ნაცხის ანალიზი
გინეკოლოგის კონსულტაცია თითქმის არასდროს სრულდება საშოდან ნაცხის აღების გარეშე. ნაცხის ანალიზის საშუალებით დგინდება, არის თუ არა საშოში პათოგენური მიკროორგანიზმები.
ნაცხის ანალიზის აღების ჩვენებებს მიეკუთვნება:
- საშოდან გამონადენი, რომელიც მიუთითებს ანთებითი პროცესის არსებობაზე;
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
- საშოს ქავილი და წვა;
- ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
- ორსულობის დაგეგმვა;
- პროფილაქტიკური შემოწმება და ა.შ.
მომზადება ნაცხის აღებისთვის:
ნაცხის აღებამდე 1-2 დღით ადრე რეკომენდებული არ არის სქესობრივი კონტაქტების ქონა და საშოს გამორეცხვები, გამორიცხულია ლუბრიკანტების, სანთლების, აბებისა და კრემების გამოყენება. არ შეიძლება აგრეთვე წინა ღამეს გენიტალიების დაბანა. ნაცხის ანალიზი არ იღება მენსტრუაციის დროს, რადგან მენსტრუალური გამონადენი ცვლის ლაბორატორიულ სურათს. აღებამდე 2-3 საათით ადრე არ უნდა მოშარდოს ქალმა.
ნაცხის ანალიზი სასურველია გაკეთდეს მენსტრუაციის მორჩენიდან უახლოეს დღეებში.
მიკროფლორაზე ანალიზის გაშიფვრა:
ნაცხის ანალიზის შედეგებში შესაძლოა მითითებული იყოს:
ლეიკოციტები – აღინიშნება მცირე რაოდენობით. მათი შერმცველობის ნორმა საშოში არ აღემატება 10 მხედველობის არეში, საშვილოსნოს ყელის მიდამოში – 30. ნაცხის პასუხში ლეიკოციტების მოჭარბებული რაოდენობა ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს.
ორსულობის დროს საშოში ლეიკოციტების არსებობის ნორმა იზრდება და 20-30 ლეიკოციტს აღწევს მხედველობის არეში.
ბრტყელი ეპითელიუმი – ეს უჯრედები ამოფენს საშოს და საშვილონოს ყელის ლორწოვანს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ჩვეულებრივ მისი რაოდენობა არ აღემატება 5-10 უჯრედს. თუკი ეპითელიუმის უჯრედები არ აღმოჩნდა ნაცხში საერთოდ, ეს შესაძლოა მიუთითებდეს ეპითელური შრის ატროფიაზე, მაშინ როცა მათი სიჭარბე ანთებითი პროცესის ნიშნანია.
ლორწო – ნაცხში ზომიერი რაოდენობით აღმოჩნდება და ეს ნრომალურია, რადგან ლორწოს გამოიმუშავებს ცერვიკალური არხისა და საშოს ლორწოვანი.
ლაქტობაცილები (დოდერლეინის ჩხირები) – ნორმაში ეს ჩხირები ნაცხის ანალიზში არის ჭარბი რაოდენობით. მათი რაოდენობის კლება ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანია.
საფუარები – მცირე რაოდენობით შედიან საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. მათი რაოდენობის მატება ქავილისა და ზაჭოსებრი გამონადენის ფონზე სოკოვანი დაავადების (ვაგინალური კანდიდოზის) არსებობაზე მიუთითებს.
„გასაღებისებრი“ უჯრედები – ეს არის ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც დაფარულია ბაქტერიებით – გარდნერელებით. მათი ჭარბი შემცველობა გარდნერელოზის არსებობაზე მიუთითებს.
ლეპტოტრიქსი – ეს ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიებია, გვხვდება შერეული სქესობრივი ინფექციების დროს (კანდიდოზი, ბაქტერიული ვაგინოზი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი). ამ ბაქტერიების აღმოჩენა ნაცხის ანალიზში მიუთითებს უფრო სერიოზული გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობაზე.
მობილუნკუსი – ანაერობული მიკროორგანიზმია, აღინიშნება ქალებში, რომლეთაც აქვთ ბაქტერიული ვაგინოზი და კანდიდოზი.
ტრიქომონა – უმარტივესი ერთუჯრედიანი მიკოორგანიზმი, რომელი იწვევს ანთებით პროცესებს შარდსასქესო სისტემაში. ნორმაში ნაცხმა არ უნდა გამოავლინოს.
გონოკოკები (დიპოლოკოკები) – გონორეის გამომწვევი. ნორმაში ნაცხმა არ უნდა გამოავლინოს.
ნაწლავის ჩხირი – ნაცხში არის ძალიან მცირე რაოდენობით. ჭარბი შემცველობა მიუთითებს ბაქტერიული ვაგინოზის არსებობაზე მიუთითებს. დაკავშირებულია ინტიმური ჰიგიენის დაუცველობასთან და/ან არასწორ დაცვასთან.
