ფსიქოანალიზური თეორია და სექსუალობა

Electra-Complex-dan-Oedipus-Complex

ფსიქოანალიზურ თეორიას საფუძველი ჩაეყარა ფროიდის(1856-1936)  მიერ,  თავიდან მან შექმანა ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურული და ტოპოგრაფიული მოდელები, შემდეგ ეს თეორიები გაშალა და განავითარა. ფროიდსვე ეკუთვნის ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების თეორია.

ფროიდის მიხედვით სექსუალური ლტოლვა (და აგრესია) ადამიანის უმნიშვნელოვანესი მოტივაციებია.  ის აიძლულებს ადამიანს იმოქმედოს.  ფროიდი მიიჩნევდა, რომ სექსუალური ლტოლვა  გამოიხატება ადამიანებში სხვადასხვაგვარად, ზოგი ავლენს მას ღიად, ზოგი მიმართულებას უცვლის საკუთარ მამოძრავებელ ძალას და საკუთარ სექსუალურ ენერგიას ახმარს სხვა მოვლენებს.  მაგ. ხატავს, მუშაობს ბევრს, წერს და ა.შ.  ამ მოვლენას  ფროიდმა სუბლიმაცია უწდა, ანუ ერთი სახის  არასასურველ სურვილებს და ძალას უცვლის მიმართულებას ისეთი კუთხით რაც მას აარიდებს ცნობიერის კონფლიქტს.

ფროიდს ეკუთვნის ასევე პროექციის   თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანს თუ აქვს საკუთარი  ცნობიერისთვის მიუღებელი ფიქრები და სურვილები (ამის ხშირ მაგალითს წარმოადგენს ჰომოსექსუალური ლტოლვა), ის საკუთარ სურვილებს აბრალებს სხვას და შემდეგ იმ ადამიანის მიმართ რადიკალურად და მკაცრად განეწყობა.  მაგ. ადამიანი, რომელსაც სურს ჰომოსექსუალური კავშირი, მაგრამ მისთვის ეს ფიქრები მიუღებელია, ფიქრობს  და ამბობს, რომ მის გარშემო არიან ჰომოსექსუალები და  ყველანი გასანადგურებლები არიან.

ეს მდგომარეობა, როცა ადამიანი  გამოკვეთლ ზიზღს გამოხატავს საკუთარი მსგავსების მიმართ შეესაბამება ფროიდის მეორე დაცვით მექანიზმს,  რეაქციის ფორმაციას. მაგ. ადამიანი, რომელსაც აქვს ზოოფილური სურვილები, ამბობს, რომ ეზიზღება ზოოპორნო და ზოოფილები.    მამაკაცი, რომელსაც არ აქვს დიდი პენისი  საზოგადოებაში  აქცენტს აკეთებს, იმაზე, რომ საკუთარი პენისი დიდია და ხშირად საუბრობს მასზე.  გოგონები, უფრო ქალურად და კეთილად, რომ წარმოაჩინონ თავი შეიძლება არ უყვარდეთ ბავშვები, მაგრამ ამბობენ, რომ გიჟდებიან ბავშვებზე.  მეცნიერულად ამ თეორიის მხარდამჭერი კვლევები არსებობს.  (Adams, Wright, & Lohr, 1996)

ფროიდის აზრით ადამიანები ბუნებრივად არიან ბისექსუალები (უფრო კონკრეტულად განხილული იქნება ქვევით) და თანდათან სოციალიზების პროცესში ისაზღვრება მათი გენდერული როლი და სექსუალური ორიენტაცია.    ადამიანი  შეიძლება იყოს ბისექსუალი სხვადასხვა დონეზე, მეტად ჰომოსექსუალური ან ჰეტეროსექსუალური სურვილებით (კინსის შკალა), თუ სოციუმიუმის გავლენით ადამიანმა მიიღო, ის სექსუალური ორიენტაცია რომელიც ნალებად არის, მაშინ მის ქვეცნობიერში  ის მეორე ნაწილი, რომელიც საპირისპირო ორიენტაციის მიმართ არის შესაბამისაობაში ცდილობს რეზისტენტობა გაუწიოს საზოგადოების გავლენას და მის შედეგებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანს აქვს კონფლიქტი საკუთარ ცნობიერებასთან. შეიძლება მოხდეს პირიქითაც. ასეთ შემთხვევაში  ამ მდგომარეობას ეგოდისტონიურ აშლილობას უწოდებენ.

