თეორიები სექსუალობის შესახებ

Human_Sexuality

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის სექსუალობას ნაკლებ ბიოლოგიური და მეტად სოციალური საფუძველი ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ადამიანის სექსუალობის, უნივერსალურობის  თემა და ბიოლოგიური საფუძვლები.   სოციალ კონსტრუქციონალისტური თეორიის თანახმად ადამიანის სექსუალობა არის  ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების შერწყმით მიღებული პროცესი,  რომელშიც სუბიექტურობა დიდ როლს თამაშობს,  განსხვავებული გარემო ფონის პირობებში ადამიანების სექსუალობა მეტად განსხვავებული და გაუგებარია ერთმანეთისთვის.  ამ ჰიპოთეზაზე ფემინისტები ხშირად აკეთებენ აქცენტს და ხაზგასმას, მაგ. კაცს უბრალოდ არ შეუძლია განიცადოს ქალის მდგომარეობა.  ფემინისტურ ხედვაში ადამიანის სექსუალობას განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს.  სოციალ კონსტრუქციონალიზმის იდეა არის მოვლენების და ფენომენების საზოგადოებაში ფორმირება მეტად თავისუფალლი არჩევნის შედეგად, ვიდრე წინასწარ განსაზღვრულად. ამ მახასიათებლით კონსტრუქციონიზმი უარყოფს და ეწინააღმდეგება დეტერმინიზმს და ესენციალიზმს.  დეტერმინიზმის თანახმად ყველა მოვლენა მკაცრად არის განსაზღვრული, მაგ. დეტერმინიზმით  უმეტეს წილად ბიოლოგიური და გენეტიკური საფუძველი აქვს ადამიანის სექსუალურ ქცევას,  სექსუალური ორიენტაცია არის წინასწარ განსაზღვრული და ა.შ.   სოციალური თეორიები ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიან კონვენციურ სამედცინო ცოდნასთან. მაგ. როცა ვლინდება, რომელიმე სექსუალური ქცევის, ან ორიენტაციის განმსაზღვრელი გენები, მაშინ ნაკლებ მნიშვნელობა ენიჭება გარემო ფაქტორებს.

ბოლო ათწლეულებში ფემინისტურმა თეორიებმა და შეხედულებებმა  საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა. მაგ. სექსუალური რევოლუცია 1960-იან წლებში დაიწყო და 90 იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.  ამ პერიოდში მოხდა თავისუფალი სექსის დამკვიდრება, აბორტის ლეგალიზება, ჰომოსექსუალური კავშირებისადმი დამოკიდებულებების შეცვლა და ა.შ.  პრაქტიკაში ამ რევოუციამ ქალების სექსუალობაში მეტი შეცვალა, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში.  ამ მოვლენებმა ცხადჰყო, რომ  ადამისნის სექსუალურ ქცევას ჰქონდა  მეტად სოციუმზე დამოკიდებულება, რამოდენიმე წელიწადში შეიცვალა ქალების ქცევა, განწყობა და დამოკიდებულება სექსუალობის მიმართ და არა მარტო.

ფემინისტების ნაწილი ცდილობს მოძებნოს  ბიოლოგიური და გენეტიკური მტკიცებულებები ქალების თანასწორობის ან აღმატებულობის დასამტკიცებლად.  1995 წლისთვის  (Tiefer) , გაძლიერდა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც  სექსი არის ნაკლებად ბიოლოგიური, არ არის  უნივერსალური ადამიანებისთვის,  გარემო და კულტურული გავლენა კი ახდენს ადამიანის ან სექსუალიზებას, ან დესექსუალიზებას.  კონსტრუქციონისტების  ნაწილის და ფემინისტების მიხედვით ამოსავალი წერტილი არის ძალა, სწორედ ძალის გამო არიან ქალები „დაჩაგრულები“, არ არიან პოლიტიკაში(ან არიან ნაკლებად), მათ აზროვნება არ იმსახურებს შესაბამის პატივისცემას და ა.შ. ეს ფენომენი ეხება სექსუალობასაც.  მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰეტეროსექსუალობა არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, არამედ სი სოციალიზებული პროცესია და ჩამოყალიბდა  დროთა განმავლობაში სიძლიერის და ძლევამოსილების შენარჩუნების მიზნით კაცების მხრიდან. მაგ. მამაკაცი აუპატიურებს ქალს, არა იმიტო, რომ მასთან უნდა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ძლიერებას გაუსვას ხაზი. შესაბამისად ამ მოსაზრების თანახმად მამაკაცებისთვის არა სექსუალობა, არამედ ძალაა მამოძრავებელი.  ფემინისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია აგებულია  კაცის შესაძლებლობაზე, რომ მოიხმაროს და „გააუპატიუროს“ ქალი.

