ჰომოსექსუალობის საფუძვლები

homosexuality

ჰომოსექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც გამოიხატება მსგავსი სქესის მიმართ სექსუალური ინტერესით და ლტოლვით.  ჰომოსექსუალობა არ მიიჩნევა პათოლოგიად და ნორმალური ქცევის ვარიაციას წარმოადგენს.  თეორიების უმეტესობას ძალზედ უჭირს ჰომოსექსუალობის, როგორც მოვლენის,  მიზეზების განხილვა და ახსნა. მაგ. ევოლუციური თეორიისთვის რთული დასადგენია ის მიზეზი რატომ არსებობენ ჰომოსექსუალები, ვინაიდან მათ რეპროდუქციული დანიშნულება არ აქვთ.  თუმცა კინის სელექციის თეორიის თანახმად, ადამიანები ეხმარებოდნენ ახლობლებს რათა წარმატებულად განვითარდნენ და გენები გადასცენ მომავალ თაობებს.  ამ თეორიის მიხედვით რაც უფრო ახლოა ნათესაური კავშირი მით უფრო მეტ დახმარებას ცდილობს ადამიანი მისთვის.  ჰომოსექსუალების როლი პოპულაციაში სწორედ ამ ეორიის მიხედვით შეიძლება აიხსნას. 

კონსტრუქციონისტური თეორიის მიხედვით  ჰომოსექსუალობა არის გარემო კულტურული და სოციალური ფაქტორებით, ასევე აღზრდის და მშობლების გავლენით მიღებული პროდუქტი.  თუმცა საზოგადოებების უმეტესობაში არ არის დადებითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ.  საზოგადოებებში უმეტესად ჰომოსექსუალობა განიცდის გარე პირდაპირ ან არაპირდაპირ ზეწოლას საზოგადოებისგან, რელიგიებისგან, ზოგ შემთხვევაში კანონებისგანაც.  სექსუალური უმცირესობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მძიმე ძალადობის სახეს ატარებს. მაგ. საქართველოში ცოტა ხნის წინ გეი ტურისტები გაკოჭეს და წყალში ჩაყარეს. რაც თავისთავად მძიმე მოვლენაა და საზოგადოების სიჯანსაღეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით ჰომოსექსუალობა არის  ჯილდოს მიღება საფასურის გადახდის გარეშე. მაგ. ქალს არ უნდა დაფეხმძიმება, მაგრამ უნდა სექსი.  კაცს არ უნდა რესურსების გაცემა მუდმივი პარტნიორისთვის, ამიტომ აქვს ჰომოსექსუალური კავშირი მეგობართან და ა.შ.  ემპირიულად ცნობილია, რომ მამაკაცები უფრო მეტად არიან ჰომოსექსუალები, ვიდრე ქალები, თუმცა  ბისექსუალური ორიენტაცია ქალებში გაცილებით მეტია, ვიდრე კაცებში.

ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით ადამიანები იბადებიან ბისექსუალებად, შესაბამისად  ჰომოსექსუალობა განვითარების ერთ-ერთი ბუნებრივი გამოსავალია და მეტი არაფერი.  თუმცა სტატისტიკურად ჰომოსექსუალობა შედარებით იშვიათია ვიდრე ჰეტეროსექსუალობა.

ზოგ შემთხვევაში ჰომოსექსუალობა განიხილება, როგორც გენეტიკური და გარემო ფაქტორების ნაზავი. მაგ. ზოგიერთი ბავშვი უფრო მიდრეკილია ითამაშოს საპირისპირო სქსის შესაბამისი თამაშები,  ჩაიცვას, იქცეოდეს და გამოიყურებოდეს თავისი ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგოდ. ეს  მდგომარეობა ცალკე განხილვის თემაა თუმცა  სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება შექმნან წინასწარგანწყობა ჰომოსექსუალობისთვის.  მეორეს მხრივ ბიჭები თამაშობენ ძირითდად ბიჭებთან, გოგონები – გოგონებთან.  სქესობრივი მომწიფების პერიოდში  „ეგზოტიკური ხდება ეროტიკული“ ანუ მათთვის არა-ნაცნობი საპირისპირო სქესი  იწვევს სექსუალურ ლტოლვას. თუ მოვლენები განვითარდება საპირისპიროდ. ანუ ბიჭი მუდმივად კონტაქტში იქნება გოგონებთან, შეიძლება სქესობრივი მომწიფებისთვის საინტერესო გახდეს ის სქესი, რომელთანაც კონტაქტი არ ჰქონია – ანუ ბიჭებთან.