითი ენერგიული დანახარჯები, რომ გადალახოს ეს წინააღმდეგობა, რაც მოძრავი სპერმატოზოიდების ისედაც შემცირებული რაოდენობის პირობებში მკვეთრად აქვეითებს განაყოფიერების ალბათობას.

ზოგიერთ შემთხვევაში მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ექსკრეტორული ტიპის უშვილობა.უშვილობის ეს ტიპი გულისხმობს თესლის გამომტან სადინრებში სპერმის ნორმალური გადაადგილების შეუძლებლობას გულისხმობს.

უმრავლეს შემთხვევაში მოწევით გამოწვეული უშვილობა იკურნება. საქმე იმაშია, რომ მამაკაცის სასქესო უჯრედებს აქვთ უნარი 2,5 თვის განმავლობაში სრულად განახლდნენ, ანუ თუკი მავნე ფაქტორები არ იმოქმედებენ, სპერმატოგენეზი არ შეფერხდება და მომწიფდებიან ახალი, ჯანმრთელი სპერმატოზოიდები. ამისთვის ამამკაცმა უნდა დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, სპრტით დაკავება, ჯანსაღი კვება. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს აღდგენით პროცესებს და მამაკაცს კვლევა ექნება შვილის ყოლის საშუალება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცი, რომელსაც აქვს უშვილობის პრობლემა, მოწევისთვის თავის დანებებით გაზრდის შვილის ყოლის ალბათობას.