70-იან წლებში იყო მცდელობა, რომ გენდერული როლები სექსუალობის მხრივ გათანაბრებულიყო.  აღმოფხვრილიყო ორმაგი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ქალებს ეკრძალებოდათ სექსუალური აქტივობა, მაშინ, როცა კაცებისთვის ამის პრომოცია ხდებოდა.  მიუხედავად ამისა გენდერული განსხვავება არსებობს ადამიანის სექსუალურ ქცევაში, რომელიც არ არის შეზღუდული. მაგ. ქალები მასტურბირებენ შედარებით ნაკლებად  ვიდრე მამაკაცები.  თუმცა ამ მოვლენასაც ხსნიან  ფემინისტები, იმით, რომ ბიოლოგიურად ქალებს მეტად უჭირთ ორგაზმის განცდა, ვიდრე მამაკაცებს, შესაბამისად ეს სხვეობა შეიძლება იწვევდეს მასტურბაციის სიხშირეს შორის სხვაობას.   თუმცა რეალურად ეს მსჯელობა მაინც ადამიანის სექსუალური ქცევის ბიოლოგიურ ასპექტებს ეფუძნება.

ევოლუციური თეორია – ეწინააღმდებება ზევით განხილულ კონსტრუქციონალისტურ და ფემინისტურ თეორიებს. ევოლუციური თეორია ეფუძნება რეპროდუქციულ წარმატებულობას.  ვინაიდან შეწყვილება არის ცენტრალური მოვლენა რეპროდუქციული წარმატებულობის  ადამიანის სექსუალობა მეტწილად განპირობებულია ბუნებრივი მდგომარეობით, წარმოადგენს უნივერსალურ მოვლენას და გარდაუვალობას.  ევოლუციური თეორიის მიხედვით ადამიანის სექსუალური ქცევა, სექსუალური იდენტურობა და სექსუალური ორიენტაცია დამოკიდებულია მის გენეტიკურ მდგომარეობაზე, ანუ დეტერმინირებულია.  ამ თეორიამ დისკომფორტი შეუქმნა მრავალ ადამიანს, რადგა იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი სექსუალობის შესახებ წინასწარ განსაზღვრულია და არ არის ადამიანის სურვილზე დამოკიდებული, ასევე ისეთი ინტიმური გრძნობებიც კი როგორიცაა სიყვარული არის გონებიდან და არა გულიდან,  ამ მოვლენების გაცნობიერება გარკვეული ადამიანებისთვის დისტრესია.  ევოლუციური თეორია ადამიანის სექსუალობას მის უმეტეს წილად  ბიოლოგიასთან აკავშირებს.

ევოლუციური თეორიის მიხედვით ორგანიზმების ფიზიკური და ფსიქოლოგიური „დიზაინი“ მოწყობილია ბუნებრივი სელექციის შესაბამისად და ადაპტაციურად, ანუ ისე, რომ გამრავლდეს მეტად  და ჰქონდეს შეწყვილების შესაძლებლობა, ვიდრე თავის კონკურენტებს.

მამაკაცების და ქალების სექსუალური ქცევა და დამოკიდებულება მართლაც განსხვავდება, მაგ კაცები მეტად არიან ორიენტირებული შემთხვევით სექსზე, ვიდრე ქალები. ისინი მეტად ეძებენ ახალგაზრდა და ნაყოფიერ ქალს, ქალებს კი მოწიფული და მაღალი სოციალური სტატუსის კაცები ურჩევნიათ.

კაცები მიდრეკილები არიან შემთხვევით კავშირებისკენ, ქალებს კი ხშირად შეთანხმებები და წინაპირობები სჭირდებათ სქესობრივ კავშირამდე.

ევოლუციური თეორიის თანახმად კაცებს და ქალებს შორის განსხვავებული ბიოლოგიური მონაცემები ქმნის განსხვავებულ რეპროდუქციულ ტაქტიკას.

ქალი გამრავლებაში მეტ ინვესტიციას (ცხრა თვე საკუთარ სხეულს) დებს, ვიდრე მამაკაცი, შესაბამისად ამ მოვლენისადმი მათი დამოკიდებულება ბიოლოგიის შესაბამისად  განსხვავებულია ვიდრე მამაკაცების.  როგორც წესი ქალებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ ვიდრე მამაკაცებს პარტნიორის არჩევისას.  დღევანდელი ევოლუციონერების ხედვით არსებობს გენეტიკური დეტერმინიზმი  და არსებობს ასევე გარემო ფაქტორები ( სწავლა, სოციუმი და კულტურა), რომლებიც ურთიერთქმედებენ  გენეტიკური მდგომარეობასთან და ცვლიან ადამიანის   სექსუალური ქცევას.