კლიტორის ტკივილი

კლიტორის ტკივილი შემაწუხებელია და შფოთვის მომგვრელი სიმპტომია. იგი ვლინდება შემდგომი მიზეზებით:

  1. კლიტორის მექნიკური გაღიზიანება, რომელიც გამოიწვევა ხელის მკვეთრი მოძრაობით, კბილების უხეში შეხებით. გარდა ამისა, არაკომფორტული ქვედა საცვალი, რომელისაც ნაკერი აქვს კლიტორის მიდამოში, ან ძალიან ვიწრო შარვალი, რომელიც ეხახუნება ქალის ვულვას აგრეთვე შესაძლოა კლიტორის ტკივილის მიზეზი გახდეს. ამ დროს კლიტორის მიდამოში ხდება მცირე სისხლჩაქცევა და ყალიბდება მტკივნეული პატარა ჰემატომა;
  2. ჰიგიენური პროცედურების არასტაბილურობა აგრეთვე იწვევს გაღიზიანებას და კლიტორის ტკივილს;
  3. თავისი შენებით კლიტორი ახლოს დგას მამაკაცის პენისის შენებასთან – მასაც აქვს თავი და მისი მფარავი ჩუჩა. სექსის დროს კანის ეს ნაოჭი (ჩუჩა) მუდმივად მოძრაობს. ზოგჯერ ქალებში კლიტორის ჩუჩა ძალიან დიდი და მის ქვეშ გროვდება სმეგმა. ამის გამო ხდება კლიტორის მიდამოს გაღიზიანება და ანთებითი პროცესისი განვითარება. ასეთი შემთხვევის დროს ქალბს ურჩევენ ჩუჩის შემოჭრას, რაც მამაკაცებში გაკეთებული ცირკუმციზიოს ანალოგია, ოღონ მცირე მასშტაბებში;
  4. ტკივილი კლიტორის მიდამოში შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ , მაგ, ჰერპესმა. ტკივილს იწვევს აგრეთვე კანდიდოზი;
  5. მშობიარობის შემდგომაც ბევრი ქალი უჩივის კლიტორის ტკივილს. როგორც წესი, ეს არ საჭიროებს ექიმის ჩარევას და რამდენიმე კვირაში თავისით გვარდება;
  6. კლიტორში თავმოყრილია უამრავი მგრძნობიარე დაბოლოება, რაც მას მეტისმეტად მგრძნობიარეს ხდის. კლიტორში ტკივილის გამოწვევა კუნილინგუსის დროსაც შეიძლება ენით ძლიერად ზეწოლით.

კლიტორის მიდამოში ტკივილის გამოჩენა საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას.