გაუპატიურება

onceuponatimeinamerica (1)

გაუპატიურება წარმოადგენს სექსუალურ ძალადობას, ანუ სექსს თანხმობის გარეშე.  გაუპატიურების მსხვერპლი შეიძლება იყოს, როგორც კაცი, ასვე ქალი.  როგორც ჰეტერო, ასევე ჰომოსექსუალური კავშირის სახით.    მიუხედავად ამ ფაქტებისა გაუპატიურების განხილვა ძირითადად ხდება კაცის  ქალზე ძალადობის მოდელით.

ევოლუციური თეორიის მიხედვით მამაკაცის ქალზე ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა და წარმოადგენს ბიოლოგიურ სტრატეგიას, ხდება იმის გამო, რომ მამაკაცმა გადასცეს გენები ქალს მომავალი თაობის შესაქმნელად. პრეისტორიულ ადამიანებს შორის  მდედრების უმეტესობა წყვილდებოდა მაღალი სტატუსის მამრებთან,  დანარჩენი მამრებისთვის რჩებოდა გაუპატიურება გამრავლების ერთადერთ საშუალებად. შესაბამისად წარსულში მამაკაცები იყვნენ სექსუალურად აგრესიულები რათა საკუთარი რეპროდუქციული შესაძლებლობები გამოეყენებინათ. მამაკაცები, რომლებიც იყვნენ აგრესიულები, მეტად მრავლდებოდნენ, ვიდრე არა აგრესიული მამრები. მეცნიერების ვარაუდით დღესაც სწორედ ეს ძველი გენეტიკური იმპულსები არის ადამიანში შემორჩენილი, რომელიც უბიძგებს მას სექსუალური ძალადობისკენ.

ფემინისტების აზრით გაუპატიურება არის მამაკაცის ძალადობის ერთ – ერთი გამოვლინება იმ მრავალთა შორის, რომელსაც ისედაც ახორციელებს მამაკაცი ქალების მიმართ, თავისი ძლევამოსილების დასამტკიცებლად.  ფემინისტების აზრით გაუპატიურება არის მამაკაცთა საერთო შეთქმულება, რომელსაც თვით არა აგრესიული  და არა მოძალადე მამაკაცებიც უჭერენ მხარს ან არ ეწინააღმდეგებიან.  ფემინისტური თეორიის მიხედვით გაუპატიურების დანიშნულება ქალების დაშინება და დამორჩილებაა.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგ. გაუპატიურება მიეკუთვნება დაბალ სოციალურ უნარებს, ვინაიდან კაცები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი შარმით და პიროვნული თვისებებით მოხიბლონ ქალები, გაუპატიურებას იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად.  თუმცა ამის საწინააღმდეგო  მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს, ვინაიდან მრავალი მამაკაცი, რომელიც ქალებზე ძალადობენ, არათუ ფლობენ მაღალ სოციალურ უნარებს, არამედ მათ აქვთ მრავალი თანხმობითი სექსი, ძალადობის გარდა.

რეაქციული თეორიის მიხედვით გაუპატიურება არის ნარცისისტული რეაქცია, მამაკაცები გაუპატიურებას იყენებენ, როგორც დამატებით საშუალებას და პარამეტრს მიზნის მისაღწევად, მას შემდეგ, რაც ქალი უარს ეუბნება. შესაძლებელია გაუპატიურების მიზეზები იყოს კომბინირებული და ნაწილობრივ იზიარებდეს სხვადასხვა თეორიის დებულებებს.