გოგონები და ბიჭები ადრეულ ასაკშივე ხვდებიან იმ მოვლენას, რომ მათ სხეული არ არის სრული და შეესაბამება, რომელიმე სქესს, ან ქალს, ან კაცს.  მოგვიანებით ბიჭებს უჩნდებათ ეჭვიანობის გრძნობა საშოს მიმართ, გოგონებს პენისის მიმართ . ბიჭები  ზოგჯერ ანუსის ასოცირებას აკეთებენ საშოსთან, შესაბამისად ფირქობენ, რომ მათ აქვთ „ყველაფერი“. ამ მოსაზრების თანახმად გოგონების სექსუალური „დიფერენციაციის“ პროცესი უფრო ტრავმატულია ვიდრე ბიჭების.

ფროიდი მიიჩნევს, რომ ბავშვებს ძლიერი ემოციური და სექსუალური მიჯაჭვულობა უყალიბდებათ თავიდან დედის მიმართ, შემდგომ საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ, ხოლო მსგავსი სქესის მშობელზე ეჭვიანობენ. ამ მოვლენას ფროიდმა ოიდიპოოსის კომპლექსი (ბიჭებში) და ელექტრას კომპლექსი (გოგონებში) უწოდა.

ბიჭებისთვის კონკურენტს წარმოადგენს მამა, რათა „სრულჰყონ“ სიყვარული დედასთან, მშობლებისგან ბავშვი ხვდება წინააღმდეგობას, შესაბამისად აცნობიერებს, რომ სიყვარული დედასთან ვერ შედგება და უვითარდება კასტრაციის შიში და კრიზისი. გოგონებში ეს პროცესი უფრო მტკივნეულად მიმდინარებს, ვინაიდან კასტრაციის შიშს ერთვის თან ის მოვლენა, რომ  მათ პენისი არ აქვთ, შესაბამისად კრიზისი უფრო ძლიერია ვიდრე  ბიჭებში.

ფროიდის მიხედვით ყველაფერი მნიშვნელოვანი ბავშვობიდან იღებს სათავეს, მისი ხედვით ყველა ადამიანი არ იბადება აბსოლიტურ ბისექსუალად (თავისი კლასიკური სამედიცინო განმარტებით), მაგრამ შეიძლება ასეც ეწოდოს, ვინაიდან ადამიანი მზად არის თავიდანვე ნებისმიერი სახის ფიზიკური სიამოვნებისთვის.  იმ ბიჭებისთვის, რომელთა ოიდიპოსის კრიზისი ძლიერი აღმოჩნდება,  შემდგომში ყალიბდებიან სექსუალური დევიაციებით.  ამავე დროს ძლიერი კრიზისი სექსუალობას კონცენტრირებას უკეთებს ერთი მიმართულებით მამაკაცში. ქალებში კი ეს რეპრესია არასრულია და მათ სხეულშიც სექსუალობა უფრო დიფუზურად არის, ყველა მიმართლებით (ამით ხსნიდა ქალების მეტ მოთხოვნილებას პრელურიის და არაკოიტალური ალერსის მიმართ).

ოედიპალურ პერიოდს/რეპრესიას მოყვება ლატენტური პერიოდი, რომელიც გრძელდება სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე.  ამ პერიოდში სექსუალური ლტოლვა და სურვილები შეზღუდულია. გარდატეხის ასაკის დაწყებასთან ერთად კი ისევ მძლავრობს მოზარდში სექსუალური ლტოლვა, იმდენად, რომ მას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს და ხდება ბავშვის მშობლებთან „დაცილება“ იმისთვის, რომ წავიდეს და იპოვნოს პარტნიორი შესაწყვილებლდა. ეს ძებნის პროცესი და ზრდასრულ ასაკში სქესობრივი ქცევა დიდ კავშირში ოედიპალურ სიყვარულთან, წარსულთან, ბავშვობასთან და ამ პერიოდში დაგროვილ  გამოცდილებებთან.