კოკები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ენტეროკოკები) – არიან პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები. მცირე რაოდენობით შედიან ნორმალური მიკროფლორის შემდაგენლობაში. მათი რაოდენობის მატება მიუთითებს ინფექციის არსებობაზე.
აბრევიატურები მიუთითებს, საიდან არის აღებული აღებული ნაცხისთვის ნიმუში: „U“ – ურეთრა, „V” – საშო, „C“ – საშვილოსნოს ყელი.
ქალის ნაცხის ანალიზის ნორმალური მაჩვენებლები:
მაჩვენებლები |
ნორმალური მნიშვნელობები |
||
V |
C |
U |
|
ლეიკოციტები | 0-10 | 0-30 | 0-5 |
ბრტყელი
ეპითელიუმი |
5-10 | 5-10 | 5-10 |
გონოკოკები | არ არის | არ არის | არ არის |
ტრიქომონადები | არ არის | არ არის | არ არის |
გასაღები უჯრედები | არ არის | არ არის | არ არის |
საფუარები | არ არის | არ არის | არ არის |
მიკროფლორა | დედერლეინის დადებითი ცირების დიდი რაოდენობა | არ არის | არ არის |
ლორწო | ზომიერად | ზომიერად |
ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით ისაზღვრება საშოს სისუფთავის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს საერთოდ მიკროფლორის მდგომარეობას. გინეკოლოგიაში მიღებულია საშოს სისუფთავის ოთხი ხარისხი:
- დამახასიათებელია ჯანმრთელი ქალებისათვის. საშოს მიკროფლორა ოპტიმალურია. ეს ხარისხი ძალიან იშვიათია;
- მიკროფლორის უმნიშვნელო ცვლილებები. ჯანმრთელ ქალებში ყველაზე გავრცელებული ხარისხია;
- ნაცხი აჩვენებს ნორმიდან გადახრებს (სოკოების რაოდენობის მატება, პირობით-პათოგენური ბაქტრიების ზრდა). ეს ხარისხი მიუთითებს ანთებითი დაავადებების არსებობაზე;
- ნაცხი აჩვენებს ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა, რაც მიუთითებს ბაქტერიული ვაგინოზისა და/ან სხვა სასქესო ინფექციების არსებობაზე.
გინეკოლოგიური ნაცხი არის დაავადებათა დიაგნოსტიკის მხოლოდ საწყისი ეტაპია და რამე ცვლილების აღმოჩენა საჭიროებს შემდგომ დეტალურ კვლევას.
mainteresebs santlebit mkurnaloba ramdenad efeturia. rogorc ki vicyeb eqimis mier gamocerili santlebit mkurnalobas vatyob ro uaresi memateba, santlebia :gamomiyenebia terjinali, ovuniti, ginotrali, pimofucinis santlebi, sasho migiziandeba ufro metad, rogor moviqce xom ver mirchevdit?
გააჩნია რა დიაგნოზს მკურნალობ მაგ წამლებით.
diagnozi asetia : nacxis analizebshi amovida miceliumi soko sashualo raodenobit , da leikocitebi, anu aris soko
სოკო თუ არის, სოკოს წაწინააღმდეგო მკურნალობა ეფექტური იქნება. ლეიკოციტები ანთების ნიშანია.
ნაცხის აღებება ქალიშვილებისთვისაც შეიძლება
კი, შეიძლება.
nacxis analizis shedegad gamovlenili alergiiistvis ra sheizleba gaketdes orsulobis 9 e kvirashi
და რაზეა ალერგია, ეგ დადგინდა?
ნაცხის ანალიზისას დამიდგინდა სოკო დიდი რაოდენობით. ვიყენებდი პოლიჯინაქსს, ექიმის დანიშნულებით. სეხუალური კავშირის შემდგომ ისევ მაქვს ქავილის შეგრძნება, რამდენად რეკომენდირებულია ნისტატინის მალამოს გამოყენება? გმადლობთ წინასწარ
მკურნალების შემდეგ განმეორებითი ანალიზით დადგინდა, რომ ჯანმრთელი ხარ?
განმეორებითი ანალიზი ვეღარ გავიკეთე.სამწუხაროდ 😦
შესაძლოა ხელახლა განვითარდა სოკო, ან ის შემთხვევა არ იყო ბოლომდე ნამკურნალევი.
რაც შეეხება “ნისტატინის მალამოს, ხომ არ მავნებს მისი გამოყენება?
უმიზნოდ არაფრის გამოყენება არ არის სასარგებლო, მაგრამ თუ საჭიროა და გშელის, მავნე არ იქნება.
გამდლობთ. რამდენად გადამდებია სოკო? ანუ სექსუალური კავშირით თუ გადადის?
სოკო არ არის გადამდები, მთავარია მამაკაცმა ჰიგიენა დაიცვას და სექსის შემდეგ დაიბანოს.